ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
22 აპრილი, 2009


კურდღელი (სიმღერა)

ტყეში მხეცნი შეკრებილან,
გადაუდგნენ მელასაო...
პრეზიდენტის არჩევნებზე
ეძახიან ყველასაო.

მისამღერი:
ეს კურდღელი, ყურებგრძელი,
ბიჭი არის საკვირველი,
თვითონ არის ჭკვიანი და
სხვა ჰგონია ყველა შტერი.


პარლამენტის შეკრებაზე
კურდღელი წინ გავარდაო,
მელას ჩაი დაულია,
ვარდით გაინავარდაო...

მისამღერი:
ეს კურდღელი, ყურებგრძელი,
ბიჭი არის საკვირველი,
ტყე რომ მისად დაიგულა,
დათვს მიჰყიდა მთა და ველი...


ყველა... ფეხზე დაიკიდა!
რა ყოფილა ეს კურდღელი?!
სადაც მდედრი დაინახა,
ჩაეჭიდა ორთავ ხელით.

მისამღერი:
ეს კურდღელი, ყურებგრძელი,
ბიჭი არის საკვირველი,
დედალ კურდღლებს დაერია,
არ დატოვა... გაუთელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები