 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2009 |
დღეს დალილა ბედიანიძის დაბადების დღეა.დილით შვხვდი და მივულოცე .წარმომიდგენია,ზის ახლა თავისთვის ,მარტო შინ და ნაღვლიანად ფიქრობს,რომ ... იქნებ ვინმეს გაახსენდა კიდეც. ეს ლექსი ჩემი არქივიდანაა,არსად გამოუქვეყნებია.ამაღამ დავურეკავ და წავუკითხავ თქვენს კომენტარებს.წინასწარ ვხარობ იმის წარმოდგენით,რა ბედნიერი იქნება.
დალილა ბედიანიძე
მელოდია
შენი ხელები - ჩემს სხეულზე, როგორც აწყობილ გიტარაზე. და მელოდია, რომელიც აღარ განმეორდება. ყოველ შეხებაზე მდუღარე მზე მეღვრება სხეულში და ძარღვებს მიწვავს და წამლეკავს წმინდა ცეცხლის მიქცევ-მოქცევა. ქარის ფლეიტა უერთდება ამ მელოდიას. მუსიკით სავსე არის ოთახი, მუსიკით სავსე არის სამყარო, და ეს მუსიკა არ შეწყდება, სანამ ერთმანეთს ასე ვეხვევით. ღვთაებრივია ეს მელოდია, რომელსაც უკრავ ჩემს სხეულზე და როდესაც დავბერდებით და დაცხრება ჩვენი ვნებები, ამ მელოდიით გამოგიხმობ წარსულიდან, ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა, წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე, რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან. უკრავ გიტარაზე - ჩემს მორჩილ სხეულზე. ვუსმენ. ვუსმენ ამ მელოდიას და სადაცაა, შენში ისე დავინთქმები, ვით ზღვაში გემი, შტორმისაგან გზააბნეული, ან დაგაკვდები, როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ჩემს მილოცვასაც გაგატან,ნინო...უამრავ ღიმილს და ლექსი მშვენიერი! :)
ჩემს მილოცვასაც გაგატან,ნინო...უამრავ ღიმილს და ლექსი მშვენიერი! :)
9. პოეტური კავშირი "მარადახალი ქნარი" ულოცავს ქალბათონ დალილას დაბადების დღეს და უსურვებს წარმატებებს... პოეტური კავშირი "მარადახალი ქნარი" ულოცავს ქალბათონ დალილას დაბადების დღეს და უსურვებს წარმატებებს...
8. დალილა, ჩემო კარგო მეგობარო, ჩემი საყვარელი პოეტი და პიროვნება ხარ, გილოცავ დაბადების დღეს! მომეწონა "მელოდია". შენს მომავალ წიგნებში აუცილებლად უნდა დაიდოს ბინა. ჩემს წიგნზე გამოქვეყნებულ წერილისათვის "ლიტერატურულ საქართველოში"საჯაროდ გიხდი მადლობას! გაიხარე!! დალილა, ჩემო კარგო მეგობარო, ჩემი საყვარელი პოეტი და პიროვნება ხარ, გილოცავ დაბადების დღეს! მომეწონა "მელოდია". შენს მომავალ წიგნებში აუცილებლად უნდა დაიდოს ბინა. ჩემს წიგნზე გამოქვეყნებულ წერილისათვის "ლიტერატურულ საქართველოში"საჯაროდ გიხდი მადლობას! გაიხარე!!
7. ვუერთდები მილოცვას :) ვუერთდები მილოცვას :)
6. ვულოცავ...
შენი ხელები - ჩემს სხეულზე, როგორც აწყობილ გიტარაზე. და მელოდია, რომელიც აღარ განმეორდება.
ლამაზი და სევდიანი ძალიან...გული დამწყდა... ვულოცავ...
შენი ხელები - ჩემს სხეულზე, როგორც აწყობილ გიტარაზე. და მელოდია, რომელიც აღარ განმეორდება.
ლამაზი და სევდიანი ძალიან...გული დამწყდა...
5. შესანიშნავიიი :) როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს... :) შესანიშნავიიი :) როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს... :)
4. მოგიკითხეთ თქვენც და თქვენი სევდიანი მეგობარიც... ასეა ხოლმე დოდოც (ჭიჭინაძე) რომ ვხედავ გული მწყდება ხოლმე, ჯერ რა პრობლემები აქვს მის სახლს, მერე თვითონ მას.... და არამარტო... რა მალე გვავიწყდება ყველაფერი:( მოგიკითხეთ თქვენც და თქვენი სევდიანი მეგობარიც... ასეა ხოლმე დოდოც (ჭიჭინაძე) რომ ვხედავ გული მწყდება ხოლმე, ჯერ რა პრობლემები აქვს მის სახლს, მერე თვითონ მას.... და არამარტო... რა მალე გვავიწყდება ყველაფერი:(
3. მიყვარს დალილა ბედიანიძე... მიყვარს დალილა ბედიანიძე...
2. არაჩვეულებრივი ლექსი! მართლაც უნიჭიერესი პოეტია და მკვლევარი, ქალბატონი დალილა...ვულოცავ დაბადების დღეს და გთხოვთ, ჩემი მილოცვა გადასცეთ..:) არაჩვეულებრივი ლექსი! მართლაც უნიჭიერესი პოეტია და მკვლევარი, ქალბატონი დალილა...ვულოცავ დაბადების დღეს და გთხოვთ, ჩემი მილოცვა გადასცეთ..:)
1. დალილას ვულოცავ დაბადების დღეს :)
ლექსი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მომეწონა :) დალილას ვულოცავ დაბადების დღეს :)
ლექსი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|