ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
17 აპრილი, 2009


აპეტიტო ჭყვიტინაძე


თოვლმა მთები გაათეთრა,
ჩამოვიდა ბარადა…
ხარობს გოჭი აპეტიტო,
ჭყვიტინაძე გვარადა.

გუნდაობს და კოტრიალობს,
აუწითლდა ყურები,
ალამაზებს ეზოს კვალი
მისი თხილამურების.

სიყვარულით ეძახიან
იქით-მათე,აქეთ-მიტო,
წიწილები კისკისებენ:
“რა დღეშია აპეტიტო!”

აპეტიტო ჭყვიტინაძე
კარგადაა მგლის ჯინაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები