ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


ქართველებს!

ვეღარ შევინახეთ ძველი დიდება და,
ჟანგად გადაიქცა ერთ დროს დიადემა,
წარსულს ვეტირებით, აწმყოს ვსაყვედურობთ,
თუმცა სინანული უკვე გვიანდება.

რაც ჩვენ გვეკუთვნოდა, ის სხვას გავატანეთ,
"უნდა ვიმყოფინოთ, რა ვქნათ, წაიღესო..."
ვეღარ ეშველება საქმეს ვეღარაფრით,
თუგინდ ენა, თუგინდ ხმალი აილესო.

იქნებ და საქართველოს  სიყვარული,
მხოლოდ სადღეგრძელოსია მასალა,
ვუწოდოთ, მაშ, გმირი ისეთ ადამიანს,
ვინც ყანწი სუფრაზე, ბოლომდე დაცალა.

როგორ ადვილია, თავის დარწმუნება,
"ეს ჩვენ შეგვიძლია, სხვებმა რა იციან?!"
მოდით, საქართველოს მართლა დავეხმაროთ,
წამით დავივიწყოთ ჩვენი ამბიცია.

ლიკა ოხანაშვილი
16.04.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები