ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2009


რამდენი სანთელი.....

რამდენი სანთელი ანთებულა....
რამდენი ლამპარი ჩამქვრალა...
რამდენი ხალხი დაჩოქილა...
და არ დაჩოქილა....
ღმერთს ევედრება ქართველი ერი....
რამდენი საკაცე დამტვრეულა..
რამდენი სიხარული დაქცეულა..
რამდენი სიყვარული დაბნეულა..
ამ წმინდა მიწაზე გაბნეულა
თვალ-მარგალიტი ბევრი...
გვეძახის მოკვდავებს
და გვემუდარება ქართველი ერი:
-არა არ გაყიდოთ...
არა არ გაიმეტოთ...
არ ჩააქროთ სანთელი ერის!
არ გაახაროთ...
და  ახარხაროთ ურიცხვი მტერი ჩვენი.
თვალნი გაახილეთ!
გონებას ნუ გაყინავთ!
გული შეგიტოკდეთ კრძალვით-
როს გაასხვისებთ და არ გაითავისებთ
ქართველი კაცის ტკივილს!
ნაკურ-ნაკუწებად აქციეთ საქართველო.
ყიდით მიწას და წყალს!
-სინათლეს, კავშირს და ეძახით უცხოელებს.
ეძახით მავანთ და სხვას.
მოტივი ერთია:"გადარჩენა და ხსნა".
ნუ გავიწყდებათ- ხსნა ერთობაშია-
ერთგულებაშია ხსნა.
შეერთდით ქართველებო!
გავასხივოსნოთ და გავაცისკროვნოთ ცა!
არ გავავერანოთ-წარმტაცი წალკოტი-
უღრუბლო მზიანი გზა.
ქართველთა თანხმობის-
სიმართლის კავშირით
დავიცვათ სამშობლოს ცა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები