ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2009


###


TV-სთან ისევ მიტინგია -
რკინის საკნები -
ნომერი ერთი, ხუთი, ათი...
აღარ თავდება...
იქვე,
სულ ახლოს,
გალიებში სხედან დათვები,
სხვა ელდორადოს იხსენებენ -
ტყეს და ჩანჩქერებს.

რკინის საკნები კოსტავაზე,
ნომერი ათი, ხუთი, ერთი...
დაუსრულებლად...

”სიმბას” წავიყვან,
წავალ, სადაც ქორნი ბუდობენ,
სადაც დათვები არ ტკვირავენ
კბილით გალიებს...

...არსად არ წავალ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები