- ოპტიმინტური ორატორია -
ეძღვნება საქართველოს მოღალატეებს
- თუ ერთი სიტყვა ეკუთვნის ჭყონდიდს, მაშინ მეც ვეტყვი სიტყვას, ჩემს სათქმელს, ქვეყანას - სავსეს ათასი ცოდვით!.. - იქნებ საშველი გამოჩნდეს სადმე!..
თუ ერთი სიტყვა ეკუთვნის ჭყონდიდს და სიტყვა ესე ღირსარს მოსმენად, მეც ვიტყვი რასმე - თუნდ მეყოს ცოდვილს პურად, ღვინოდ და შესამოსელად!..
- მოსჩქეფს მთებიდან ენგური ოდით და გადასძახის ტეხურს, ცხენისწყალს: - მოდის ( და მოვალს !..) განკითხვად ცოდვის ზეციერი და მალე შერისხავს
ყველას - ვინც წმინდას უმუხთლა ანდერძს, დედულ-მამული ვინაც გაწირა!.. არცა თუ გვიან, არცა თუ ადრე, მისგან მიეზღვის ყველას ასწილად,
ვინც წინაპართა სული შებილწა, ვინც ფეხი ჩადგა მოძმეთა სისხლში... - ყოველ წამს, ყოველ წუთს და წელიწადს ის უნდა ძრწოდეს ღვთისრისხვის შიშით!..
და ცხენისწყალიც გასძახის რიონს, რიონი - არაგვს, მტკვარი - ალაზანს: - რომ შინაგამცემთ შორს არა სდიონ, ყოველგნით ყველა კარი ჩარაზონ !..
რომ ვინც შებღალა ტაძართა ჯვრებიც, ვის გამოც ერი ძაძებში გმინავს... წარსდგეს წინაშე განგების ნების, ისე ვით ადრე, ისე ვით წინათ!..
და თუ რამ სიტყვა ეკუთვნის მარტვილს ( სად ღვთისნაცვალი ქურუმად იდგა!..) , იტყვის, რომ ღმერთი ამზადებს მათთვის ახალ ბასიანს და ახალ დიდგორს!..
- ერი, დიდ ბრძოლად აღიძვრის ოდეს, მათრახდაუკრავ ულაყებს ხედნის!.. - თაფლშეუმშრალი მოილტვის ცოტნეც წმინდა გიორგის ურიცხვი მხედრით!..
ვით დავთმოთ - რასაც მამული ჰქვია და რასაც ვერცროს ვერ ვიმეტებდით?!. ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!..
ათასწლეულთა ხანძრებში მოდის და თალხშიც კვლავაც ოქროსფერს აქსოვს და შიშიც არცროს ჰქონია ჭყონდიდს, რადგან გიორგი ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე ც ახსოვს!!!
სისხლს კვლავ გვიდუღებს ყივილი რისხვის, რომ კვლავაც ვრჩებით მტრისად ურჩებად!.. -ახლო არს იგი ჟამიც განკითხვის და მას თვით ეშმაც ვერ გადურჩება!!!
ვერას უშველის მაღალი ღმერთიც, მას, ვისაც ცოდვის შეჰყრია კეთრი და სამარცხვინო რგებია ხვედრი - მეზობლის მამლის ნაჩინჩლი დედლის!..
სატანაც ვეღარ წარუვა სასჯელს, როს შურისგება რისხვისგან ბორგავს და თვალს მტერმოყვრის გარჩევას აჩვევს, თუმც დღემდის თმენის ბორკილი ბორკავს!..
და დღემდის ითმენს ენგურიც ბორკილს და სიმწრით გასცქერს დაკარგულ ნაპირს, ვიდრემდის თმენის დალპება თოკი... ვიდრემდის თმენის გაწყდება ძაფიც!..
და კვლავ გასძახის ცხენისწყალს, რიონს, მტკვარსა და არაგვს, იორს, ალაზანს: - რომ ქვეგამხედვართ შორს არვინ სდიოს, ყველა საძრომი მათი ჩარაზონ!..
რომ გლოვის თალხი დაეხსნას მარტვილს, ჯვარს, სვეტიცხოველს, სიონს, ალავერდს!!! რომ მოდგეს ჟამი მ ა რ ა დ ი ნ ა ტ ვ რ ი ს ა ხ დ ე ნ ი ს - არა წამით, არამედ:
ს ა მ რ ა დ ჟ ა მ ო დ !!! - რათა გაბრწყინდეს მარადისობა კოლხის, იბერის!.. რომ სიხარულის ცრემლი აწვიმდეს და ხმა უკვდავი - უკვდავ სიმღერის
კვლავ ცას უწვდინოს ქართლმა, კოლხეთმა და ცით კვლავ სვეტი დაადგეთ ნათლის, რომ ვერ გაბედონ უკან მოხედვაც მზაკვრებმა - რადგან ახლოა მათთვის
ჟამი მსახვრალი და უცაბედი, წყეულთ რომ ელდად გადუვლით გულზე, რომ ამიერით ვერვინ გაბედოს, ის, რასაც ღმერთი ცით დღემდის უმზერს!!!
და რომ გულმოკლულს ღალატით, შურით, კვლავ მოუთბილოს მზემ ცხუმს და ჭყონდიდს!.. რომ მარბეველნი ათასი ჯურის, ზურგით მტვირთველნი ათასი ცოდვის -
აწ განიკითხნონ სამართლით ღვთისით და განისაჯონ განგებით უფლის, რომ ცად მზემ ისევ იზეოს დღისით და თუთარჩელაც - ვარსკვლავთა სუფრის
კვლავ იმ თამადად დაბრძანდეს ღამით, ვინც ციურ ნადიმს კვლავ ნათელს მოჰფენს და მოუფონებს - ცოდვისგან ლამის საჯოჯოხეთოდ გაწირულ სოფელს!!!
და ერთი სიტყვა თუ ეთქმის ჭყონდიდს, ე, მაშინ იტყვის და დასტურ, იტყვის!!! და ერიც რწმენით დაუცდის დრომდის ერთ მართალ პასუხს ათასი კითხვის!..
2001 წ. ქ. შ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28.
ვით დავთმოთ - რასაც მამული ჰქვია და რასაც ვერცროს ვერ ვიმეტებდით?!. ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!..
ათასწლეულთა ხანძრებში მოდის და თალხშიც კვლავაც ოქროსფერს აქსოვს და შიშიც არცროს ჰქონია ჭყონდიდს, რადგან გიორგი ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე ც ახსოვს!!!
!!!!!!!!!!!!!! 5
ვით დავთმოთ - რასაც მამული ჰქვია და რასაც ვერცროს ვერ ვიმეტებდით?!. ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!..
ათასწლეულთა ხანძრებში მოდის და თალხშიც კვლავაც ოქროსფერს აქსოვს და შიშიც არცროს ჰქონია ჭყონდიდს, რადგან გიორგი ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე ც ახსოვს!!!
!!!!!!!!!!!!!! 5
27. გაიხარეთ სამშობლოს სიყვარულისთვის! გაიხარეთ სამშობლოს სიყვარულისთვის!
26. ლექსი კი არა, ფესვმაგარი მუხაა! მიყვარს ასეთი ძარღვიანი ლექსები!
ლექსი კი არა, ფესვმაგარი მუხაა! მიყვარს ასეთი ძარღვიანი ლექსები!
25. ძალიან ძალიან მაგარი ლექსი! ქუგგალე იშენ-იშენ! ჯიმა რექ. :) + ები ძალიან ძალიან მაგარი ლექსი! ქუგგალე იშენ-იშენ! ჯიმა რექ. :) + ები
24. თქვენ სტაჟი გაქვთ .მე კი ჯერ დამწყები ვარ ასე რომ .... თქვენ სტაჟი გაქვთ .მე კი ჯერ დამწყები ვარ ასე რომ ....
22. ძალიან მაგარი ხარ ბატონო იმო :) ძალიან მაგარი ხარ ბატონო იმო :)
21. ძალიან მაგარი ხარ ბატონო იმო :) ძალიან მაგარი ხარ ბატონო იმო :)
20. ძარღვიანი და ღონიერი სტრიქონების კასკადია ეს ლექსი - მამულს უმღერის პოეტი. ძარღვიანი და ღონიერი სტრიქონების კასკადია ეს ლექსი - მამულს უმღერის პოეტი.
19. მიჭირს ხოლმე აქ დაკომენტარება... მოგიკითხეთ ... მიჭირს ხოლმე აქ დაკომენტარება... მოგიკითხეთ ...
18. და ერთი სიტყვა თუ ეთქმის ჭყონდიდს, ე, მაშინ იტყვის და დასტურ, იტყვის!!! და ერიც რწმენით დაუცდის დრომდის ერთ მართალ პასუხს ათასი კითხვის!..
ბრავო =D> 5 და ერთი სიტყვა თუ ეთქმის ჭყონდიდს, ე, მაშინ იტყვის და დასტურ, იტყვის!!! და ერიც რწმენით დაუცდის დრომდის ერთ მართალ პასუხს ათასი კითხვის!..
ბრავო =D> 5
17. მერე იტყვიან, "მოდიდან გადავიდაო" ასე წერაო, ფორმითაცო, შინაარსითაცო_გაცვდაო... ან, სულაც არაფერს იტყვიან და წაუკითხავ-გაუაზრებლად მიაგდებენ ამხელა ტკივილს. სხვებმა იმტვრიონ, ბატონო, თავიო. ჩვენ ჩვენი სატკივარიც გვეყოფაო... მაინც "გათითოკაცებულ ერად" ვრჩებით, მაინც! მაპატიოს ავტორმა გაცხარება... ჩემთვის ეს ღირდა ერთ ლექსად: ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!.. გაიხარეთ! მერე იტყვიან, "მოდიდან გადავიდაო" ასე წერაო, ფორმითაცო, შინაარსითაცო_გაცვდაო... ან, სულაც არაფერს იტყვიან და წაუკითხავ-გაუაზრებლად მიაგდებენ ამხელა ტკივილს. სხვებმა იმტვრიონ, ბატონო, თავიო. ჩვენ ჩვენი სატკივარიც გვეყოფაო... მაინც "გათითოკაცებულ ერად" ვრჩებით, მაინც! მაპატიოს ავტორმა გაცხარება... ჩემთვის ეს ღირდა ერთ ლექსად: ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!.. გაიხარეთ!
16. ყოჩაღ ძია იმო!!! ყოჩაღ ძია იმო!!!
15. ლალის დავეთანხმები სიტყვა-სიტყვით... ჩემიდიდიიიიიიი პატივისცემა თქვენ...5 ლალის დავეთანხმები სიტყვა-სიტყვით... ჩემიდიდიიიიიიი პატივისცემა თქვენ...5
14. საოცრად მომწონს... გული გამითბო და იმედით, რწმენით ამივსო.....:) საოცრად მომწონს... გული გამითბო და იმედით, რწმენით ამივსო.....:)
13. შესანიშნავია! შესანიშნავია!
12. კარგია თუმცა არ მიყვარს მსგავსი ლექსები კარგია თუმცა არ მიყვარს მსგავსი ლექსები
11. სალამი პატრიოტ კაცს, ძირს ქვეყნის მოღალატეები! სალამი პატრიოტ კაცს, ძირს ქვეყნის მოღალატეები!
10. ვინც წინაპართა სული შებილწა, ვინც ფეხი ჩადგა მოძმეთა სისხლში... - ყოველ წამს, ყოველ წუთს და წელიწადს ის უნდა ძრწოდეს ღვთისრისხვის შიშით!..
----- ვით დავთმოთ - რასაც მამული ჰქვია და რასაც ვერცროს ვერ ვიმეტებდით?!. ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!..
---- კვლავ იმ თამადად დაბრძანდეს ღამით, ვინც ციურ ნადიმს კვლავ ნათელს მოჰფენს და მოუფონებს - ცოდვისგან ლამის საჯოჯოხეთოდ გაწირულ სოფელს!!!
გადასარევია, იმედა! 5 ვინც წინაპართა სული შებილწა, ვინც ფეხი ჩადგა მოძმეთა სისხლში... - ყოველ წამს, ყოველ წუთს და წელიწადს ის უნდა ძრწოდეს ღვთისრისხვის შიშით!..
----- ვით დავთმოთ - რასაც მამული ჰქვია და რასაც ვერცროს ვერ ვიმეტებდით?!. ვერ დამთავრდება მეფეთა სიაც მეფე გიორგი მეთორმეტეთი!..
---- კვლავ იმ თამადად დაბრძანდეს ღამით, ვინც ციურ ნადიმს კვლავ ნათელს მოჰფენს და მოუფონებს - ცოდვისგან ლამის საჯოჯოხეთოდ გაწირულ სოფელს!!!
გადასარევია, იმედა! 5
9. ძალიან თბილი ლექსია. 5555555 ძალიან თბილი ლექსია. 5555555
8. - იქნებ საშველი გამოჩნდეს სადმე!..
გისმინოთ უფალმა! - იქნებ საშველი გამოჩნდეს სადმე!..
გისმინოთ უფალმა!
7. აი, ასეთი მართალი კაცი და პოეტია, ჩემი ჯიმაგე!!!! შენ გაიხარე მაინცდამაინც...:) აი, ასეთი მართალი კაცი და პოეტია, ჩემი ჯიმაგე!!!! შენ გაიხარე მაინცდამაინც...:)
6. საინტერესო, და პროფესიონალის დაწერილი ლექსი...:) 5 საინტერესო, და პროფესიონალის დაწერილი ლექსი...:) 5
5. რათა გაბრწყინდეს მარადისობა კოლხის, იბერის!.. რათა გაბრწყინდეს მარადისობა კოლხის, იბერის!..
4. მშვენიერია. მშვენიერია.
3. გაიხარეთ. უბრალოდ მე,სუბიექტურად, არ მიყვარს ასეთი მაღალფარდოვანი და აწეული პათოსით გაჯღენთილი ლექსები. მესმის რომ პატრიოტული ლირიკა საჭიროებს ამ სტილს. ჩემი 5 აქ და პატივისცემა. სამშობლოს სიყვარული ძალიან გვაკლია და გვჭირდება დღეს. გაიხარეთ. უბრალოდ მე,სუბიექტურად, არ მიყვარს ასეთი მაღალფარდოვანი და აწეული პათოსით გაჯღენთილი ლექსები. მესმის რომ პატრიოტული ლირიკა საჭიროებს ამ სტილს. ჩემი 5 აქ და პატივისცემა. სამშობლოს სიყვარული ძალიან გვაკლია და გვჭირდება დღეს.
2. და მოუფონებს - ცოდვისგან ლამის საჯოჯოხეთოდ გაქირულ სოფელს!!! :) და მოუფონებს - ცოდვისგან ლამის საჯოჯოხეთოდ გაქირულ სოფელს!!! :)
1. სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი :) :-* სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი :) :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|