ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2009


რადგან...

რადგან მოლოდინი მაინც დამიობდა,
(ხმელი უსირტყვობაც ფოთლებს გავატანე),
ამბობ, ოცნებებით ცამდე ადიო და...
საზღვრებს ვინ დამიდგენს, წავალ ან სადამდე?

სივრცეს გადაუსწრო დრომ ჩემს ხასიათში,
ვგრძნობ რომ ისევ ისე გამიშემოდგომდა,
რავქნა, მეამბოხე, გავხდი შარიანი,
სულში ავიკიდე ქარი და როგორღაც...

იქნებ დავიჯერო, მზემდე გავფრინდები,
ნაიარევ ფრთაზე სულს თუ შემიბერავ,
თუკი სიახლოვედ ჩემში გაწვიმდები,
პეშვში მოგაგროვებ ყოველ შებინდებას.

რადგან ემოციის სრული სიშიშვლეა,
ბევრად იოლია რთული ამინდებიც,
რადგან ოცნებები, ჩემი, სიგიჟეა,
საზღვრებს გასცდიო და...
ცამდე ავფრინდები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს