ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2009


* * * (კრძალვით დაუბერა ნუშის ხეს სიომ...)

კრძალვით დაუბერა ნუშის ხეს სიომ,
მიწას ეცეკვება წვეთები წვიმის,
სულში დაიქროლა სევდის ქარიშხალმა,
უხმოდ მიეფარა მომხიბლავ ღიმილს.

ზემოდან დავცქერი  ცხოვრების უფსკრულს და
ფიქრებით მოვივლი ოცნების  ჭიუხებს,
სიცოცხლის ყველა გზა ხომ  ვიცი, რომ მაინც,
წავა და სულ ბოლოს სიკვდილთან მიუხვევს.

არ ვწუხვარ, არც ვნანობ ამქვეყნად არაფერს,
წარსულმა თავისი კვალიც ხომ დატოვა,
ლექსს თუ წერ, რა გინდა, აღარ თქვა იცოდე,
"ცხოვრებამ გამწირა, საწყალი, მარტო ვარ."

გთხოვთ, ნუ გაამტყუნებთ პოეტს ნურავინ, რომ
გრძნობა გამოთქვა, ლექსებით, სონეტით,
ჩვენში ხომ, სიგიჟეც კი საპატიოა,
თუკი გიჟს სახელად გიწოდეს პოეტი

ლიკა ოხანაშვილი
7.05.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები