ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2009


ჩვენი

ქარი სულდამუხტულ სივრცეს ანაფაზებს,
შენ კვლავ ეფარები გზნებებს, ფეერიულს,
ცას მზე მოეკიდა მიწის დანახვაზე,
მე სხეული დამაქვს ლექსებშერეული.

ნატვრით პოეზიის რიტმზე გადართულმა
პულსმა კესანების სუნთქვა მომიტანა,
ბალახგათელილი გვიწევს საქართველო,
ჩვენი ერთადერთი ბურთიც, მოედანიც.

ვდგავართ აქეთ-იქით, მზერის გაწვდენამდე
გვყოფნის მანძილი და გვიტევს ქაოსურად,
სადღაც იმედია, გზები _ გაწყვეტილი...
ხეზე აპრილი დგას კვირტებგამოსხმული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები