ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2009


მიყვარხარ!

მიყვარხარ!
ვიცი, რომ ეს სიტყვა ბევრის მთქმელია,
მაგრამ მე შემიძლია,
ჩუმი მზერით გაგრძნობინო
სიყვარული უფრო მეტად,
ვიდრე ამას ნებისმიერი სიტყვა გააკეთებს.

როცა ზამთარში, თოვლის ფიფქი
ხელზე გადნებოდა, არ უნდა დაგეფერთხა,
რადგან მასაც უყვარდი...
თუკი შემოდგომაზე ფოთოლს ნახავ,
შენს ფეხებთან  უმწეოდ ხმება,
არ დააბიჯო, ნუ გათელავ,
იქნებ უყვარხარ...
და როცა  ზაფხულში,
ციდან გამოქცეული მზის სხივი
თვალებში შემოგანათებს,
ნუ აიფარებ ხელებს...
რა იცი, იქნებ შეუყვარდე...

ზოგჯერ უთქმელი გრძნობა
გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამხელილი,
მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ
იმ ფიფქივით,
ფოთოლივით და სხივივით,
(ან იქნებ მეტადაც)
მიყვარხარ!

ლიკა ოხანაშვილი
30.04.2009



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები