ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2009


ჩემო ცისა სულო...

შენზე მოგონება როცა მეძალება,
სული მეკარგება სადღაც, სხეულს გარეთ...
მერე დიდხანს ვეძებ ციურ მნათობებზე, -
ბილიკს მივუყვებით ერთად მე და მთვარე...

სადღაც მიყუჟულს თუ უცებ თვალი მოვკარ,
ისევ მემალება, ანცი ბავშვის დარად...
მთვარე – თვალს მარიდებს, თითქოს ენანება
ფიქრიც და სხეულიც სულთან გასაყარად...

უნდა დავუყვავო, უნდა მოვეფერო,
რომ კვლავ დამიბრუნდეს სული ცრემლისფერი...
მინდა მოგაგონდე, მინდა მოგენატრო,
ჩემო ცისა სულო, შენი ფეხთა მტვერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები