თავი 16. მილიციაში
უცებ გაიფრინა ერთმა კვირამ. დათქმულ დღეს მაგდა შიშით წავიდა უნივერსიტეტში. იჯდა ლექციებზე და ბოლო ზარის დარეკვას ელოდა. რატომ? – არ იცოდა. რატომ წავიდა იმ დღეს საერთოდ უნივერსიტეტში? - ვერც ამ კითხვაზე გაეცა პასუხი. იჯდა და ელოდა... და აი, ბოლო ზარიც! ლექციები დამთავრდა.
მაგდა და ნათია შენობიდან გამოვიდნენ და მაშინვე დაინახეს ნოდარი: კიბესთან იდგა და თვალმოუცილებლად შეჰყურებდა უნივერსიტეტის კარებს.
მაგდამ…ნათიას სთხოვა, "გაჩერებასთან დამელოდეო" და ნოდარისკენ გაემართა. - ნოდარ, მე მოვედი... - მაგდა! - სიხარული ვერ დამალა ნოდარმა, მაგრამ... - მე მოვედი, რომ გითხრა: მე ვერასოდეს გავხდები შენი ცოლი! და რამდენჯერაც წამიყვან, იმდენჯერ წამოვალ შენგან! მე არ შემიძლია შენი ცოლობა!... მე შენ არ მიყვარხარ, ნოდარ და ეს ჩემთვის…ყველა არგუმენტზე უფრო მნიშვნელოვანია!.. მშვიდობით, ნოდარ!...
ამ სიტყვებით მაგდა მობრუნდა და გაჩერებისკენ წავიდა.
ნოდარი იდგა და ხმა ვერ ამოეღო. მიხვდა, რომ სამუდამოდ დაკარგა მაგდა... და მართლაც, რამდენჯერაც არ უნდა წაეყვანა, მაგდა არასოდეს გახდებოდა მისი ცოლი!... ასე ყოფნა კი ნოდარს აღარ შეეძლო. ის იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრს და შემდეგ მისი ერთგული რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე.
ნოდარმა დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა მაგდა ნათიას. მალე ავტობუსიც მოვიდა. წუთიც და... გაჩერებაზე არცერთი აღარ იდგა. ჯერ იფიქრა, "გამოვედევნებიო", მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. წავიდა, მაგრამ... სად? – თავადაც არ იცოდა.
ხალხმრავალ ქუჩებს ერიდებოდა, უფრო ვიწრო ქუჩებით დადიოდა და უცებ...
"მილიციის" წინ შეაჩერა მანქანა, გადმოვიდა და ისეთი ნაბიჯით შევიდა შენობაში, რომ კართან მდგარმა მილიციის მუშაკებმა მორიდებით დაუთმეს გზა.
ნოდარი გრძელ დერეფანში აღმოჩნდა. "კვირკველია გ. ვ." – წაიკითხა ნოდარმა პირველივე ფირნიშზე და კარზე დააკაკუნა. - მობრძანდით, - მოისმა ოთახიდან და ნოდარმა კარი შეაღო.
დაბალი მსუქანი მამაკაცი მაგიდასთან იდგა და რაღაც ქაღალდებს ათვალიერებდა. ნოდარს უსიამოვნოდ გააჟრიალა მკერდზე დაფენილი ღაბაბისა და მოზრდილი ღიპის დანახვაზე. "კვირკველია გ. ვ."-ს მოტვლეპილ თავზე ნახევარრკალად შემოსჯარვოდა ჭაღარა თმის ვიწრო ზოლი. დიდი, მრგვალი ცხვირი და ხშირი ულვაშები, რომლებიც მთლიანად ავსებდნენ ადგილს დიდ ცხვირსა და პატარა ტუჩებს შორის, რაღაც ერთიან სიფაფუკეს ქმნიდნენ. ამ აფუებულ სახეს დიდი, მოძრავი, ბუდიდან ამოცვენამდე გადმოკარკლული წყალ-წყალა ცისფერი თვალები "ამშვენებდა".
- გამარჯობათ, - მიესალმა ნოდარი და დაელოდა, ვიდრე "კვირკველია გ. ვ." ქაღალდებში ქექვას მორჩებოდა. "კვირკველია გ. ვ."-მ ოდნავ დაუქნია თავი და თავისი საქმიანობა განაგრძო.
ნოდარი კარგა ხანს იდგა კართან. მერე თავი ვეღარ შეიკავა და მაგიდას მიუახლოვდა. - ბოლოს და ბოლოს, მომაქცევთ თუ არა ყურადღებას? – ხმამაღლა იკითხა ნოდარმა. "კვირკველია გ. ვ."-მ წამით ასწია თავი, ნოდარს შეხედა და ისევ ქაღალდებს მიუბრუნდა. ნოდარმა, ის იყო, უკან გაბრუნება გადაწყვიტა, რომ...
- მე გისმენთ, მოქალაქევ, მაგრამ თქვენ სდუმხართ! - საოცარი მეგრული კილოთი თქვა უცებ "კვირკველია გ. ვ."-მ, - მობრძანდით, დაბრძანდით, ბრძანეთ... - მე ქალი მოვიტაცე!... - რაო, ბატონო? - ახლა კი მიანება თავი ქაღალდებს კვირკველიამ და ნოდარს მიაშტერდა თავისი წყლისფერი თვალებით. - ქალი მოვიტაცე-მეთქი... - მერე? - რა, "მერე"? - მერე, რა უყავი იმ ქალს, აქ მოიყვანე? - არა, აქ რატომ მოვიყვანდი?... - ჩემგან რას მოითხოვთ გენარცვალე?! - რას და... დამიჭირეთ!... - რა დაგიჭიროთ, ყმაწვილო? - თქვენ, რა, დამცინით? – იფეთქა ნოდარმა. - მე კი არა, თქვენ დაგვცინით, ახალგაზრდავ! – ხმას აუწია კვირკველიამ, - ჩვენ აქ მმაჩის ბიურო კი არ გვაქვს?! აქ მილიციაა, მი-ლი-ცი-ა! - ჰოდა, მეც მილიციაში მოვედი! დამაპატიმრეთ, გესმით თუ არა? - ქალი სად არის, ქალი?! - ქალი სახლშია...… - აბა, "მოვიტაცეო"? - მოვიტაცე, მაგრამ... გამომექცა! - თუ გამოგექცა, შენ კი არა, იმას სდომებია დაჭერა... ასეა ეს!... – ჩაიხითხითა კვირკველიამ. - მაპატიეთ, თქვენ გყვარებიათ ოდესმე? - იკითხა ნოდარმა და თან იმას ცდილობდა, მდგომარეობიდან არ გამოსულიყო. - ვინ, გენარცვალე? - როგორ თუ ვინ?... ვინმე!... გყვარებიათ ოდესმე გოგონა?... ან ქალი?... - ჩემი ცოლი? - ოი, ღმერთო ჩემო! ეს სად მოვხვდი?! – ნოდარმა აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა,- ჰო, ჰო, ან ცოლი... ან საყვარელი... ან... ან ვინმე! - კი მყვარებია, მაგრამ ის არ გაქცეულა არსად! - გავგიჟდები! – იყვირა ნოდარმა. - რატომ? – გაუკვირდა კვირკველიას. - თქვენ ნორმალური ხართ? - იკითხა უცებ ნოდარმა. - მე კი არა, თქვენ ხართ არანორმალური! – ახლა კვირკველიამ იყვირა, - ქალი გაგექცა და იმის ნაცვლად, რომ ქალს გამოჰკიდებოდი, ჩემთან გამოიქეცი? შენ ხარ, აბა, ნორმალური? სასტაული ქო გოკონო? 56 წანერი კოჩი ვორექ დო თეცალი მუთუნი ვაგამგებუ!* რამდენიც შენ და შენნაირებს ქალი გაგექცევათ, იმდენი თუ ყველას მე ვსდიე, მირბენია, აბა, მთელი სიცოცხლე და ეს არის!... - მე არ მითქვამს თქვენთვის, ქალს გამოეკიდეთ-მეთქი, მე გთხოვთ, რომ დამაპატიმროთ... – ხმას დაუწია ნოდარმა. - რატომ, იმასქენი, თუ? – ყვირილიდან უცებ ჩურჩულზე გადავიდა კვირკველია. - ჰო, ძალა ვიხმარე... - და მაინც გამოიქცა? – მართლა გაუკვირდა კვირკველიას. - ჰო... მერე გამოიქცა!... - დიდი ხანია? - ორ თვეზე მეტია...…- ნოდარს სული კბილით ეჭირა. - რას ამბობ, ბიჭო, შენ! – ისევ იყვირა კვირკველიამ, - გესმის, რას მეუბნები?... ქალი ორი თვეა გამოგექცა, ის ქალი თავად არ გიჩივის და შენ უჩივი შენს თავს?!... ახლა ხარ შენ ნორმალური?... რამდენიც ვინმე ქალს იმასიზამს, იმდენი რომ ჩვენ ის ხალხი ვაპატიმროთ, თან, როცა ქალი არ ჩივის, სად წავიყვანოთ ჩვენ, აბა, ქურდები და მამაძაღლები?! სახლში?... წადი, ბიძიკო და ჭკუით იყავი!... ყველა კი არ გაგიშვებს?! ზოგი მართლა დაგაპატიმრებს... უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ნოდარმა აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. პაუზა ისევ კვირკველიამ დაარღვია.
- მოიცა, შენ რამე სხვა გაჭირება ხომ არ გაქვს? - რა "გაჭირება" ? – გაუკვირდა ნოდარს. - რა ვიცი... იქნებ მოკალი ვინმე?... და ახლა გინდა, სხვა დანაშაული აიკიდო!... ჰა?... თქვენი საბუთები, მოქალაქევ! - თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? რა "დანაშაული", რისი "მკვლელობა"? - ლაპარაკი!... საბუთები-მეთქი! - პასპორტი თან არ მაქვს და პირადობის მოწმობა დაგაკმაყოფილებთ? - პირადობის მოწმობა იყოს...
ნოდარმა ჯიბიდან ამოიღო პირადობის მოწმობა და კვირკველიას გაუწოდა. - ქირურგი ხარ, ბიჭო, შენ? ასე ახალგაზრდა რომ ხარ? - აბა, აუცილებლად, პენსიაზე გასვლამდე 5 წელი უნდა ვიმუშაო ქირურგად? - რამდენი წლის ხარ? - ოცდარვის... - მერე? ასე ტყვილა რატომ იღუპავდი თავს ოცდარვა წლის ქირურგი? - კვირკველიამ პირადობის მოწმობა ნოდარს დაუბრუნა, - წადი სახლში!... ისე, ახლა მე შენ აქ რომ მაგარ-მაგარი გითხარი, ხომ შეიძლება, ოდესმე შენს ხელში მოვხვდე?! ხოდა, მაინცა და მაინც დიდი მაკრატელს ნუ ჩამიტოვებ მუცელში... პატარა ტამპონი კიდევ შეიძლება... – გულიანად გაეცინა კვირკველიას. - ჩვენ მასე არ ვტოვებთ მუცლებში მაკრატლებს.… - რატო, თითოს მეტი არ გაქვთ, თუ? - ნეტავი თქვენ, რომ ხუმრობის ხასიათზე ხართ... - მე კი არა, შენ უნდა იყო ახლა ხუმრობისა და სიცილის ხასიათზე! ქალი იმასქენი და არ გიჩივლა! "დამაპატიმრეო", მეხვეწები და – სახლში გიშვებ მაინც!.. მეტი რა გინდა, ბიძია?! - იცოდეთ, მე იმ ქალს მაინც მოვიტაცებ!... - შენ, რა, გიჟი ხარ? - ისევ ჩურჩულზე გადავიდა კვირკველია, - გიჟი ქირურგი ნამეტანი საშიშია, ხომ იცი შენ?! - არა, მიყვარს!... და თუ გინდათ, რომ ხელმეორედ არ ჩავიდინო ასეთი რამ... - წადი, დააწერინე იმ ქალს საჩივარი და მერე, ჯანდაბას შენი თავი, მოგინახავ სადმე ერთ ადგილს რომელიმე საკანში... მხოლოდ, ის განცხადება თვითონ იმ ქალმა უნდა დაწეროს და მოიტანოს ჩვენთან... - თვითონ თუ არ მოვიდა? - მაშინ დაჯექი სახლში და ფეხი არ მიადგა მილიციის არცერთ განყოფილებაში! გაიგე შენ? - გაბრაზდა კვირკველია, - ან არა და, კიდევ ერთი რჩევა შემიძლია მოგცე: ქალი გაწყდა ქვეყანაზე? წადი და ისეთი ქალი შეიყვარე, რომელიც კი არ გაგექცევა, ძალით გამოგეკიდება! ასეთი ქალი შენი ერთგული იქნება ყოველთვის,… გამქცევი ქალი კი... ნოდარმა თავი ჩაღუნა და კარებისკენ წავიდა. - ოცდარვა წლის ქირურგო, ცოლის დისშვილი მყავს გასათხოვარი, 26 წლის არის და ხომ არ გინდა, გაგაცნო? გპირდები, შენისთანა კაი ბიჭისგან ის არ გაიქცევა არსად...
ნოდარმა მოხედა, უხმოდ გაიქნია თავი და ოთახიდან გამოვიდა. - თქვენ, რა, დაბრმავდით? - მოესმა ვიღაცის ხმა. - ბოდიში... - ჩუმად ჩაიბურტყუნა ნოდარმა, შენობიდან გავიდა, საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
დიდხან დადიოდა თბილისის ქუჩებში. უცებ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და მანქანა მთელი სისწრაფით გააქანა.
…
* მეგრ.: სასწაული თუ გინდა? 56 წლის კაცი ვარ და ამის მსგავსი არაფერი გამიგონია.
თავი 17. ნინო და ნოდარი
ნოდარმა უკვე კარგად ნაცნობი სახლის წინ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ფანჯრებს ახედა. ორ-სამ წუთს იდგა ასე, თითქოს ვერ გადაეწყვიტა რაღაც... მერე ხელი ჩაიქნია, თითქოს თქვა, "რაც იქნება - იქნებაო" და მანქანის კარი დაკეტა. დინჯად გაემართა სადარბაზოსკენ, ნელა ავიდა კიბეზეც, თითქოს ვიღაც უკან ექაჩებაო... ორი-სამი საათი რომ ერბინა შეუსვენებლად, ალბათ მაშინ არ დაიღლებოდა ასე: გული ამოვარდნაზე ჰქონდა...
მეოთხე სართულზე 2 მოსახლე ცხოვრობდა. "მ. გ. გელოვანი" - წაიკითხა ერთ-ერთ ფირნიშზე და კარის წინ შეჩერდა. რამდენჯერმე წაიღო ხელი ზარის ღილაკისკენ, მაგრამ დარეკვა ვერ გაბედა. მობრუნდა, ხუთიოდე კიბე ჩაიარა და ისევ შეჩერდა.…კიბეზე ვიღაცის ფეხის ხმა გაიგო. სწრაფად აბრუნდა ზევით და ზარი დარეკა...
"მაგდამ რომ გამიღოს კარი, ნეტა რას იზამს? შემიშვებს თუ არა სახლში?... კარი რომ მომიხუროს, მერე?... მერე რას აპირებ, ნოდარ ერისთავო?!... რამ მომიყვანა აქ?!.. ოჰ, მაგდა, მაგდა! სულ დამაკარგინე თავმოყვარეობა!... ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, "გოგოს დაუწყებ დევნასო", ალბათ ცემით ჩამოვუღებდი ყბებს. მე კი... ეს რა ჯადო გამიკეთე, მაგდა, ასეთი, რომ შენს მეტი აღარავინ არსებობს ჩემთვის?!..."
კარი გაიღო. კარებში ახალგაზრდა, სიმპატიური ქალი იდგა. - თქვენ ქალბატონი ნინო ბრძანდებით? - დიახ... - მაპატიეთ, მაგდა სახლშია? - არა, არ არის სახლში... მოხდა რამე?... ან თქვენ ვინ ბრძანდებით? მაპატიეთ, მე არ გიცნობთ... - მე ნოდარი ვარ... შეიძლება შემოვიდე?
"ნ ო დ ა რ ი ! რა ვქნა? შემოვუშვა სახლში? რას მეტყვის მალხაზი?! ან მაგდა?! არ შემოვუშვა და... ბიჭი თავისი ფეხით არის მოსული. არ გავიგო მაინც, რატომ მოგვექცა ასე? მაგდა ხომ ხმას არ იღებს მის შესახებ?!"
ნინომ ოდნავ უკან დაიხია და ნოდარს ოთახისკენ გაუძღვა. შემდეგ უხმოდ მიუთითა სავარძელზე და თვითონაც ჩამოჯდა. - მე გისმენთ... - ისეთი ნაღველნარევი ხმით თქვა ნინომ, რომ ნოდარს გული შეეკუმშა. - ქალბატონო ნინო, მე არ მინდა, რომ თქვენ ჩემზე ცუდი წარმოდგენის იყოთ... მე მიყვარს მაგდა! მიყვარს იმდენად, რომ მზად ვარ, ამ სიყვარულს შევეწირო... მაგდა ჩემი ცოლია... მაგრამ... მაგრამ ჩვენ ცალ-ცალკე ვართ. მაგდას მე არ ვუყვარვარ... არადა, მე არ შემიძლია მის გარეშე სიცოცხლე! მე მის თავს ვერავის დავუთმობ! ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგოთ. ამას მაგდასადმი უსაზღვრო სიყვარული მალაპარაკებს. - ნოდარ, თქვენ თუ იცოდით, რომ მაგდას სხვა უყვარდა? - დიახ, ვიცოდი... - და ის თუ იცით, მაგდა რომ ბავშვს ელოდება? - ბავშვს? - თვალები გაუბრწყინდა ნოდარს, მაგრამ მყისვე ჩაქრა მის თვალში ანთებული ნაპერწკალი: მაგდამ ხომ მას არც კი უთხრა ამის შესახებ?! მაგდამ არ სცნო ნოდარი ბავშვის ღირსად, არ უნდა, რომ ნოდარი იყოს ბავშვის მამა...
ნოდარმა თავი ჩაღუნა და "არაო" ჩუმად ამოიოხრა. კარგა ხანს ისხდნენ ასე, ჩუმად, უხმოდ, უთქმელად...
ნოდარს თვალი ვერ გაესწორებინა ნინოსთვის, გრძნობდა, თუ რამხელა…ტკივილს აყენებდა ამ ქალს მისი აქ ყოფნა და რა დიდი ბუნებისა იყო მისი სათაყვანებელი ქალის დედა, რომელიც არაფრით ამჟღავნებდა ამ უსაზღვრო ტკივილს.
ნინო სავარძელში ღრმად ჩამჯდარიყო და ჩუმად აკვირდებოდა ნოდარს. წეღან, კარი რომ გააღო, გუმანით მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდა, სიმპატიური ვაჟი უნდა ყოფილიყო "ის", მაგდას გამაუბედურებელი... მაგრამ ნინო თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ არ განეწყო მტრულად მის მიმართ. ის კი არა და, გარკვეული სიმპატიითაც კი განიმსჭვალა.
"მე ნოდარი ვარ"... ამ სიტყვებს არაფერი უთქვამს ნინოსთვის, - არ იცოდა მაგდას გამტაცებლის სახელი. ვერც მაგდას ათქმევინა ვერაფერი და ვერც ნათიას. მაგდას სახლში არყოფნის დროს, ამ ორიოდე დღის წინ, პირველად 20 წლის განმავლობაში, მალხაზსა და ნინოს შეკამათება მოუხდათ. მალხაზი მოითხოვდა, რომ ნინოს გაეგო "მისი" სახელი და გვარი, დაედგინა მისი ვინაობა... ნინო კი მაგდას ხელახალ გაღიზიანებას ერიდებოდა, და თანაც, დარწმუნებული იყო, რომ თუ თავად მაგდა არ ისურვებდა "მისი" ვინაობის გამხელას, ძალით მას ვერაფერს ათქმევინებდი. აი, ასე, ორ ცეცხლს შორის იყო ნინო.
და აი, ახლა მის წინაშე ზის ის, ვისი ვინაობის დადგენაც ასე უნდოდა მალხაზს. სიჩუმე თანდათან აუტანელი ხდებოდა.
- ქალბატონო ნინო, თქვენ ხომ დედა ხართ?! გთხოვთ, დამეხმარეთ! - დაარღვია სიჩუმე ნოდარმა და ნინოს თვალი გაუსწორა, - მე ვიცი, შეიძლება გეჯავრებით კიდეც, მაგრამ ვბედავ და თხოვნით მოგმართავთ: დაარწმუნეთ მაგდა, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ ხელს მოვაწერთ... ბავშვს მამა სჭირდება... - არა, ნოდარ, მე ამას ვერ ვეტყვი მაგდას... ეს, იქნებ, თქვენ თავად უთხრათ?! - მეე? კი, მაგრამ, მე ხომ სალაპარაკოდ ახლოსაც არ მიკარებს! მას არც ბავშვის შესახებ უთქვამს რამე... მე მაგდა მადანაშაულებს, ალბათ იცით, რაშიც?! - ნოდარს ხმა გაებზარა.
ნინო კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა ნოდარს და უხმოდ გაუქნია თავი, "არაო".... - მაგდა მე მადანაშაულებს, - თითქმის ჩურჩულით განაგრძო ნოდარმა, - თითქოს მე მაგდაზე... გულწასულზე... ძალა ვიხმარე! სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა: მე ნამდვილად ძალით წავიყვანე მაგდა. მანქანაში – გული წაუვიდა. მე თავად ექიმი ვარ, ქალბატონო ნინო, და ამიტომ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. მაგრამ მაგდა გონს მხოლოდ სახლში მოვიდა, როცა იგი დივანზე დავაწვინე. მერე, დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მაგდამ კვლავ გონი დაკარგა, რომელიც შემდეგ შოკში გადაიზარდა. თქვენ როგორ გგონიათ, ამ მდგომარეობაში, მხეცის გარდა, ვინმე იხმარდა ძალას ქალზე?... და ისიც – საყვარელ ქალზე!... მე ვფიქრობ, რომ – არა!.. მე ყველა ღონე ვიხმარე, რომ მაგდა შოკიდან გამომეყვანა. მაგდამ თვალი გაახილა და გამიღიმა. მერე "მოდიო", მანიშნა. ის დივანზე იწვა, მე კი მის წინ სავარძელში ვიჯექი. დივანს რომ მივუახლოვდი, წამოჯდა, ხელი მომკიდა და თავის გვერდით დამსვა. შემდეგ საძინებელში გადავედით... შემდეგ... ნოდარი შეჩერდა. პირი გაუშრა. სიტყვა ვეღარ თქვა. ნინო წამოდგა და წყალი გამოუტანა. ნოდარმა წყალი მოსვა, მადლიერი თვალებით შეხედა ნინოს და განაგრძო:
- მე არ შემიძლია, დეტალურად მოვყვე ყოველივე ის, რაც შემდეგ მოხდა... მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მაგდას ჩემთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია... პირიქით! და მხოლოდ ბოლოს მივხვდი, რომ ის მაშინ კვლავ შოკში იყო... მხოლოდ ბოლოს, როცა მან "გიაო", დამიძახა, მივხვდი, რამხელა შეცდომა დავუშვი! გველნაკბენივით წამოვხტი და ოთახიდან გავედი... თქვენ გგონიათ, ჩემთვის ადვილი იყო იმის შეგნება, რომ როდესაც მაგდა მე მეხვეოდა, მისი გონება ამ დროს გიას ეალერსებოდა?... ცოტა ხნის შემდეგ საძინებელში დავბრუნდი. მაგდას მშვიდი და უშფოთველი ძილით ეძინა. მე კვლავ გამოვედი ოთახიდან, არ ვიცოდი, რა მეღონა! მე მიყვარს მაგდა! მაგდა ჩემი ცოლი იყო, მხოლოდ ჩემი... თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი იმ წამიერი ეჭვიანობისტვის, როდესაც ჩემი მისამართით წარმოთქმული "გია" გავიგე!... მე ხომ ვიცოდი იმ გიას არსებობა?!
ნოდარმა ისევ მოსვა წყალი და ნინოს თვალებში შეხედა. ცრემლები უბრწყინავდა ნინოს ლამაზ მომწვანო ფერის თვალებში. ნოდარმა თავი დაღუნა და გაჩუმდა.
- შემდეგ? - ჩუმად თქვა ნინომ, რადგან მიხვდა, რომ ნოდარს კიდევ დარჩა რაღაც სათქმელი. - ყველაზე მტკივნეული შემდეგ დაიწყო: მაგდას აღარაფერი არ ახსოვდა გამოღვიძების შემდეგ... არაფერი... არც ის, რომ რომ მელაპარაკებოდა... არც ის, რომ თავად დამიწყო კოცნა და... საერთოდ არ ახსოვდა არაფერი გულის წასვლის შემდეგ. მე კი მეგონა, ჩემსკენ გული მოუბრუნდა-მეთქი... ახლა თქვენ ყველაფერი იცით. - კი, მაგრამ, ყოველივე ამას რატომ არ ეტყვით თავად მაგდას? იქნებ მან გაპატიოთ კიდეც?...- ცრემლები თავისთავად წამოუვიდა ნინოს. - არა, სამწუხაროდ მაგდა ამას ვერ დაიჯერებს... და მე მადლობელი ვიქნები, თქვენ მაინც თუ დამიჯერებთ ამ, თითქოს და დაუჯერებელ სიმართლეს. მე მიყვარს მაგდა! მის მეტი არავინ მინდა! მალე 29 წლის გავხდები და ჯერ არავინ მყვარებია მაგდას მეტი...
ნოდარი წამოდგა. ნინოც წამოდგა და ნოდარს მიაჩერდა. - ნახვამდის, ქალბატონო ნინო, მჯერა, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს... და ალბათ, უკეთეს სიტუაციაში, როცა ერთმანეთის ნახვა კი არ შეგვაცბუნებს, არამედ გაგვიხარდება.
ნოდარმა მაგიდაზე რაღაც რვეული დაინახა, გადმოაბრუნა, ზედ თავისი მისამართი და ტელეფონის ნომრები მიაწერა და ნინოს მიაწოდა. - აქ ჩემი კოორდინატები დავტოვე, სახლის და სამსახურის ტელეფონის ნომრები. შეიძლება რამეში დაგჭირდეთ... დღე-ღამის ნებისმიერ დროს დარეკეთ. ამ სიტყვებით ნოდარმა ნინოს თავი დაუკრა, შემდეგ დიდი მოკრძალებით ემთხვია ხელზე და გასასვლელისკენ გაემართა.
კარი რომ მიხურა, ნინო დიდხანს იდგა დერეფანში, მერე ერთი ღრმად ამოიკვნესა და ოთახში შებრუნდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. "გაცვლის" შემდეგი თავის მოლოდინში "მაგდას" კითხვა დავიწყე, ქალბატონო თამარ. მომწონს თქვენი წერის სტილი. თანამედროვე და ლაკონიურია. ერთ დღეში 17 თავი ჩავიკითხე. ეს ბოლო განსაკუთრებულად მომეწონა. მეგრელი მილიციელი კარგად გამოგივიდათ. პირდაპირ საკინოსცენაროა. :) "გაცვლის" შემდეგი თავის მოლოდინში "მაგდას" კითხვა დავიწყე, ქალბატონო თამარ. მომწონს თქვენი წერის სტილი. თანამედროვე და ლაკონიურია. ერთ დღეში 17 თავი ჩავიკითხე. ეს ბოლო განსაკუთრებულად მომეწონა. მეგრელი მილიციელი კარგად გამოგივიდათ. პირდაპირ საკინოსცენაროა. :)
25. კარი რომ მიხურა, ნინო დიდხანს იდგა დერეფანში, მერე ერთი ღრმად ამოიკვნესა და ოთახში შებრუნდა. .................................................. კარი რომ მიხურა, ნინო დიდხანს იდგა დერეფანში, მერე ერთი ღრმად ამოიკვნესა და ოთახში შებრუნდა. ..................................................
24. და მაინც...ეს ულვაში აფუჭებს ყველაფერს :შუტკა:
კარგი თავი იყო... მაგრამ ისევ და ისევ....ყველა ყველაფერს წყვეტს მაგდას გარდა...8-| არ უნდა გოგოს და შენთვის ჯობია და უკეთესია...რა ლაპარაკია?! და მაინც...ეს ულვაში აფუჭებს ყველაფერს :შუტკა:
კარგი თავი იყო... მაგრამ ისევ და ისევ....ყველა ყველაფერს წყვეტს მაგდას გარდა...8-| არ უნდა გოგოს და შენთვის ჯობია და უკეთესია...რა ლაპარაკია?!
23. მილიციის სცენა ძალიან, ძალიან კარგი იყო... :D მილიციის სცენა ძალიან, ძალიან კარგი იყო... :D
22. ნოდარი მიყვარს, 10 ქულა, თითო თავში 5 ნოდარი მიყვარს, 10 ქულა, თითო თავში 5
21. ნოდარი მიყვარს, 10 ქულა, თითო თავში 5 ნოდარი მიყვარს, 10 ქულა, თითო თავში 5
18. ოკ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები ოკ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები
17. კი, სიამოვნებით წამოვალ, თამარ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელმა გარემოებამ არ შემიშალა ხელი... :) კი, სიამოვნებით წამოვალ, თამარ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელმა გარემოებამ არ შემიშალა ხელი... :)
16. რა ვქნა? ერთი თავის მაგივრად 2-2-ს ვდებ... ახლა კიდევ დავდებ (ხვალ!) ერთს და... მერე ორშაბათამდე არ ვიქნები თბილისში. იმედია მაპატიებთ... შაბათ-კვირას სერიალებიც ხომ წყდება-ხოლმე? :)) :-* :-* :-* რა ვქნა? ერთი თავის მაგივრად 2-2-ს ვდებ... ახლა კიდევ დავდებ (ხვალ!) ერთს და... მერე ორშაბათამდე არ ვიქნები თბილისში. იმედია მაპატიებთ... შაბათ-კვირას სერიალებიც ხომ წყდება-ხოლმე? :)) :-* :-* :-*
15. ვეთანხმები მანანა კაკაჩია-ს ... ნოდარ კარგი კანდიდატურაა და გავიხარებდი კიდეც მაგდა ასეთ ბიჭს რომ შეუყვარდა,მაგრამ არსებობს გია და ეგაა რომ მაგდას გამო ვნერვიულობ... ისე,როგორ ახერხებ ასეთ დამთხვევებს ხასიათში თამარ? :) ძალიან მგავს... უზომოდ... 5 ვეთანხმები მანანა კაკაჩია-ს ... ნოდარ კარგი კანდიდატურაა და გავიხარებდი კიდეც მაგდა ასეთ ბიჭს რომ შეუყვარდა,მაგრამ არსებობს გია და ეგაა რომ მაგდას გამო ვნერვიულობ... ისე,როგორ ახერხებ ასეთ დამთხვევებს ხასიათში თამარ? :) ძალიან მგავს... უზომოდ... 5
14. წავიკითხე დილით, 5 და მალე ქენი დავიტანჯეთ ხალხი, დაანებე კაცო სამსახურს თავი მე რომ არ გითხრა ვერ უნდა მიხვდე?:) შემოგევლეეე წავიკითხე დილით, 5 და მალე ქენი დავიტანჯეთ ხალხი, დაანებე კაცო სამსახურს თავი მე რომ არ გითხრა ვერ უნდა მიხვდე?:) შემოგევლეეე
13. თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და... თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და...
12. თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და... თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და...
11. თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და... თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და...
10. თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და... თამარ,გაორება დამეწყო....გიას გულშემატკივარი ვიყავი და ახლა ნოდარიც ძალიან მომწონს..აუჰ,რა მოხდება შემდეგში?! ისე,მეგრელები მაგრა დახატე:))5 მეტი არ შემიძლია და...
9. მილიციის სცენა კარგი იყო, ვიხალისე
და შემდგომი მოვლენების განვითარებაც საინტერესოა ველოდები გაგრძელებას :)
10 ქულა
მილიციის სცენა კარგი იყო, ვიხალისე
და შემდგომი მოვლენების განვითარებაც საინტერესოა ველოდები გაგრძელებას :)
10 ქულა
8. ნაინა, მე მეგრული სულ არ ვიცი და ჩემი მეგობარი დამეხმარა თარგმნაში. ასე რომ... დამიწერე, როგორ უნდა იყოს სინამდვილეში და გადავაკეთებ, პრობლემა არ არის!
ნაინა, მე მეგრული სულ არ ვიცი და ჩემი მეგობარი დამეხმარა თარგმნაში. ასე რომ... დამიწერე, როგორ უნდა იყოს სინამდვილეში და გადავაკეთებ, პრობლემა არ არის!
7. თქვენი ნებართვით თავს დიდი ხანია უფლება მივეცი თქვენს ერთგულ მკითხველად და მეგობრად ჩავთვალო. ტყუპისცალებს თუ დიდი სულიერი სითბო და პატივისცემა აკავშირებთ მეორე ნახევართან,მე ეს თქვენთან დიდი ხანია მაკავშირებს.ისე თქვენც ერთიგინალი ყოფილხართ,ვინ იცის? თქვენი ნებართვით თავს დიდი ხანია უფლება მივეცი თქვენს ერთგულ მკითხველად და მეგობრად ჩავთვალო. ტყუპისცალებს თუ დიდი სულიერი სითბო და პატივისცემა აკავშირებთ მეორე ნახევართან,მე ეს თქვენთან დიდი ხანია მაკავშირებს.ისე თქვენც ერთიგინალი ყოფილხართ,ვინ იცის?
6. ლელა, მაშინ მე დავწერ ხუთ წუთში და შენ იკითხე მთელი დღე. გაწყობს ასე? ;) რა ვიცი, მილიონჯერ ვთქვი, რომანი მაქვს დაწერილი-თქვა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მარა არაკაცმა არ მომაქცია ყურადღება! გეთქვათ და წაგაკითხებდით ხელნაწერში. დაგიშალათ ვინმემ? :)) :-* და ეს რომანი რომ აქ იდება, ნიკის დამსახურებაა, იმან მითხრა, ნელ-ნელა დადეო... :) სულ ვამბობ: დაუჯერეთ ადმინს! :) ლელა, მაშინ მე დავწერ ხუთ წუთში და შენ იკითხე მთელი დღე. გაწყობს ასე? ;) რა ვიცი, მილიონჯერ ვთქვი, რომანი მაქვს დაწერილი-თქვა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მარა არაკაცმა არ მომაქცია ყურადღება! გეთქვათ და წაგაკითხებდით ხელნაწერში. დაგიშალათ ვინმემ? :)) :-* და ეს რომანი რომ აქ იდება, ნიკის დამსახურებაა, იმან მითხრა, ნელ-ნელა დადეო... :) სულ ვამბობ: დაუჯერეთ ადმინს! :)
5. 5 და არ მყოფნის ცოტაა და რა ვქნა? 5 და არ მყოფნის ცოტაა და რა ვქნა?
4. 5 :) ვეთანხმები მესამე გამომსვლელს :) 5 :) ვეთანხმები მესამე გამომსვლელს :)
3. მოკლედ ან შენ მაძლევ წიგნს და მე ვკითხულობ სულ მთელს, ან აღარ ვიცი რა გავაკეთო. მთელი დღე წერ, მე მოვდივარ და 5 წუთში ვკითხულობ. სადაა სამართალი?:):-* მოკლედ ან შენ მაძლევ წიგნს და მე ვკითხულობ სულ მთელს, ან აღარ ვიცი რა გავაკეთო. მთელი დღე წერ, მე მოვდივარ და 5 წუთში ვკითხულობ. სადაა სამართალი?:):-*
1. თუ სუფთა მეგრული გინდოდათ იქნებ მსგავსის ნაცვლად მუთუნი დაგეწერათ?:) ეს ჩემი აზრია,იქნებ ვცდები..:) უკაცრავად.. 5....... თუ სუფთა მეგრული გინდოდათ იქნებ მსგავსის ნაცვლად მუთუნი დაგეწერათ?:) ეს ჩემი აზრია,იქნებ ვცდები..:) უკაცრავად.. 5.......
|
|
მონაცემები არ არის |
|
|