ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


ეპიდემია

სიყვარულს დაბადება სცოდნია...
სიყვარულს გაზრდა სცოდნია...
ცეცხლად ანთება სცოდნია...
ფერფლად გადაქცევა ნდომია!
ქვეყნად მოდებულა ფერფლი და
მიწაზე იებად მოსულა...
გაზაფხული მოსულა!..
იებად  ანთებულა...
იები დაუკრეფიათ...
ხელიდან ხელში გადასულა...
გულიდან გულში გადასულა...
სიყვარულს გადადება სცოდნია..
ცოდვილ პლანეტას მოსდებია...
დაუბზრიალებია... დაუტრიალებია..
სიყვარულის ეპიდემიაა!!!!!..
სენი შემყრია და ვერ გამიგია...
ოცნებას ავყოლივარ... თავი წამიგია...
შენ დაგდევნებივარ... კოშკი ამიგია...
ეხლა მუხლმოყრილი…ვდგავარ შენს კარებთან,
სიცხით გათანგული შველას გევედრები!...
სიყვარულის სენიაააააააა!!!!!!!!!!!!!!!!
ღირს კი გადარჩენა?.......

ღირს!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები