ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2008


ავდარი გულში

წვიმა ქარისგან ჩამოცვენილ ფოთლებს ასველებს
და მალე იგი სპეტაკ თოვლად გადაიქცევა.
ჩემს გულს კი უკვე შენზე დარდი აღარ ასვენებს,
მას არ სურს შენი სამუდამო გადავიწყება.

მოიქუფრება გული, თითქოს ზეცასთან ერთად,
და წვიმის ნაცვლად თეთრ ფურცელზე იღვრება ლექსად.
დიდი ხანია რომ დავდივარ უშენოდ, კენტად
და ვით პატიმარს ხელბორკილი, დამყვება სევდა.

შენ მუდამ ცისფერ ოცნებათა სხივებს დასდევდი,
მე მხოლოდ შენგან დანატოვი სევდა დამათოვს.
წახვედი უხმოდ, გაიხურე რკინის კარები,
მაგრამ, რას ვიზავ? სადაც მიხვალ, იქ გაგიმარჯოს!

14.03.2000

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები