ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


სულით მოყვასთათვის

ორკეცი  სონეტი


-  არა  ლუკმაპურის  გამო
დღეს  ვაღამებთ  ღვრაში  ოფლის...
არც  საჭურჭლეთ  ხვეჭას  ვლამობთ  -
ჩვენად  -  წვეთიც  ზღვაში  გვყოფნის...

არც  ვინმესთან  ჯიბრის  გამო  -
ვინ  დალია  მჯობნი  მჯობნის?!.
-  არ  გვასვენებს  მწარე  გემო
გაჩენიდან  ვალში  ყოფნის!..

თან  რა  ვალში,  ძმანო  ჩემნო !..
-  ვალში  ღვთის  და  ვალში  სოფლის...

და  თუმც  გაცვდა  გული  ცემით,
არც  ქარს  უჩანს  ბოლო  -  ორპირს...
ჩვენი  ჯერ  არც  ღვივის  ცომი  -
ვით  გამოცხვეს  კვერი  ობლის?!.

აწ  ხომ  ვერცრა  წაშლის  იმ  დაღს,
გულს  რომ  დაჰკრა  ჟამმან  ჭკნობის,
მაინც  რწმენით  ავცქერ  ცის  თაღს -
ვიქშევ  შიშს  ცის  ჩამომხობის...

ეშმას  მზერას  ვიქშევ  მქირდავს
-  ჯვარს  ვაგებებ  ზეაპყრობილს,
მიცავს  იგი  ვიდრემდი  და
ნიჭიც  შემრჩა  ცოდვილს  ცნობის...

სისხლიც  ძარღვში  ვიდრე  დის  და
არ  გამხდარა  სარჩოდ  ობის,
ის  იმედი  იმედის  და
რწმენა  ცათა  შინა  მყოფის
ვიხსნათ  უნდა!..  -
    ცით
          ღვთის  ძის  და
                თვალნი
                      დაგვცქერს
                            მისი  მშობლის!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები