ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2009


ქალი არა ვარ, ალი ვარ

მე არც გალიის ჩიტი ვარ,
არც ატმისფურცლა ქალი...
შენს შესაშლელად მოვსულვარ
ტყიდან მაცდური ალი...
ჭიაკოკონად დაგანთე_
ვაი, მთის კაცის ბრალი...
მოგნუსხე, დაგაკოცნინე
ეშმას ნიშანი _ ხალი...
გადაგიარე გულზე და...
ნამწვის დავტოვე კვალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები