ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2009


ერო ჩემო...

            - შენს  ბედს  ნათლის  შუქი  მოსავს...



როცა  ჯავრით  გულს  ამოცრავს
სატკივარი  გაუძლისი,
-  ცით  ხმა  უხილავის  გმოღვრავს,
ახლობელის,  მისხის  მისხით :           

-  გაჩნდი  რაინდად  და  მგოსნად,
ვეფხთან  მორკინალთა  სსისხლის!..
-  შენს  მტერს  შენი  შურიც  მოსრავს,
შენ  ხელს  სისხლში  ნუ  გაისვრი!..

რაც  ეშმამ  და  ტარტაროზმა
გწამლა  სიცრუით  და  ლიზღით, 
-  ვერც  საწყაო  რამ  ამოწყავს.
ვერც  მურდალთა  სისხლით  იზღვის!..

შხამი  ვერ  იქმს  სულის  მოწყვლას  -
მომწამლავი  ხორცის,  სისხლის...
-  მგესლავს  თვისი  გესლიც  მოსრავს,
შენ  სიწმინდე  შენი  გიხსნის!..

კვალს  გულიდან  ვინ  ამოწვავს
სისხლისმსმელთა  ხროვის  ზიზღის...
-  მაინც:  ღვთისშვილს  კვ;ლავაც  ლოცვა
გმართებს  დაოკებად  რისხვის!..

გმართებს  დათმენა  და  მოცდა 
და  მოქცევა  სმენად  ღვთის  ხმის...
-  ნუ  აჰყვები  ქარაოცთა,
გულს  ვიეთთან  ნუ  გაიხსნი...

წარწყმედილთა  და  ავხორცთა
ირგვლივ  კვლავ  ფუთფუთი  ისმის...
-  გესმის?..  -  ეშმა  ახორხოცდა!..
უსმენ?!.  -  უხსენებლის  სისინს...

მზაკვრული  აქვს  წყეულს  ყნოსვა,
სუნთქვა  -  შხამიანი  ნისლის
-  თბილი  სისხლის  რომ  სურს  მოსმა,
ღრჯოლით  სახსრებს  გადაგიხსნის...

შენ  არ  აჰყვე  ყოვლად  მომსპარს,
შენ  არ  გაჰყვე  კვალს  უღირსის
-  ახლოს  არის  გარდამოხსნა,
წინ  გზა  -  უნათლესთან  მისვლის!..

კვლავ  ცად  აღავლინე  ლოცვად
ხმა  უფალთან  ღაღადისის
-  კვლავ  უმღერე  მზის  ამოსვლას
ლილე  -  ჰიმნი  მარადისი!..

კვლავ  განგებას  ენდე  -  მომსრავს
ღმერთგამწყრალთა  გასაგისის
-  შენს  ბედს  ნათლის  შუქი  მოსავს :
ცით  ვინც  გადმოგვცქერის  -  მისი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები