ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2009


უღლა ხარების არდავიწყებისა

          ,  ... ჩემი  სამშობლო  ქვეყნისთვის
          მეც  შევძლო  ხარისოდენი...''

                    შოთა  ნიშნიანიძე  -  ,, ხარი ''

                შოთა  და  გიორგი  ნიშნიანიძეს


-  ვამაყობ  -    გულიმც  იხარებს!..  -
ხსოვნის  კადრებს  რომ  შევყურებ!..
-  ორ  დიდ  ძმას  ვხედავ,  ვით  ხარებს  -
ქვეყნის  უღელში  შებმულებს...

რამდენი  მახსოვს  სიკეთე
და  გამხნევება  კაცური,
იმ  იჭვნეული  სიყრმიდან
მხცეში  რომ  შემომაცურა!..

თუ  არ  თეთრდების  ყორანი,
სიკვდილი  ვინ  თქვას  ლომების?!.
ზორბანი,  ძმანი  ორანი -
ცით  კვლავ  თავს  მადგას  მამობრივ!...

წუხილსაც  ვამჩნევ  მზერაში  -
სინანულს  ქვეყნის  წახდენის...
ღრუბლის  კვალს  ქარი  ვერა  შლის,
ვერ  შველის  სულს  -  ცრემლდადენილს...

ღმერთი  -  ვინც  ნირს  არ  შეგვიცვლის
და  ძალს  გვიკურთხებს  მოთმენის
-  ყველას  აცხონებს, 
ქვეყნისთვის
ვინც  შეძლო  ხარისოდენი!..




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები