ნატვრის ხეს ეკიდა ორი ზანზალაკი, სევდა - გვირილების გვირგვინს. გამოჩნდა პოეტი, შეწყდა ლაპარაკი, ლექსი დაიღვარა ირგვლივ... წყაროდ დაიღვარა, ღვინოდ დაიღვარა, მისწვდა გულსა და გუმანს, - და ქართულ მიწაში რომ იდო ის ლექსი სახლში წამოვიღე ჩუმად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|