ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2009


შეჭირვებული გულებისა


მესმის  ყაყანი  ნაბაზრალ  ქუჩის  -
ჰგვის  მეეზოვე  ქუჩას  და  დაისს...
ადამის  მოდგმას  თუმც  ბევრი  უჭირს,
ხომ  უხარია  ცოტა  რამ  მაინც?!.

ქვეყნად  ხომ  ბევრი  რამ  არის  ფუჭი,
ოდითგან  დღემდის  სულს  გვიმღვრევს  რაიც...
თუმც  ბევრი  ყალბი  დაინგრა  ბურჯი,
ყველა  ნაღდი  ხომ  გადარჩა  მაინც?!

ზეცის  შემყურეს,  თვალი  რომ  უჭრის,
რად  ზეციური  არ  ესმის  ხმაიც?!.
რად  მადლს  ვერა  გრძნობს  ყველა  იმ  ფუნჯის,
ასე  რომ  გვიმკობს  აპრილს  და  მაისს?!.

ვისაც  გული  აქვს  -  ხომ  უფრო  უჭირს?!.
და  მთელი  გულით  მას  უყვარს  მაინც!.. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები