ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2008


ტრაექტორია ( ქაშიკას რიტმში)



მეგობრის ცოლის ფაქიზ პროფილს
როიალის გარდაცვლილი,
მაგნიტოფონში დამწყვდეული ბგერები ავსებს,
ვარ - სიმშვიდით და სიგარეტის ბოლქვებით სავსე,

მათრობს წითელი ღვინო და
უცხო მამაკაცს სურნელი,
არ დაგავიწყდეთ - მე არ ვარ სულელი,
უბრალოდ ეს კაცი ზის ძალიან ახლოს,
მერე გამაცილებს მარტოობა ბინამდე, სადაც ვსახლობ...

მოლოკილ ტუჩებს ისევ ექნებათ მომჟავო  გემო შურისძიების
და დაიწყება ჭორ-მართალი გახმაურებულ გამოძიების,
მკვლელობას ექნება მოტივი გაუგებარი,
თუ რამეს მიხვდება- მხოლოდ მეგობარი,
მას ეცოდინება რომ...

ჩემ სავარძლიდან იძულებულ ხედვის ტრაექტორიაში,
რომელსაც აქა-იქ თავებშუა გზის გაკვლევა სჭირდებოდა
გამაღიზიანებლად ჩანდა  წყვილის თითებჩახლართული ­ხელი,
ხოლო ღვინო ესხა ჩემს ჭიქაში სისხლივით წითელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები