ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2009


  ჩამოტვირთვა

მამას

მამას


მა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა ნინუცა,
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენი გულისთვის რამდენი
ვითმინე, რამდენსაც ავიტან...
გამიშვი... უფლება მომეცი
ზეციურ მამასთან წავიდე.
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის  იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.



ლექსი ისედაც ყველამ იცით, ახლა რატომღაც აუდიო ვერსიის დადება მომინდა...
პირველი ცდაა და ტექნიკურად წუნიანი იქნება, არ დამძრახოთ :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები