ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2009


ხელი ჩამკიდე!

ხელი ჩამკიდე!
მე ოცნებად გამოგედევნე,
გადავუაროთ, თუნდაც ფიქრით,
ღრუბლებს ზეცაში,
ხელი ჩამკიდე,
თუ იმედი ისევ არსებობს,
და არ იშლება ზოგჯერ დაღლილ
ფრთათა კეცვაში.

ხელი ჩამკიდე!
შრიალებენ სანამ ფოთლები,
ქვიშის ნაპირთან მიიჩქარის
ტალღა ჯიუტად,
ცოდვებით სავსე,
დატანჯულ და გადაღლილ სხეულს,
ქვესკნელში მლოცველ
ჰადესს შენით სანამ მიუტან.

ერთად წავიდეთ და
გვერდიდან აღარ მომცილდე,
სულის საკვებად
პოეზია სანამ გვეყოფა,
ხელი ჩამკიდე, რომ
არასდროს აღარ დაგკარგო,
რადგან არ მინდა გავიხადო
სევდა მეგობრად...

ლიკა ოხანაშვილი
21.05.2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები