ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2009


მონატრების არომატით

პოეზიაზე ბავშვური ხმით ვესაუბრები
ახლადშეფოთლილ კენწეროთა მწვანე რიკულებს
ალვის ხის... ცად თოლიებივით სხედან ღრუბლები,
და მთების ფართო აივნიდან მთვარე მიყურებს.

ვფანტავ ჩემს სუნთქვას_ მონატრებისარომატიანს,
ქარი, თითქოსდა, ვალსს ცეკვავსო, ისე უბერავს,
გიტარის ირგვლივ მომნუსხველად დგას რომანტიკა,
შენ კი, იმ ძველი სურათიდან მიმზერ უბრალოდ.

თან ისე ცხადად, რომ ღამესაც წაერთვა ფერი,
დროც არ რჩება, რომ განმიახლონ სიზმრებმა ხილვა...
რადიოტალღა ჰაერს უკმევს წამებს გაფრენილს,
და გაზაფხულის თვალებიდან იღვრება დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები