ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2009


ხეპრე ხიზნისა

            / კედელს  შეყრილი  ცერცვივით.../


ერთ  განსაცდელსაც  უნდა  გაუძლო  -
მრავალნაბრძოლო  და  დამაშვრალო!..
ჟინსაც  ბრძოლისას  ვერცვინ  დაუცხრობს
გულს  -  ფრთები  დროშებრ  რომ  სურს  გაშალოს!..

კვლავ  გეცილება  მამულს  ცხრაუცხო  -
ხეპრე  ხიზანი  ახვარ-აშარობს!..
ვინც  მარგალიტნი  ღორებს  დაუწყო,
ყველას  გაუხდა  საქმე  საშაროდ!..

ვირ-მუტრუკს  ხურმის  სუფრაც  გაუწყო -
შე  მასპინძლობით  ქვევრებდამშრალო!..-
გინაც  თავთუხის  პურიც  დაუცხო,
ზედვე  ხოხბებიც  გაუშანშალო!..

წყურვილს  ბადაგიც  ვეღარ  დაუცხრობს
პირუტყვს  -  უკურტნოს  და  უავშაროს!..

                                  9  აგვისტო,  2008  წ.

**************************************************************************************

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს