ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2009


არმაზის მისტერია

ცა ჩამობნელდა ერთბაშად,
კლდეებს,  არმაზის კართან,
შლეგად მოხეთქილ წვიმისგან,
უცებ აევსოთ კალთა...

აღარსად სჩანდა მაისი
თითქოს სხივების ხონჩით,
აღარც ცა ბაგემღვიძარი,
მომღიმარი და ნორჩი.

წვიმდა და კლდეებს შეკიდულ
ზაფხულს ფოთლების თმებით,
გასცქერდი, როგორც გვირილა
მზეს, შეკეცილი ფრთებით...

შორიდან გეფერებოდი,
მშურდა წვეთების, ბაგეთ,
რომ გისველებდნენ ჯიუტად
და თან ბრალს გდებდნენ აქეთ...

წარმართი ვიყავ, ხეობაც,
წვიმაც წარმართი იყო,
გაკოცე, ვეღარ გამიძლო
გულმა, ცრემლად რომ მღვრიყო.

და მზეც გამოჩნდა უეცრად,
წვიმაც შეჩერდა, რადგან -
გ ვ ი ყ ვ ა რ დ ა - მთელი ბუნება
თავის წესრიგში ჩადგა...


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები