ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2009


რუსის გოგოვ, მე დაგარქვი ნასტია

რუსის გოგოვ, მე დაგარქვი ნასტია,
დილით, როცა ცხრას აჩვენებს საათი.
მე შენს სხეულს, როგორც ხელში პლასტინინს,
ვამუშავებ თვალებით და სამამდე
ვასავათებ ოცნებებით გონებას.
სამზე უკვე შენ ბრუნდები და მერე:
ფიქრი ქუჩის ყველა ხეზე თოვდება.
უბნის ქალებს-ცოცხალ ფარულ კამერებს
ეზიზღებათ ზამთარი და მეც თურმე
გაზაფხული მყვარებია აგრერიგ.
რუსის გოგოვ, გაზაფხულზე მესტუმრე,
და მაისში ცხრაზე ადრე ავდგები.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები