ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2009


* * *

მაინც არ მშორდება
ძველი მოგონება,
წარსულის ანარეკლს ვუყურებ
იმედით,
ჩვენი სისულელით,
ანდა ბედისწერით,
ვერ ვხვდები
აქამდე  თუ როგორ მივედით.

გულში დამრჩენია შენი
მონატრება,
ცრემლიან თვალებით ვიპოვნე
რითმა,
ამდენი  ლამაზი სიტყვა
და ოცნება,
ჩვენ შორის რამდენჯერ
უაზროდ ითქვა.

გაუცხოება შეგვეჩვია
თითქოს უბრალოდ, და
დღეს ერთ დროს გული
ქცეულია ქვად და ფიცარად,
მე დაგარწმუნებ,
სიყვარული ჯერ არ მომკვდარა,
და რომ ეს გრძნობა,
მაშინ მხოლოდ (გარდა)იცვალა.

ლიკა ოხანაშვილი
11.06.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები