ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2009


თვითმკვლელობა

           

სენეკამ ძარღვი გადაიხსნა, ანტიქონე კი
სიყვარულისთვის აკლდამაში ჩაეფლო ცოცხლად,
თისბეს პირამეს ბედი ერგო, თბილი სონეტით
კლეოპატრაც კი აღსასრულთან მივიდა მორცხვად...
მაქსენციუსმა დამარცხებას ვეღარ გაუძლო
და ტიბრში დასვა მისი ყოფის ბოლოწერტილი,
პორციასივით ღადარია ტვირთი საუღლო,
და ნერონივით ჟამი გარბის ჭკუაშეშლილი...
გზას სიკვდილისას, ალბათ მართლა ფერი აქვს ვარდის,
მაგრამ უბრალო მოკვდავთათვის არაიოლი,
მე ალბათ ბოლო ამოსუნთქვას შემიკრთობს დარდი,
ქვაფენილამდე რას ფიქრობდა გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები