ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2009


ბებერი ლომისა


ასომთავრულისა  და  ხუთჯვრიან- გორგასლიანი 
დროშის  შექმნისა  და  ,,მვეფხისტყაოსნის’’  დაწერის
თარიღის  დამდგენს,  ასევე  მრავალი  სხვა  უძვირფასესი
მეცნიერული  შრომის  ავტორს, 
დიდი  პავლე  ინგოროყვას
ღირსეულ  მოწაფესა  და  სულიერ  მემკვიდრეს  -
80  წლის  რამაზ  პატარიძეს...



მარტოკა  დარჩა  ქვაბში  ბებერი...
თუმც  -  ბებერიც  ხომ  ლ ო მ ი  ლომია!..
გულშიგან  დარდით  -  უშველებელით
( -  გული  ხომ  დარდთა  ნავსადგომია?!. )...

ზის  ქვაბსა  შინა  -  ქვათამკრებელი
და  ქვაბს  -  ეტრატთა  ასდის  სურნელი...
გარს  უვლის  ჟამი  -  ავადმყეფველი
და  იავარქმნად  ყოვლის  მსურველი!..

ლომს  კი  ლომური  ყოფა  შეჰფერის
და  ყოფა  ესე  -  ჟამთან  ომია!..
ტორავს  ეტრატებს  ლომი  ბებერი,
ვისაც  თავს  რა  არ  გადახდომია!..

და  დგას  კვლავ,  ვით  ბჭე  აუღებელი  -
სულის  სიმაღლით  ცას  შესწვდომია...
ხმელად  აღნაგი  -  როგორც  შეჰფერის
კოლხურ-იბერულ  ანატომიას!..

ფაფრით  -  ლომურით,  მზერით  -  არწივის,
ტანით  -  ავაზის,  მკვიდრად  ნაძერწით...
საზრუნავთაგან  ფუჭთა  -  დაცლილი,
იავარმქმნელი  გონის  სიბერწის!..

ცეცხლით  -  უშრეტით,  არცროს  დამცხრალით -
წყვდიადთ  რომ  ხანძრავს  ჟამთა  უღრანის...
დამაშვრალ  მხრებზე  მძიმე  ქვაჯვარით
და  მის  ქვეშ  -  მხნე  და  ქედგაუხრელი!..

ზის  -  ფოლიანტთა  კორიანტელში
ლომი  -  ჭარმაგად  მხცემოჯარული
და  ღვთივკურთხეულ  სულის  ნათელში
აღვინებს  ღაღადს  -  ა ს ო მ თ ა ვ რ უ ლი ს !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები