ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2009


*** /მწარედ ირონიული.../

21-ე  საკნელებს


ვახტანგის  ადგილს  იჭერს  ხეჩუა...
გვეცლება  ქართლი  თვალდახელშუა...
                                მუხრანი

- რად  გვჭირდება  ჩვენ  ხეჩუა,  ძმებო,  თვარა  კი!..
მე  შენ  გეტყვი  -  არ  გვეყოფა  ჩვენი  მარაგი!..
                                ჩემი  პაროდიიდან


გახსოვთ  -  მუხრანი  ყვიროდა  როდის  -
,, -  გვეცლება  ქართლი  თვალდახელშუა! ’’
მცირეოდენსღა  დავჯერდით  ლოდინს...
არც  შევაწუხეთ  თავად  ხეჩუაც...

ჩვენ  ჩვენი  გვყავდა  მუდამ  კადრები
ამგვარ  საქმეში  გამობრძმედილი!..
ერს  რო  ამგვარად    გაუავდრდება,
დაცინვასა  ჰგავს  ცა  მოწმენდილი...


15    6    2009
მწერალთა  კავშირის  ყრილობისა  და 
მასობრივი  ეროვნული  დარბევების  დღე

***************************************************************************************************************

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები