ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2009


ბუდე, რომელიც ქარმა წაიღო


რაც შენზე ფიქრი გადავივიწყე,
ყველა სურვილი შენს თარგზე ვჭერი,
წარსულს თავიდან ნეტა ვინ იწყებს...…
შენ ხარ ჩავლილი ოცნება  ჩემი...…
  და როცა ვიღაც მახსენებს ღიმილს,
  და როცა ვიღაც თვალებში მიმზერს,
  კვლავ მოგონების თეთრი აჩრდილით
  სადღაც ჩაკარგულ შენს სუნთქვას ვისმენ...
მოსასვლელ დღეებს როს სანთლებს ვუნთებ,
გაკვესილ შუქის მჯერა მცირედი,
მერცხალიც ტოვებს საკუთარ ბუდეს
და დაბრუნების მიაქვს იმედი...
  ჩვენ კი დავდივართ შორეულ გზებზე,
  რომ ერთმანეთის ხმა ვერ გავიგოთ,
  და ორივენი ცალ-ცალკე ვეძებთ
  ბუდეს, რომელიც ქარმა წაიღო!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები