ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2009


უცნაური კაცი გახლდათ მიკა

  უცნაური კაცი გახლდათ მიკა... ღმერთმა აცხონოს!!!..
  ზოგისთვის მწერალი, ზოგისთვის - ლოთი, ამისთვის ქალაქელი, იმისთვის - ნაციხარი, ბევრისთვის ჯიგარი, ცოტასთვის - არც ისე, მისიანებისთვის - სასურველი, სხვისიანებისთვის - ,, აქე და ერიდე."
  ყველას თავის სიმართლე ჰქონდა.  ყველა თავის  მიკას იცნობდა .
  მეგობრები ვიყავით. კაი, გვარიანად  იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ რა მოხდა,  ვძმაკაცობდით. რაღაც პატარა საქმეც წამოვიწყეთ ერდად  (ეს ის დროა, კოოპერატივების გახსნა რომ დაიწყეს) და ასე თუ ისე ავუდივოდით. ბევრს ერთად ვხარჯავდით, ცოტაც ოჯახში მიგვქონდა. თუმცა, ეს უკანასკნელი საკმაოდ იშვიათად ხდებოდა, მხოლოდ იმ დროს - როცა მიკა  არ სვამდა გადაბმულად. არა და, ერთი ბოთლი ლუდიც რომ დაელია ცხონებულს, თავს ვეღარ იკავებდა და წავიდააა!..  ,,ზაპოი" ტრადიციულად მილიციაში მთავრდებოდა, ჰა, ჰა - საავადმყოფოში.
  კაი ( ვიცი, რომ ,, კარგი" უნდა დავწერო, მაგრამ ,,კაი" უფრო უხდება) ისტორების მოყოლა იცოდა მიკამ, კარგადაც ღადაობდა და ბოლოს ისეთ მაზალო დასკვნას მოაყოლებდა, რომლის გამოცხობა მხოლოდ მის ალკოჰოლ-ნიკოტინით გაჯერებულ ტვინს შეეძლო.
  ერთხელაც ზაფხულია. ზაზა რეკავს ტელეფონზე (ზაზა, მიკას ძმაა):
- კახუშ, წელი მტკივა, ვერ ვდგები. სამი დღეა ის ჩემისა - ჩემი ძმა და შენი ძმაკაცი, არც მინახავს, არც ვუნახივარ.
,,ჩორტ ( ამას მე ვწერ, თორემ ზაზამ აშკარად სხვა სიტყვა იხმარა) ევო ზნაეტ სადაა . სტა პრაცენტი შეუბერა. ძმურად , არ  გეწყინოს,  ჩადი და ნახე, ცოცხალია? არა, ცოცხალი ფაიზაღი იქნება, ჟივუჩი გოთვერანია,  მარა, დაატორმუზებინე, არ დაალევინო. იუზგარ, არ გეწყინოს,  პროსტა, ვერ ვდგები ეს დედა მოტ...."( ...ივტივე! - არ მახსოვს, შეიძლება სხვანაირად დააბოლოვა).
- ზაზა, კარგი რა! მიკასთან მგზავნი და მებოდიშები? მასთან კი არა, ,, ს პონტამ" კოჯრის ტყეში რომ გამიშვა,ხეების დასათვლელად -  უფროსი ხარ და ...მორჩა. ,,პრინიალ!" ვასრულებ ( ეს ის დრო იყო, უბანში, დიდ-პატარობა წლებით კი არა,  დღეებით რომ იზომებოდა, თანაც ზაზა 5 წლით არის ჩემზე უფროსი)!
  მიკა და მე ვერელები ვიყავით, მაგრამ ბოლო დროს მამიდამისის დანატოვარ ბინაში, ოქროს უბანში- ნინოშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.
  ვერის აბანოდან იქ ჩასვლას რა უნდა,? ჰა, ჰა, 20-25 წუთი. მოკლედ, დავადექი სახლში. უფრო სწორედ ეზოში. კარზე ვაბრახუნებ.
  - მიკა! მიკა!! მიკა!!! - არსაიდან ხმა, არსით ძახილი.
  - მიკა!!! - აპა, თქვენც არ მომიკვდეთ.
  საკაიფო, ნაღდ თბილისურ ეზოში ცხოვრობს, რატომღაც იტალიურს რომ ეძახიან. როგორც ზემოთ ვთვქვი, ზაფხულია. მიდის ბავშვების გნიასი და ვაი-უშველებელი. ქართულ-რუსულ-ქურთულ-სომხურ-თათრულ და რა ვიცი კიდევ რა ენებად დუღს და იღვრება ეზო.
  ერთხელაც ვცადე და ... გააღო კარი.
  ვუყურებ, მაგრამ რას ვხედავ. ჩემი ქართული მეტად მწირი და უძლურია იმ დეღევანდელი მიკას ჰაბიტუსის აღსაწერად. ამიტომ, არც მე დავიწყებ ჯახირს და არც თქვენ დაგტანჯავთ კითხვით. ვიტყვი მხოლოდ, რომ სამი დღე-ღამის უძინარს, ერთი ყუთი კონიაკი გამოეცალა და საეჭვო წარმოშობის არყების დაჭაშნიკებაზე იყო, კაი ხნის გადასული.
  - ჩუუ! - ნახევრად გამართული საჩვენებელი თითი მიიდო ტუჩებზე, ფანჯარასთან ჩაიცუცქა და ხელით - გვერდით მომიჯექიო, მანიშნა.
  - ხედავ ბავშვებს?
  მიკას შუშაბანდი ეზოში  გადიოდა და გენეტიკურედ ბრმა უნდა ყოფილიყავი, ბავშვები  ვერ დაგენახა.
  - ურტყამ და ურტყამ, არა? - გამოვიცანი მე და ცარიელ ბოთლებს გადავხედე.
  - ჩუუ. ხედავ? - მეკითხება ჩურჩულით.
  - ვის?
  - ბავშვებს.
  - მერე?
  - ხედავ როგორ თამაშობენ?
  - ვხედავ! ვხედავ!
  - ჩუუუ! - დამაწევინა ხმა. ამ პატარა გოგოებს, კლასობანას რომ თამაშობენ?
  - ჰო, - ჩურჩულითვე ვუპასუხე გვარიანად შეშინებულმა. ამ გადამთვრალ-გადამწვარზე, რამე სისულელე ხომ არ მოუვიდა - მეთქი თავში.
  - ბიჭებს, ფეხბურთს რო უბერავენ?
  - კი. - ცოტა მომეშვა გულზე.
  - ეგერ, ეეე, იქ?
  - რომ წუწაობენ? ვხედავ ტო, ვხედავ! რა გინდა, მერე?!
  - ჩუუუ. მიხურულ ფანჯარაში, ... ბიჭი ,,სკრიპკას" რომ უკრავს, ... თან ნაღვლიანად ბავშვებს  რომ ალივერებს,... აფიქსირებ? ეგერ, ეეე, რიჟათავიანი?
    - ჰო. - თავს ვუქნევ, თანხმობის ნიშნად.
  - რაფოს ბიჭია, კრიხელის.
  და ისე,  მევიოლინესთვის თვალი რომ არ მოუწყვეტია, არაყი გადაკრა.
  არც რაფოს ვიცნობდი და არც მისი ბიჭის ტანჯული ხვედრი მადარდებდა.  ამიტომ, მოსული რის გამოც  ვიყავი, იმაზე წამოვიწყე ლაპარაკი:
  - კარგი რა ბიჭო, არ გრცხვენია? არ გინდა რა, ასე უაზროდ, ზომა შენ არ იცი და...
  ჭკუის დარიგება აჩემებული - ,, ჩუუუთი" შემაწყვეტინა.
  - ეს გოგოები, გუშინაც, ასე თამაშობდნენ კლასობანას... ის ბავშვები,  ...ფეხბურთს. ეს შობელძაღლებიც ... დაღამებამდე ლუმპავდნენ ერთმანეთს... რაფოს ბიჭი კი , ... ხერხავდა და ხერხავს ,,სკრიპკას"...
  - მაგარი ,,აპასნი" ხალხია, არა - ეს კრიხელები? - იკითხა ბოლოს და რაც მისული ვარ, პირველად  მაღირსა მზერა.
    უცნაური კაცი გახლდათ მიკა. დასკვნების გამოტანაც მაზალო იცოდა.
                                                                  * * *
  ერთ მიკასეულ ისტორიასაც გავიხსენებ.
  -  ბავშვი ვარ  რა, 16 წლის.  დამიჭირეს... დაიწყო  ამბის მოყოლა მიკამ და  ჭიქებში კონიაკი ჩამოასხა.
  ცუდი რამ შეემთხვა ჯეელობაში, დიდი ცოდვა დაიდო. მთელი ცხოვრება განიცდიდა შემდეგ ამ ამბავს... სმა და ,,ზაპოიც" იქიდან მოდიოდა - ვიცი მე. შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც ისე მგონია, სწორედ ამ თავის აწეწილ-დაწეწილიმა, დარდიან-ფათერაკიანმა ცხოვრებამ, ბოლომდე გამოასყიდინა  დანაშაული. თუ არა და ... ღმერთმა შეუნდოს.
  - სპორტსმენი ვარ ტო, კაი ნაკაჩავები, ,,სბორები"-შეჯიბრი, შეჯიბრი -,,სბორები, მეტი არაფერი  ვიცი. რის წიგნი? რა წიგნი? ,, კაროჩე, ზდაროვი" რეგვენი შემაგდეს ,,კამერაში" - კგბ-ს იზოლატორში.  სანამ იქ წამათრევდნენ ,მანამდე სამორიგეოში ერთ  ბებერ ,,პრაშლიაკთან" მოვხვდი. ჩიჩმა -ბავშვი ვარ, დიდ ,,სროკზე" მივდივარ. შევეცოდე და გამაფრთხილა: კამერაში ნასედკას მოგისვამენ და არაფერი წამოგცდესო. როგორც დამარიგა, ისევე ,,სტროგად" შევასრულე. ,,მალჩანიე" გამოვაცხადე.  ,,ნი ტო ჩტო" კამერაში, ,,დაპროსებზეც" არ ვიღებ ხმას.  ვარ ქვასავით. სფინქსი ვარ - რა, ნაჩინაიუშჩი. ,,სა კამერნიკიც" აქედან მომიდგა - იქიდან... ჩემი ფეხები. ჩათვალა მუნჯი ვარ და დამანება თავი. მოკლედ ვართ რა ასე, ის თავისთვის, მე -ჩემთვის.
  ერთხელაც,  წიგნები ჩამოატარეს. გამსახურდიას ,, მთვარის მოტაცება" ავიღე, თანაც რუსულად თარგმნილი. წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი ჩვენი უბნელი იყო და დამაინტერესა. მევასა! მეორე წიგნი - ,, პარმის სავანე"... იმანაც გაასწორა! ნელ-ნელა კითხვის დილიხორში შევდივარ. ხმას მაინც არ ვიღებ.  მესამე წიგნი -  ყველაზე უფრო ,,ხადავოი და პადხადიაშჩი" - ,,გრაფ მონტე კრისტო. ამან ხო , ვაბშე დაგლიჯა. მოკლედ, წიგნების მაგარ მუღამში ვარ უკვე. გავიხედოთ - ჯეკ ლონდონი შემოიტანეს. დავიწყე კითხვა. ვკითხულობ - ვიბრიდები. პრიხოდივითაა, რა!  მოდის და მოდის, გლიჯავს და გლიჯავს. შემიყვარდა  ის ქალი. აი, ინდიელი როა, თუ ესკიმოსი? კლონდაიკურ მოთხრობებშია რა.  ხო გახსოვს? ცოლად რომ მოიყვანს?
- ჰო, კი, მახსოვს. -ვპასუხობ და თან ვცდილობ გავიხსენო ბავშვობაში წაკითხული.
- 17-ის ვხდები ტო, აზრზე მოდი, - პირველი სიყვარული გამეჩითა. ქალი შემიყვარდა -  ტო! ჭკუაზე არ ვარ! დღეა, ღამეა, - სულ ის წარმოსახვითი ქალი მიდგას  თვალწინ. გავგიჟდი! აღარ შემიძლია! მოზღვავებულ გრძნობას ვეღარ ვუძლებ, ვინმეს უნდა გავუზიარო. რა ვქნა, რა ვქნა და ...დავაღრვიე მდუმარება.
- ეს წიგნი წაკითხული გაქვს? - ვეკითხები - ,,სა-კამერნიკს". 
  კახა, ბაყაყს ტრაკზე ,,გრუზავიკმა" რომ გადაუაროს  - ისე ამოუვარდა გაკვირვებისგან თვალები.
აზრზე მოდი  ტო,  4 თვეა ერთ კამერაში ვართ, ჩემი სუსი- კუკი არ გაუგია და უცებ წიგნზე ვებაზრები. გასირდა ტიპი!
-აააარრააა?.. - ,,ტო ლი  შემეკითხა, ,, ტოლი" - გამცა პასუხი.
- რრრაზეა? - და მეც მოყოლა დავიწყე.
  ვუყვები...  ქალზე რომ მივედი, ხო საერთოდ მთელი საბულბულეთი დავისვი ენაზე. თანაც, ლაპარაკსაც მონატრებული ვარ. ვბაზრობ , მარა რას ვბაზრობ! ვხატავ , მარა რას ვხატავ! და უცებ:
  - აუუუჰ, ეს ქალი მომცა ახლა აქ, რას გავჟიმავდი! - აზრზე ხარ ტო, რას მეუბნება?!
  მოკლედ, აქედან ტყუპი წიხლი რომ გავუშვი,  საცოდავმა - მთელი ენცეფალოგრამა კედელზე დააფიქსირა.
  რა ბევრი გავაგრძელო, ის ,,ბალნიჩკაში" წაიღეს, მე - კარცერში.
  სამი თვის შემდეგ,  ეტაპირებისას შევხვდით ერთმანეთს. რომ დამინახა, ჯერ შეეშინდა, თვალი მომარიადა,  მერე: ,, რა გინდოდა?  რას მერჩოდი? რატომ მცემეო",  -მკითხა.
მაგრად შემრცხა რა... რა უნდა მეთქვა?
- ,, იზვინი, ხომ იცი, მთლად დაწყობილი ვერ ვარ" - მეთქი ვუთხარი.
  ახლა იმისთვის : -  ,, შე ჩემა! ცხოვრებაში პირველად ქალი შემიყვარდა, ვაბოდებ, ,, პაჩტი, პოლუ ბოგია"ჩემთვის,  ფიქრებშიაც კი თქვენობით ველაპარაკები... შენ კი, აქვე - კამერაში, ,, ნაგლად", ჩემს თვალწინ - ეცი და ფეხები ააყრევინე... გაგჟვერავდი, აბა, რას გიზამდი, შე ახვარო?!" - ეს რომ ამეხსნა,  როგორ ფიქრობ, გაიგებდა?
  - ალბათ ვერა, მიკა.
- ჰო და მოდი, ამ ჭიქით პირველ სიყვარულს გაუმარჯოს!

..........
უცნაური კაცი გახლდათ, მიკა.
ღმერთმა აცხონოს...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები