ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2009


დღეს

                        უკანასკნელი ლექსი შენზე...


ყველა სიზმარში მეორდები.
ვინ დაიჯერებს?!.
ასე იყო მშობლიური ქალაქის შემდეგ,
ჭაობმა რომ დამისაკუთრა
და მაქციების ნაკბენივით
დამაჩნდა მიწა.
დღეს -
ავადმყოფი მარიონეტი,
გამოკიდული
წარსულსა და მომავალს შორის -
ვხვდები რას ნიშნავს:
”თვალს გავახელ,
ზედ წამწამზე მიზიხარ!..”
ვინ დაიჯერებს?!.
მიყვარხარ და
კვლავინდებურად
მზის ბაჭიებს და
წვიმებს დავდევ
ტროტუარებზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები