ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2009


„ჭია–ჭია, მაპოვნინე!“...

მოგონებებში რად დავბრუნდი, – თავად ვერ ვხვდები!...
სისხლის ცრემლებით ამიტირდა გული საბრალო.
სული დავკარგეთ!... ჩვენ, ორივე, ყისმათს ვნებდებით 
და ახლა მხოლოდ შეცდომები უნდა დავთვალოთ?

ყველა შეხვედრა – სულმტკივანი ცრემლით მთავრდება,
ყოველი ნერვი – თარზე გაბმულ სიმივით კვნესის,
სხეულზე ცეცხლად მოდებული გიჟური ვნებაც
გაცრეცილ ფურცელს ეფინება სტროფებად ლექსის...

და მაინც, - სადა ხარ?...
„ჭია–ჭია, მაპოვნინე!“...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები