ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2009


ბედისწერა

თუ ცუდი ხდება,
ანდა ტანჯვას ვეღარ ვიშორებთ,
ბედისწერისთვის
დაბრალება ყოველთვის გვშველის,
ხოლო,
თუ კარგი შეგვემთხვევა
ან თუნდაც გველის,
არ გვახსენდება არასოდეს
ხსენება ბედის...
მაგრამ როგორც კი ეს სიკეთე,
სხვას ემართება,
მაშინვე ვამჩნევთ რამხელაა
ცხოვრების ხიბლი,
სხვის სიკეთესთან ადვილია
დანახვა იმის,
თუ რა დიდია მნიშვნელობა
ამქვეყნად იღბლის...

ლიკა ოხანაშვილი
22.06.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები