 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 24 ივნისი, 2009 |
გურია, იმერეთ-სამეგრელოსგან განსხვავებით, თავად-აზნაურთა სიმრავლით არ იყო გამორჩეული. მაჭუტაძეები, ერთ-ერთი ცნობილი გვართაგანი გახლდათ. იყო, ვინმე ასეთი - კაცია მაჭუტაძე. ერთი ამაყი, ფიცხი, სამწუხაროდ ცუდ დროს დაბადებული კაცი. ამაყს და ფიცხს გურულებში რა დალევს, ცუდ დროს კი იმიტომ დაიბადა - ახალგაზრდობაშივე მოუსწრო თებერვლის რევოლუციამ. ჯერ იყო და მის წარმომავლობას შეუყენეს წყალი, მერე - ადრე, ჩექმას რომ არ გააწმენდინებდა, ისეთებმა - ჩვენც ხალხი ვართო და მის ველ-მინდვრებს დაადგეს თვალი. ახალმა ხელისუფლებამაც, ხან ტკბილი სიტყვით და ხან არც ისე, ექსპროპრიაციის ტალღაზე შეაგდო ის, რაც აქმდე მაჭუტაძეებს კანონით ეკუთვნოდა. უყურა კაციამ, როგორ ნელ-ნელა სახალხოვდებოდა მისი ქონება. ერთხელაც ვეღარ გაუძლო და რომელიღაც ბობოლა სოც.დემოკრატს - ამოუკალა თავი. მოახტა ცხენს, გადაიკიდა ,, ბერდენკა-მაუზერი" და დურთა თავი ტყეში. გავარდა ფირალად - ,,ყაძახი". საქართველოში დიდხანს არ გაჩერებულა, რუსეთისკენ გაუწია გულმა. აბა, მაგის აბრაგობა და ყაჩაღობა იქ უნდა გენახათ. დიდი სახელი დაუგდია თურმე. რაზმი ჩამოუყალიბებია და ძარცვავდა მატარებლებს. განსაკუთრებით საფოსტო ვაგონებს ემტერებოდა, მგზავრების შეწუხებით არ იკლავდა მაინც და მაინც თავს. დასდევდნენ, ეძებდნენ, უსაფრთებოდნენ - ვერა დე ვერ მოიხელთეს. თებერვლის რევოლუციას - ოქტომბრის მოყვა. კაცია, ისევ რუსეთის და უკრაინის ტრამალებს იყო მოდებული. განაგრძობდა ,,რაზბონიკობას". ხმა დაირხა: ,,ყველას, ვინც მენშევიკებმა და მეფის ჟანდარმერიამ გააფირალა და სოციალისტური სამშობლოსთვის ზიანი არ მიუყენებია" - იწყალებენ ბოლშევიკებიო. მართალი იყო ეს ამბავი თუ ტყუილი, რა მოგახსენოთ; მაგრამ, რაღაც ამის მსგავსი რომ მოხდა ფაქტია - კაცია მაჭუტაძე, გამოჩნდა გურიაში . სახლ-კარს ყაჩაღს ვინ დაუტოვებდა და ისიც ძმის ოჯახში დასახლდა. კომუნისტებმა თავიდან ღირსეულად მიიღეს ნააბრაგალი. თოფი კი ჩამოართვეს, მაგრამ მთლად უიარაღოდ სიარული ვერ შეკადრეს და ქამარ-ხანჯალ-მაუზერზე, თვალი დახუჭეს. გადიოდა დრო. რაც მენშევიკებმა დაუტოვეს მაჭუტაძეებს, ბოლშევიკებმა სულ მოუსოდომ-გომორეს ყველაფერი. როდესაც კაციას წმინდა ინგლისური ჯიშის ულაყი გაუყენეს კოლექტივისკენ მიმავალ, შინმოუსვლელ გზას - ერთი პირობა კი გახედა ავად ,, მაუზერს", მაგრამ - ,, აღარააა აწი ამფერების დროო" და- რაც შეეძლო ,,ააფუტა" თუთუნი, თვალზე მომდგარი ცრემლი აღრჩოლებული ყალიონისთვის რომ გადაებრალებინა. უჭირდა ოჯახს ( თუმცა, ვინ იყო იმ დროს დალხენილი). ექვსი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა კაციას ძმას. მიწათმომწყობობა ევალებოდა და ისეც ზომავდა და აწყობდა უმეტესად - თავის ყოფილ, დღეს, საერთო-სახალხოდ მიჩნეულ სავარგულებს. მისი ცოლი, დადიანის ქალი - ქმრის, მაზლის და ბავშვების მოვლა-პატრონობით იყო დაკავებული. განსაკუთრებული ზრუნვა ნაბოლარას ესაჭიროებოდა, დაბადებიდან ფილტვების სისუსტე რომ დაჰყვა და მშობლებიც რაც შეეძლოთ არ აკლებდნენ ბახმაროს და თხის რძეს. კაცია, რა? ცხოვრებაში ხელი-ხელზე არ დაედო ( არა, მაგას რომ საქმეები ჰქონდა გაკეთებული, თქვენს მტერს და დამაწყევარს, მაგრამ ახლა ეს ამბები ჩაბარებული იყო წარსულს) და შუა ხანს მიტანებული - შრომის გმირი გახდებოდა თუ, როგორ ფიქრობთ თქვენ? ისე კი რცხვენოდა ვერაფერში რომ ადგებოდა ოჯახს. განსაკუთრებით რძლის ერიდებოდა - თამარის. - ეისვარა ბაბა დუნია! დადიანი ურეცხავს მაჭუტაძეს ახალუხს... აგია, საქმე და სამართალი?! ამიზა, მოსრეს თელი მილეთი?! - ხშირად შეუძახია ბოღმამორეულს. ერთხელაც, რაიკომში თუ, სოფლსაბჭოში მივიდა. - ოოო, მობრძანდით ამხანაგო მაჭუტაძე! - ფეხზე წამოდგა უფროსი. -როგორ ბრძანდებით? რამ შეგაწუხათ? - და მისასალმებლად ხელი გაუშვირა. - მტერი გეყოლოს ისე -მე რო ვარ. - ჩამოართვა ხელი. - გაჭირდა ცხოვრება. რასაც ჩვენ ვჭამთ - ცხრა კაციანი ოჯახი, იმაზე მეტს ჩვენი თხაი ახერხებს - მგონია. მართალია, კოლ.წევრი არ ვარ მარა, იქნებ მომცეთ რაცხა დავალება, გამაკეთებინეთ საქმე და გამომიწერეთ შრომა-დღე. ორ კაკალ სიმინდს მაინც წევიღებ სახჩი. - გადაუშალა გული, რაიკომის მდივანს თუ - კოლმეურნეობის თავმჯდომარეს - კაციამ. - აბა რა გითხრათ, ამხანაგო მაჭუტაძე! ჩვენს რაიონში, კახეთიდან კომკავშირელი ამხანაგები, -ტრაქტორისტები არიან ჩამოსულნი და ადგილობრივ გლეხობას ხვნა-თესვაში ეხმარებიან. თითოეულ კომლს დავალებული აქვს, მოამზადოს სადილ-ვახშამი და ყანაში მიართვას მექანიზატორებს - რათა, დრო არ დაიკარგოს და დადგენილ ვადებში ჩატარდეს მინდვრის სამუშაოები. თუ სურვილი გაქვთ, ზეგ თქვენ გაუმასპინძლდით სტუმრებს. შრომა-დღესაც გამოგიწერთ და... - კი ბატონო, რაფერც თქვენ იტყვით... აპა, ხომ არ შევრცხვებით სტუმრებთან? რას იტყვიან? მოგვეჭრება თავი. - დაემშვიდობა მასპინძელს კაცია. - ეს ოხერი, სარჩოს მივიტან სახლში თქვა და... სახლიდან არ გამომატანინეს? - კი გაბრაზდა საკუთარ თავზე ყოფილი ფირალი, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, სტუმრებს ხომ არ დაამშიებდა ან პირს ხომ არ გატეხდა - კაბინეტში დარჩენილთან. მეორე დღეს უთენია წავიდა ტყეში: ჭინჭრის, ეკალას და სოკოს მოსაგროვებლად. გვიან დაბრუნდა სახლში. დატრიალდა რძალი. კი იყო უმცროსი ბავშვი ავად, მაგრამ - ხომ არ შეირცხვენდნენ თავს დადიან-მაჭუტაძეები? ჭინჭრის ფხალს, ეკალას და სოკოს ჩათუშულს, კეჟერა ფხალი, ქოთნით - ლობიო, ყველი და მწვანილი შემატა. ჭადები დააცხო, ხუთი ლიტრა ,,ცოლიკაური", ლიტრიანით მსხლის არაყი და სადღესასწაულოდ, ბავშვებისთვის გადანახული ჯანჯუხაც გამოიტანა მარნიდან. დილაადრიან, კოხტად ჩაუწყო ყველაფერი მაზლს ხურჯინში, სუფრად - ძველი ჩინური აბრეშუმის ფარდაგიც გაატანა და გაუშვა კაცი. კაი, სამი საათი ჰქონდა ფეხით სავალი კაციას. მდინარის გაღმა, ტყისპირას, დედამისის ნამზითვარ მიწებს ხნავდნენ იმ დღეს კახეთიდან ჩამოსული, კომკავშირელი ტრაქტორისტები. - ეს ერთი, რაც იყოს იყოს და, აწი მე იქით არა ვარ გამხედველი. არ წავახდინე ოჯახი? რაც არაა ძამა შენი საქმე, არც უნდა დააპირო და არც უნდა ეცადო... ჯანჯუხაზე მაინც ნამეტანი დამწყდა გული... გუშღამ არ იყო, ანასტასია დედამისს, რომ ეხვეწებოდა - რაფერ მომენატრა ჯანჯუხა და ფელამუშიო? დამთავრდა, არ ვარ იქით გამხედველი! არც მაგათი შრომადღე მინდა და არც მაგათი სიმინდის კაკალი... ეს დალოცვილი მზეც რაფერ აჭერს? გამაძრო სიქა. ხურჯინიც ქვასავით გახდა - გამწყვიტა წელში... აი, მაუზერი მაინც რა სიკვდილად მინდოდა, ვერ დავტიე სერვანდში? ასე, საკუთარ თავთან ჩხუბ-კამათით მიადგა ტრაქტორისტებს, მუშაობა ის-ის იყო რომ შეეწყვიტათ და ცაცხვის ძირას არხეინად წამოგორებულიყვნენ. - გამარჯობა თქვენი! ხომ არ დამაგვიანდა? აა, ბატონო, საგზალიც მოგართვით! - შორიდანვე შესძახა ჩრდილში გაკოტრიალებულ ტრაქტორისტ-კომკავშირლებს. გაშალა სუფრა. ჩინურ აბრეშუმის ფარდაგზე დააწყო რაც ხურჯინში ებარგ-ელაგა. მწველი მზის ბრალი იყო, თუ ამოუვიდა ყელში - გურიაში ხვნა-თესვა, ერთ-ერთი კომკავშირელი - ვერ იყო ხოშზე. სუფრას გადახედა და: ეს ბალახ-ბულახი რომ მოყარე , ძროხები ვართ მამაძალი?! ხორცი არ გემეტება? ან ეს ლობიო, ვის რა ჩემ ფეხებად უნდა - ამას მინდვრის თაგვიც არ ეკარება, ვერან! - თქვა ეს და შემთხვევით თუ შეგნებულად ფეხი გასცხო ქოთანს. წაიქცა ქოთანი, ჯერ ისევ თბილი ლობიო, ჩინური აბრეშუმის ფარდაგზე გადმოიღვარა. ასეთი ნირწამხდარი და შერცხვენილი კაცია მაჭუტაძე, აქამდე არავის ენახა. ჯერ ქოთნის ფერი დაედო, შემდეგ კეჟერა ფხალის. წამოფრინდა, იშიშვლა ,,მაუზერი" და ლულა ხორცის მოყვარულს მიაჭყლიტა შუბლზე: - ამ ლობიოს რომ უყურებ, დადიანის ქალის ამოზელილია!! !და მე! კაცია მაჭუტაძემ ათი ვერსი ზურგით გითრიე!!! ახლა ოთხ ფეხზე დადექი და ისე ამოთქვლიფე ღორივით, თვარა გაგათავე ადგილზე შე, უზრდელო მამაძაღლო!!! ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგად, როგორც იმ დაოთხილმა, ბალახ-ბულახის და ლობიოს მოძულემ ამოლოკა ის ქოთანი. ფირალობა და ყაჩაღობა კი შერჩა, მაგრამ - '' კომკავშირელი ტრაქტორისტი ახალგაზრდების წინააღმდეგ განხორციელებული ხულიგნობა" - არ აპატიეს აზნაურიშვილს და ერთ თვეში, ბორკილებდადებული იმაზე იქით გაგზავნეს - ადრე მატარებლებს რომ ძარცვავდა. მას შემდეგ, კაცია მაჭუტაძე აღარავის უნახავს გურიაში. ამბობდნენ, - "ბელარუსიაში, ,,შტრაფბატელთა" რიგებში დაიღუპა, სამკაციანი რაზმით - საბჭოთა კავშირში ნაძარცვი ქონებით გაძეძგილი, გერმანელების ჯავშნოსანი მატარებლი რომ ააფეთქაო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მართლა შემძრა ძამიკო. ლანჩხუთელი ვარ, მაგ კაცის შვილისშვილი ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ რატომღაც ეგ ამბავი არ გამიგია მაინც. გაიხარე შენ, კაი კაცი ხარ. და რაც მთავარია, კარგად ფლობ კალამს და კარგად გაქვს გადმოცემული ეს ამბავი... მართლა შემძრა ძამიკო. ლანჩხუთელი ვარ, მაგ კაცის შვილისშვილი ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ რატომღაც ეგ ამბავი არ გამიგია მაინც. გაიხარე შენ, კაი კაცი ხარ. და რაც მთავარია, კარგად ფლობ კალამს და კარგად გაქვს გადმოცემული ეს ამბავი...
23. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგად, როგორც იმ დაოთხილმა, ბალახ-ბულახის და ლობიოს მოძულემ ამოლოკა ის ქოთანი. ღირსიც იყო!!! ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგად, როგორც იმ დაოთხილმა, ბალახ-ბულახის და ლობიოს მოძულემ ამოლოკა ის ქოთანი. ღირსიც იყო!!!
22. ჰა-რა-ლე, შესანიშნავი პროზა გაქვთ და ძალიან თბილ გარემოს ქმნით ... :) ჰა-რა-ლე, შესანიშნავი პროზა გაქვთ და ძალიან თბილ გარემოს ქმნით ... :)
21. ძალიან სასიამოვნოა, თქვენი გაცნობა ქალბატონო რუსუდან. დანარჩენს კი პირადში მოგწერთ. ძალიან სასიამოვნოა, თქვენი გაცნობა ქალბატონო რუსუდან. დანარჩენს კი პირადში მოგწერთ.
20. ჰა-რა-ლე ბატონო მე რუსუდან მაჭუტაძე გახლავართ და ეს ბოლო ლობიოს ეპიზოდი ნამდვილად მამაჩემზეა ისე რაღაც-რაღაცეებიც ემთხვევა,თუ შეიძლება მითხრათ საიდან ეს ინფორმაცია?მამა 1921-ში იყო დაბადებული,17 წლის ასაკში უკვე დაჭერილი იყო დახვრეტის მუხლით,ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იჯდა.ასე რომ ძალიან გთხოვთ დამიკავშირდით. ჰა-რა-ლე ბატონო მე რუსუდან მაჭუტაძე გახლავართ და ეს ბოლო ლობიოს ეპიზოდი ნამდვილად მამაჩემზეა ისე რაღაც-რაღაცეებიც ემთხვევა,თუ შეიძლება მითხრათ საიდან ეს ინფორმაცია?მამა 1921-ში იყო დაბადებული,17 წლის ასაკში უკვე დაჭერილი იყო დახვრეტის მუხლით,ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იჯდა.ასე რომ ძალიან გთხოვთ დამიკავშირდით.
19. საინტერესო პროზაიკოსი ბრძანდებით!! 5555555 საინტერესო პროზაიკოსი ბრძანდებით!! 5555555
18. აბა რა გითხრა , ჩემგან 5555 აბა რა გითხრა , ჩემგან 5555
17. აღარ ფასდება კაცის კაცობა ძმაო. მართალია ეგ. +5 აღარ ფასდება კაცის კაცობა ძმაო. მართალია ეგ. +5
16. დიდი 5, კიდევ მოგიყვებოდნენ რამეს ბატონო ჰა-რა-ლე, იქნებ გაიხსენოთ როგორმე... დიდი 5, კიდევ მოგიყვებოდნენ რამეს ბატონო ჰა-რა-ლე, იქნებ გაიხსენოთ როგორმე...
15. კარგად არის დაწერილი...... და ამბავიც ძველია, მაგრამ მარად ახალი....სასიამოვნო წასკითხია.....:):):) კარგად არის დაწერილი...... და ამბავიც ძველია, მაგრამ მარად ახალი....სასიამოვნო წასკითხია.....:):):)
14. შემეცოდა კაცია ბოლოს უსმართლოდ რომ მოექცნენ. გული მომეფხანა,იმ "ტრაქტორისტს" რომ ალოკინა ლობიო.მეტის ღირსი იყო მაგ ნაგავი. შემეცოდა კაცია ბოლოს უსმართლოდ რომ მოექცნენ. გული მომეფხანა,იმ "ტრაქტორისტს" რომ ალოკინა ლობიო.მეტის ღირსი იყო მაგ ნაგავი.
13. მშვენიერია!!! ეგაა პროზა!!! მშვენიერია!!! ეგაა პროზა!!!
12. - ამ ლობიოს რომ უყურებ, დადიანის ქალის ამოზელილია!!! და მე! კაცია მაჭუტაძემ ათი ვერსი ზურგით გითრიე!!! ახლა ოთხ ფეხზე დადექი და ისე ამოთქვლიფე ღორივით, თვარა გაგათავე ადგილზე შე, უზრდელო მამაძაღლო!!!
გაიხარე, ძამია! :)) - ამ ლობიოს რომ უყურებ, დადიანის ქალის ამოზელილია!!! და მე! კაცია მაჭუტაძემ ათი ვერსი ზურგით გითრიე!!! ახლა ოთხ ფეხზე დადექი და ისე ამოთქვლიფე ღორივით, თვარა გაგათავე ადგილზე შე, უზრდელო მამაძაღლო!!!
გაიხარე, ძამია! :))
11. მას შემდეგ, კაცია მაჭუტაძე აღარავის უნახავს გურიაში. ამბობდნენ, - "ბელარუსიაში, ,,შტრაფბატელთა" რიგებში დაიღუპა, სამკაციანი რაზმით - საბჭოთა კავშირში ნაძარცვი ქონებით გაძეძგილი, გერმანელების ჯავშნოსანი მატარებლი რომ ააფეთქაო.
ჰა-რა-ლე, ყველაფერი უნდა წავიკითხო ახლა! ამაშიც 5 მას შემდეგ, კაცია მაჭუტაძე აღარავის უნახავს გურიაში. ამბობდნენ, - "ბელარუსიაში, ,,შტრაფბატელთა" რიგებში დაიღუპა, სამკაციანი რაზმით - საბჭოთა კავშირში ნაძარცვი ქონებით გაძეძგილი, გერმანელების ჯავშნოსანი მატარებლი რომ ააფეთქაო.
ჰა-რა-ლე, ყველაფერი უნდა წავიკითხო ახლა! ამაშიც 5
10. კარგია ძალიან. წარმატებები კარგია ძალიან. წარმატებები
9. მეც კარგად ვიცნობდი მაგ პიროვნებას, ბატონო ჩემო. ჩემს ოჯახშიც ხშირად უქეიფია. უყვარდა ეს საქმე ცხონებულს - იცით თქვენ ეს ამბავი. მეც კარგად ვიცნობდი მაგ პიროვნებას, ბატონო ჩემო. ჩემს ოჯახშიც ხშირად უქეიფია. უყვარდა ეს საქმე ცხონებულს - იცით თქვენ ეს ამბავი.
8. გუშინვე დავწერე კომენტარი და გაიჭედა. მეგონა, მაინც დაიდებოდა. ახლა ვნახე, რომ გადაუყლაპია... გიორგი მაჭუტაძე იყო ჩემი უფროსი მეგობარი, უგანათლებულესი და უდახვეწილესი პიროვნება... ისიც იმ ბნელმა 90-ანმა წლებმა შეიწირა... ასე გააგრძელე, კახა! მიგულე შენს ისეთივე მეგობრად, როგორც ორივე ჩვენგანისთვის მიკა ალექსიძე იყო! მის ნატანჯ სულს ჩვენ სხვა ვერაფრით გავახარებთ... ნათელში გვიმყოფოს ღმერთმა!.. გუშინვე დავწერე კომენტარი და გაიჭედა. მეგონა, მაინც დაიდებოდა. ახლა ვნახე, რომ გადაუყლაპია... გიორგი მაჭუტაძე იყო ჩემი უფროსი მეგობარი, უგანათლებულესი და უდახვეწილესი პიროვნება... ისიც იმ ბნელმა 90-ანმა წლებმა შეიწირა... ასე გააგრძელე, კახა! მიგულე შენს ისეთივე მეგობრად, როგორც ორივე ჩვენგანისთვის მიკა ალექსიძე იყო! მის ნატანჯ სულს ჩვენ სხვა ვერაფრით გავახარებთ... ნათელში გვიმყოფოს ღმერთმა!..
7. ...ძალიან მომეწონა, ლაღად იკითხება, არაფერი ზედმეტი, ვერაფერი მოვისაკლისე... მოკლედ, ბრავო, ავტორს... სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად :) ...ძალიან მომეწონა, ლაღად იკითხება, არაფერი ზედმეტი, ვერაფერი მოვისაკლისე... მოკლედ, ბრავო, ავტორს... სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად :)
5. ვახ. როგორ მომეწონა :)
მიყვარს კუთხური რამე-რუმეები ;;)
ცოტა კი დამწყდა გული ბოლოში აი კაცია ასე უნამუსოდ რომ გაამწესეს :( მართალი იყო მაი კაცი თავის საქმეში...
:P ვახ. როგორ მომეწონა :)
მიყვარს კუთხური რამე-რუმეები ;;)
ცოტა კი დამწყდა გული ბოლოში აი კაცია ასე უნამუსოდ რომ გაამწესეს :( მართალი იყო მაი კაცი თავის საქმეში...
:P
4. ასეთი ნირწამხდარი და შერცხვენილი კაცია მაჭუტაძე, აქამდე არავის ენახა. ჯერ ქოთნის ფერი დაედო, შემდეგ კეჟერა ფხალის. წამოფრინდა, იშიშვლა ,,მაუზერი" და ლულა ხორცის მოყვარულს მიაჭყლიტა შუბლზე: - ამ ლობიოს რომ უყურებ, დადიანის ქალის ამოზელილია!! !და მე! კაცია მაჭუტაძემ ათი ვერსი ზურგით გითრიე!!! ახლა ოთხ ფეხზე დადექი და ისე ამოთქვლიფე ღორივით, თვარა გაგათავე ადგილზე შე, უზრდელო მამაძაღლო!!!
შენი ჭირიმე ბიძია-ბაბუა...!!!!! ჰარალე, თანდათნ უფრო მომწონს შენი პროზა...5555555555555 ასეთი ნირწამხდარი და შერცხვენილი კაცია მაჭუტაძე, აქამდე არავის ენახა. ჯერ ქოთნის ფერი დაედო, შემდეგ კეჟერა ფხალის. წამოფრინდა, იშიშვლა ,,მაუზერი" და ლულა ხორცის მოყვარულს მიაჭყლიტა შუბლზე: - ამ ლობიოს რომ უყურებ, დადიანის ქალის ამოზელილია!! !და მე! კაცია მაჭუტაძემ ათი ვერსი ზურგით გითრიე!!! ახლა ოთხ ფეხზე დადექი და ისე ამოთქვლიფე ღორივით, თვარა გაგათავე ადგილზე შე, უზრდელო მამაძაღლო!!!
შენი ჭირიმე ბიძია-ბაბუა...!!!!! ჰარალე, თანდათნ უფრო მომწონს შენი პროზა...5555555555555
3. სასიამოვნო საკითხავია სასიამოვნო საკითხავია
1. გაიხარე პატ.ჰარალე , ფრიად ვისიამოვნე,აქანე თუ ხარ გამომეპასუხე , პირადში გაიხარე პატ.ჰარალე , ფრიად ვისიამოვნე,აქანე თუ ხარ გამომეპასუხე , პირადში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|