ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2009


ზაფხული კი....

ამ ცხელი მზის ნარინჯისფერს სულ არ ვემდური... არა! სულ არა!
და მწველი კოცნის გაშიშვლებულ თეთრ ნაკვალევს....
თეთრს?.... თუ ნაფერებს? ანაწითლებს ...
უცნაურ გრძნობით დაუთვლელი, რომ მეპრანჭება...
რა უნდა,  ნეტა, ისევ ღრუბლის ფერების სევდა?...
თუ უკვე მოძველებულ სამოსგაცრეცილ ფიქრებს თავს მახვევს
და მოსვენების ნანინანატრ წამებს წარმტაცებს,
რომ არ მივიღო დაგემოვნებით, ნეტარების ნატკბობი ლუკმა...
რომ არა... სულ არ გამეღიმოს ნარინჯისფრად მოხატულ თმაზე,
ხელარნახებს,  ვნებაგანაწირს.....
ამ ნარინჯისფერს რას ერჩის , ნეტა, რა დაუშავა?!.....
თან ზაფხულებზე გულანატირი, ეს ბუტია მარტო მე მწეწავს....
და  უსასრულო მწვანეში ერთხმად 
აბრიალებულ მზესუმზირისფერს დამითვლის....
მერე?  შემაჭმევს ცეცხლად.....
ზაფხული კი, ამ ბუტიას ჯინაზე მაინც ჩემი ძველი სატრფოა... 
და არ მტოვებს კენტად.
                                                                                  23 ივნისი, 2009 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები