ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივნისი, 2009


აღარ ვწერ ლექსებს...

აღარ ვწერ ლექსებს -
სურვილი ლექსის ჩაქრა ,
ვით ერთ დროს წადილი ფრენის
და როიალის სამკუთხედიდან
დოლმა ამოყო ბელტების ყელი...
ვეღარ ვწერ ლექსებს -
იმ სიხარულებს
შემოეხიათ აპრილის ფარჩა,
შხაპუნა წვიმის  სიმღერებიდან
ღაწვზე შემხმარი ცრემლები დამრჩა.
აღარ ვწერ ლექსებს.....
ვისაც ვუძღვნიდი, ვერ გრძნობდა,
ეჭვით მიმზერდნენ სხვები...
აღარ ვწერ ლექსებს....
რვეულთან ერთად დავკეცე
ერთ დროს საფრენი ფრთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები