ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2009


ჯვარცმა

დღეს მეოცნებე ანგელოზმა ფრთები დაკეცა,
ხეს სურს ფოთლები ცოდვით სავსე მიწას აყაროს,
ჯვარზე გაკრულა მაცხოვარი უმადურთათვის,
რომ ყველაფერი მიეტევოს ცოდვილ სამყაროს.

არ შეიბრალეს საწამებლად, სისხლი ადინეს,
დამსგავსებია შავი მიწა  წითელ ყაყაჩოს,
დღეს მეოცნებე ანგელოზმა ფრთები დაკეცა,
ხეს სურს ფოთლები ცოდვით სავსე მიწას აყაროს.

ავაზაკთ შორის აღუმართავთ მსხვერპლი ურწმუნოთ,
დანაშაულით თუ ზანზარებს ალბათ  გოლგოთა,
არ დაუჯერეს ქრისტეს რიგი სასწაულები,
მისმა სიკეთემ ვერ გაუძლო ენას ბოროტთა.

ბუნებაც გლოვობს უსამართლო დასჯას უფლისას,
სახეცვლილება დატყობია მთლიან სამყაროს -
დღეს მეოცნებე ანგელოზმა ფრთები დაკეცა,
ხეს სურს ფოთლები ცოდვით სავსე მიწას აყაროს...

ლიკა ოხანაშვილი
26.06.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს