 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: იუმორისტული 1 ივლისი, 2009 |
ბიკენტია ჩხაიძეს - დღეში, ამდენ აბდლურს როგორ ასწრებო? - რომ ჰკითხეს, -რას ამბობ ძამა, მე რომ მიყურებ, მზეს ვასწრებ ადგომასო. - უპასუხა. ამ დალოცვილ გურიაში, მარტო ბიკენტი, რომ იყოს დილის მახარებელი, კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ნამეტანი ბევრი იღვიძებს გურიაში - უთენია. ამგვარების მოზღვავებით ადგილობრივი, დარბაისელი საზოგადოებაც, რომ არის გაბეზრებული, ამაზე, ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, მოლარის სარკმლის თავზე გამოკრული და ჩემი თვალით წაკითხული განცხადებაც მეტყველებს: 1. მატარებელი ბათუმი - თბილისი - გადის 19 საათზე. 2. მატარებელი ოზურგეთი - თბილისი - გადის 21 საათზე. 3. აბდლურ შეკითხვებზე პასუხს არ ვიძლევით! ისე, აბდლობაზე მეტად უფულობა აწუხებთ გურულებს. მყიდველებს ფული არა აქვთ, გამყიდვლებს კი ნისიის იმედი. აა, ბატონო, მაღაზიის კედელზე გამოკრული, ამის თვალსაჩინო მაგალითი: იყიდება ნახმარი ქალის პოლსაპოჩკები. ნისიაზე ტყვილია ლაპარიკი!!! ნახმარი ქალის, - უხმარს ვინ ჩივის, - ''პოლსაპოჩკის" ფული თუ არ გაქვს, რამე სერიოზულზე რომ დაგჭირდეს ფარა, ვთქვათ - ქირურგიულ ოპერაციაზე, - რას შვები მერე? უფულოდ ვინ გაგჭრის, ან თუ გაგჭრა - გაგკერავს, ვინმე? მეტი არაა ჩემი მტერი! თუმცა, არც მთლად მასეა საქმე: მაინც ჭრიან და კერავენ ავადმყოფებს, ზოგს სამუდამოდ, გადარჩენილებს კი - მომავალში, კვალვ საოპერაციოში შეხვედრის იმედით - გულკეთილი, გურული ქირურგები. ყველას უჭირს და გერვასი წილოსანს რა დაალხენს? არა, ადრე, მოსკოვზე თვითმფრინავის ბილეთი 37 მანეთი რომ ღირდა, ისე აშენდა თქვენი და ჩემი ოჯახი, მაგი რომ იყო მოწყობილ-დალხენილი. ექიმად მუშაობდა მაშინაც. არ აკლდა: მანქანა, ფული, დროს ტარება და პაციენტები. ახლა? ეეჰ! არც ღირს სალაპარაკოდ... არა, პაციენტები ახლაც ყავს შიგა და შიგ მარა, რომელია გადამხდელი? დიდი-დიდი, ექიმის 5 კაციან ოჯახს ორ დღეს რომ დააძღობს, იმდენი ხემსი მოართვას ვინმემ და ზემოდან, - გერვასის გამოსაბრუჟად სამ დღეს და მერე მის ცოლს ზინას, გერვასის მიწაში ჩასადებად ერთი კვირა რომ ეყოფა, იმდენი ,,ოტკა" მოაყოლოს. სხვა დაფასებაც აქვს გერვასი ქირურგს რაიონში. ერთმა მადლიერმა პაციენტმა ლექსი მიუძღვნა ადგილობრივ გაზეთში: - სიკვდილის პირას ვიყავი, უფულო და უპატრონო. შენ გამომიჩნდი მფარველად - ჩვენო, გერვასი ბატონო. რამდენი გყავს მორჩენილი, დაგელოცოს მარჯვენა! სიკვდილამდე თქვენ ვალში ვარ, მადლობა, ა, ამხელა! ლექსი, იცოცხლე კარგია, მაგრამ ვერც შვილებს,რომ უყიდი მაგით -სკოლისთვის წიგნებს და ფეხსაცმელს და ვერც - ცოლს ,,რედიკულს"- ეს აქვს ცუდი. ამიტომაც, ვინმე შეძლებული, თითგაკაწრულიც რომ გამოჩენილიყო საავადმყოფოს ტერიტორიაზე - პირდაპირ გერვასისთან ამოჰყოფდა თავს. თითსაც, ბეჭამდე საგულდაგულოდ დაუმუშავებდნენ და ,, თავის დაზღვევის მიზნით" -ბრმა ნაწლავის ოპერაციასაც ზედ მიუყოლებდნენ ფრთხილი და შორსმჭვრეტელი გერვასი და მისი ექთანი ნინა. ამგვარი ბედნიერი დღე იშვიათად რომ ხდებოდა, ამაზე წუხდნენ ქირურგი, ექთანი და ვალერიანოვიჩიც. - ეს, ვინღააო - იკითხავთ თქვენ. კეთილი. გიპასუხებთ: აივენგო ვალერიანის ძე ცინცაძე! - გერვასი გერვასის ძე წილოსანის მეზობელი, ბავშვობის ძმაკაცი და მთავარი ექიმი. - აბა, გასაჭირიც ერთი ექნებათო - იტყვით. მართალიც იქნებით, თანაც, ვალერიანოვიჩის კეთილდღეობა პირდაპირ იყო და არის დამოკიდებული, გერვასიჩის შემოსავალ-გასავლის დადებით ბალანსზე. - რატომ? - ერთი ძველი წესისა და დაუწერელი კანონის გამო. აივენგო ბატონი, როგორც ზემოთ ვთქვი - საავადმყოფოს მთავარი ექიმია და გერვასის გაიმასქნებული სამი თუმნიდან - ერთი მას ეკუთვნის. ამ წესს და ტრადიციას, როგორც გურულების სოციალურ ყოფას, ვატყობ მე - კარგა ხანი შეცვლა არ უწერია. ძმაკაცობა, ძმაკაცობაა. კანონი კი -კანონი, გინდ დაწერილი იყოს, გინდ დაუწერელი. ჩვენი ექიმი, დღემდე - არც ძმაკაცობაში ჩაჭრილა და არც წესების დაცვაში - აწი, რა წაახდენს? მეზობელი რაიონული ცენტრიდან, კაი ხნის უნახავი ცოლის და ესტუმრა ბიკენტია ჩხაიძეს. 17 წლის წინ, იაპონიის საავტომობილო ქარხნის კონვეირიდან ჩამოსულ, თითქმის ახალთ-ახალ ,,დატცუნს', თავად დოლიძის ქალი მართავდა. თავიდან ვერც იცნო ბიკენტიმ ცოლის და. ან რას იცნობდა? ბოლოს რომ ნახა თითქმის ,,ბაღანა' იყო. ხშირი, წაბლისფერი, წელამდე თმა ჰქონდა. მეზობლის ცხენის ,,ტაჩკაზე" იყო წამოსკუპებული და მეზობლისვე ბალს მიირთმევდა, არხეინად. ახლა, ქერად თმაშეღებილი, ჯინსებსა და ფერად მაისურში გამოწყობილი, ათქვირული ქალი ედგა თვალწინ და : -ცოლის და რაფერ ვერ იცანი? შე გლახაო, - უჩიოდა. გაიხარეს მასპინძლებმა, ნანატრი სტუმრის მობრძანებით. განსაკუთრებით ბავშვები იყვნენ კმაყოფილნი, დეიდამ, -ჯერ ,,მარკეტებშიც" რომ არ გამოჩენილა, ,,იმფერი"თურქული ტკბილეულობა ჩამოურიგა. არც უფროსები დარჩნენ უსაჩუქროდ: მეგის - ,, ქუმტელას' ელექტრო საცხობი და ძაღლის მოყვანილობის, თბილი ჩუსტები ერგო, ბიკენტის: ,, ტუფლებს ელანძე რომ აპრიალებს იმფერი" ღრუბელი, ,, ვინცხა, თეიმუროვის მაზი" და ორი ჰალტუხი. ასე დასაჩუქრებულნი, ხომ არ მოიჭრიდნენ თავს მასპინძლები. გაიშალა დიდებული სუფრა. საღამოს ჩათვლით სანაქებოდ მიდიოდა ყველაფერი. კარგად მოილხინეს, იცეკვეს, იმღერეს, ერთმანეთის ამბავიც გამოიკითხეს. დიდი საქმე წამოუწყია თურმე, ბიკენტის ცოლის დას - მადლენა დოლიძეს. აქედან, თხილი და ხელს რომ მოყვება იმდენი სპილენძი მიაქვს თურმე - თურქეთში, რიზეში გასაყიდად. იქიდან - ,, ჭინჭები და ქვეყნის რაცხა"- ბათუმში ხოფის ბაზარზე. შემდეგ ისევ თურქეთში ბრუნდება და ასე... არც თავის მოვლა აკლია, არც ჩასაცმელ-დასახური და იმპორტულ მანქანაზეც არის მომჯდარი. საღამოს ჩათვლით ყველაფერი კარგად მიდიოდა ბიკენტი ჩხაიძეს ოჯახშიო - ხო ვთქვი? - ვთქვი. ღამით მაღალი სიცხე მისცა და მუცელი ატკივდა სტუმარს. არიქა! ამოუწმინდეს კუჭი. აქეთ ძმრიანი წინდებიო, კეჟერა ფხალის და კომბოსტოს ფოთლებშიც, ტოლმასავით გაახვიეს მადლენა, მაგრამ რად გინდა? არც მუცელი ეშვება და არც სიცხე უკლებს, მაინცდამაინც. დილა უთენია, თავისივე მანქანით მიაყენეს საავადმყოფოს კარს, დოლიძის ქალი. ორშაბათს, სიფთაზე - კოჭი ალჩუზე დაუჯდა, გერასიმე ექიმს. - ორმხრივი ფილტვების ანთება, მწვავე აპენდიციტი - ბეწვზე გავასწარით პერიტონიტს! - ასეთი იყო ოპერაციაშემდგომი დასკვნა, ოპერატორის. - 8-10 დღე აქ უნდა იყოს, ფეხი არ მოიცვალოს! ვერ გაგატანთ ვერაფრიზა! - მკაცრად გააფრთხილა ნინო ექთანმა ბიკენტი და მისი ცოლი. ოპერაცია - ოპერაციად და საავადმყოფოში წოლაც, ხომ ფული ღირს? ქალს, დახატული მანქანა ყავს და ვინ გაუშვებს ორ დღეში? ჯერ ლარიც არავის მოუცია ( ან რისი მიმცემია ბიკენტია?), მაგრამ - ვაცალოთ ავადმყოფს, გამოიხედოს თვალში. ბრმა ნაწლავის ამოჭრამ და ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა, ჩინებულად ჩაიარა. ფილტვების ანთებაც ჩაქრა პრაკტიკულად. ახლოვდება სანატრელი ჟამი, გასამრჯელოს აღებისა. არა, და ამ ყველაფერში, კი მოიყარა საკმაო თანხამ თავი. კმაყოფილია სამსახურში მიმავალი გერვასი და ცოლს, საღამომდე ნისიად, მაღაზიიდან - ქათმის ბარკლების, თურქული მაკარონის და ზეფირის გამოტანას აბარებს, - უყვარს ნამეტანი. საავადმყოფოს ეზოში შედგა თუ არა ფეხი, ნინა ექთანის განწირული ვაი-უშველებელი შემოესმა. გულმა რეჩხი უყო. - რა მოხდა ქალო?! რას დეიმხე ქვეყანა, მოკვდა ვინმე, თუ?! -შეუკივლა გერვასიმ ნინა ექთანს, ცის მიწაზე ჩამომტანელი და გამეხებული ქალი, რომ დაინახა - კორიდორში. - ვარესი!!! ვარესი!!! გერვასი ექიმოოო! - გეიპარა იმ სასიკვდილე ბიკენტიას, საკივდილე მადლენააააააა! მაგას ამოუწყდა ოჯახში ჭადის დამცხობი და თოხის დამკვრელიიიი! ააა, ეს წერილი დატია მარტო და გეიპარააა!!! მაგან არ გეიხაროს ქვეყანაზეეეე! გასკდომოდა, ი ბრმანაწლავიიიიი, რას მევიკალით, ნეტაი თავიიიიი?!! გერვასი, მადლენა დოლოძის წყევლას არ აწყვეტინება - ნინოს. რასაც თავად ფიქრობდა, იმას - ოდნავ შეცვლილად ახმოვანებდა ექთანი. - მანახე ერთი რა წერილია?- იკითხა ბოლოს ხუთი წლით დაბერებულმა გერვასიმ და უკვე გახსნილი კონვერტიდან წერილი ამოიღო. თეთრ ფურცელზე, არც თუ ისე გაწაფული კალიგრაფიით გამოყვანილი ტექსტი მორცხვად იუწყებოდა:
გერვასი ექიმო!
ნამეტანი მადლობელი ვარ თქვენი. თქვენ რომ არა, ცოცხალი ვერ გავატანდი. დიდი მადლიერი ვარ . თლა უნამუსო და დოუნახავი არ გეგონოთ. მიზა გევიპარე, რომ მცხვენია თქვენი. ახლა არ მაქვს ფული, მარა, რაფერც კი თხილს ჩავაბარებ თურქეთში, მაშინვე მოგართუმთ. ეს რომ ასე იქნება და წყალი, რომ არ გოუვა ამ ამბავს - ა, თქვენ ჩემი სამი ღერი ულვაში.
ჩაყო ხელი გერვასიმ კონვერტში და კარგად მიხვდა, - საიდანაც ამოდღლეზილი, - ორი ღერი ბალანი შერჩა ხელში, მესამე შიგ ჩარჩენილიყო. - ნინა! მორჩი ახლა პანაშვიდს და ეს კონვერტი, რაც შიგ დევს იმიანად, აივენგო ვალერიანოვიჩს მიართვი. ეკუთვნის მაი! არც ამ ჯერად დაივიწყა წესი და რიგი გერვასი გერვასიჩმა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. კაი ხანია ამდენი არ მიცინია. გურული იუმორი სულ სხვაა! კაი ხანია ამდენი არ მიცინია. გურული იუმორი სულ სხვაა!
40. ისევ მოვედი და ახალად დავიწყე შენი გურულების გადაკითხვა...:-* სიცილი ჯამრთელობააო და შემოდით აქ...:)))))))))) იკითხეთ და...თავისთავად იცინებთ ისევ მოვედი და ახალად დავიწყე შენი გურულების გადაკითხვა...:-* სიცილი ჯამრთელობააო და შემოდით აქ...:)))))))))) იკითხეთ და...თავისთავად იცინებთ
39. ჰარალე, მომეწონა მე ეს და რატომო არ მკითხო -
აბდლურ შეკითხვებზე პასუხებს არ ვართ :)) ჰარალე, მომეწონა მე ეს და რატომო არ მკითხო -
აბდლურ შეკითხვებზე პასუხებს არ ვართ :))
38. კიდე შემოვედი სიცილით...
მეგობარი მყავს გურული და ასე იცის თქმა: -გურული ვარ, მარა ვმკურნალობო...
რაც თავი მახსოვს, ასე ამბობს და ალბათ, მართლა ბილიარდის ბურთვით ექნება მალე თავ- ..... (აღაარ გავაგრძელებ) :D :D :D კიდე შემოვედი სიცილით...
მეგობარი მყავს გურული და ასე იცის თქმა: -გურული ვარ, მარა ვმკურნალობო...
რაც თავი მახსოვს, ასე ამბობს და ალბათ, მართლა ბილიარდის ბურთვით ექნება მალე თავ- ..... (აღაარ გავაგრძელებ) :D :D :D
37. ხვიჩიას,კვანტალიანის და ჟორჟოლიანის კინოროლების მერე ასე გულიანად არ მიცინია.... გეიხარე შენ ნამეტნავად... :D :D :D :D :D :D ხვიჩიას,კვანტალიანის და ჟორჟოლიანის კინოროლების მერე ასე გულიანად არ მიცინია.... გეიხარე შენ ნამეტნავად... :D :D :D :D :D :D
36. ჰარალე, კიდევ კარგი, თქვენს მოთხრობას კიდევ ასი წელი არ წაიკითხავენ გერვასი და ვალერიანოვიჩი, თორემ დაღუპული იქნებოდით.
:) :) :) :) :) :) :) 5 ჰარალე, კიდევ კარგი, თქვენს მოთხრობას კიდევ ასი წელი არ წაიკითხავენ გერვასი და ვალერიანოვიჩი, თორემ დაღუპული იქნებოდით.
:) :) :) :) :) :) :) 5
35. ნამდვილი ცოცხალი და ხალასი გურული იუმორით არის დაწერილი! სიცოცხლის ხალისს რომ დაუბრუნებს ადამიანს ისეთია. გაიხარეთ! მაგრამ ეს რა შემომესმა. დაემშვიდობეთ აქაურობასოოო???? არც გაიფიქროთ მაი ავტორო! საიტელების ღალატს არ უნდა ქონდეს ადგილი! პატივისცემით: თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი. ნამდვილი ცოცხალი და ხალასი გურული იუმორით არის დაწერილი! სიცოცხლის ხალისს რომ დაუბრუნებს ადამიანს ისეთია. გაიხარეთ! მაგრამ ეს რა შემომესმა. დაემშვიდობეთ აქაურობასოოო???? არც გაიფიქროთ მაი ავტორო! საიტელების ღალატს არ უნდა ქონდეს ადგილი! პატივისცემით: თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი.
34. თუ გსიამოვნებთ ჩემი მონათხრობის მოსმენა, გაგახაროთ ღმერთმა. ამფერი აბდლურების ლაპარიკი, დღეში ორ გიდელს რომ გაავსებს - იმდენი შემიძლია მე. სანამ თქვენ გეღიმებათ - იკითხეთ და მეც სანამ არ მომწყინდება - დავწერ, აბა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!! ჰა-რა-ლე. 2009-07-01 22:48:09
რავიცი, რავიცი... კი იკარგებით ხოლმე და გვალოდინებთ უღვთოდ და... :-? თუ გსიამოვნებთ ჩემი მონათხრობის მოსმენა, გაგახაროთ ღმერთმა. ამფერი აბდლურების ლაპარიკი, დღეში ორ გიდელს რომ გაავსებს - იმდენი შემიძლია მე. სანამ თქვენ გეღიმებათ - იკითხეთ და მეც სანამ არ მომწყინდება - დავწერ, აბა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!! ჰა-რა-ლე. 2009-07-01 22:48:09
რავიცი, რავიცი... კი იკარგებით ხოლმე და გვალოდინებთ უღვთოდ და... :-?
33. იყიდება ნახმარი ქალის პოლსაპოჩქები,, გეკუთვნის 55555 იყიდება ნახმარი ქალის პოლსაპოჩქები,, გეკუთვნის 55555
32. მოვიხიბლე... დიდიხნის მივიწყებული ქართული კინოკომედიასავით ვუყურე. თვალების დახუჭვაც კი არ დამჭირვებია. გაიხარე :) მოვიხიბლე... დიდიხნის მივიწყებული ქართული კინოკომედიასავით ვუყურე. თვალების დახუჭვაც კი არ დამჭირვებია. გაიხარე :)
30. ვიხალისე.... კარგია... ვიხალისე.... კარგია...
28. უდავოდ კარგია!:)) გავხალისდი ამ შუაღამისას:)) ხალასი იუმორი,კარგი ენით დაწერილი.ქართული (არამარტო გურული) ხასიათის შტრიხები საუკეთესოდაა დაჭერილი და ნაჩვენები. მოკლედ,ვისიამოვნე :) უდავოდ კარგია!:)) გავხალისდი ამ შუაღამისას:)) ხალასი იუმორი,კარგი ენით დაწერილი.ქართული (არამარტო გურული) ხასიათის შტრიხები საუკეთესოდაა დაჭერილი და ნაჩვენები. მოკლედ,ვისიამოვნე :)
27. ძალიან კარგია! უუფ...ვიცინე–მეთქი ვერ დავიჩემებ (დიდი ხანია აღარ მეცინება, რატომღაც), მაგრამ ნაღდად ჩავიღიმე ჩემო ჰარალე! გააგრძელე–ძმო, ძალიან მომწონს შენი ნაწერები. გუდ! მოორ დენ გუდ! ძალიან კარგია! უუფ...ვიცინე–მეთქი ვერ დავიჩემებ (დიდი ხანია აღარ მეცინება, რატომღაც), მაგრამ ნაღდად ჩავიღიმე ჩემო ჰარალე! გააგრძელე–ძმო, ძალიან მომწონს შენი ნაწერები. გუდ! მოორ დენ გუდ!
26. ძალიან კარგია. უუფ! სიცილით არ მიცინია, მაგრამ ნაღდად ჩავიღიმე. მალადეც! ძალიან კარგია. უუფ! სიცილით არ მიცინია, მაგრამ ნაღდად ჩავიღიმე. მალადეც!
25. ძალიან კარგია. უუფ! სიცილით არ მიცინია, მაგრამ ნაღდად ჩავიღიმე. მალადეც! ძალიან კარგია. უუფ! სიცილით არ მიცინია, მაგრამ ნაღდად ჩავიღიმე. მალადეც!
24. :):):) ძალიან ვიხალისე.....ნამეტანი კაია გურული იუმორი......გაგახაროთ ღმერთმა! :) :):):) ძალიან ვიხალისე.....ნამეტანი კაია გურული იუმორი......გაგახაროთ ღმერთმა! :)
23. ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე არა რა გურულები სამუზეუმო ექსპონატები არაინ და ნახმარი ქალი ხო შოყი იკყო ბოლო სასწაული დამთავრებიანად..გემრიელია გადასარევი გადასვლებით ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე არა რა გურულები სამუზეუმო ექსპონატები არაინ და ნახმარი ქალი ხო შოყი იკყო ბოლო სასწაული დამთავრებიანად..გემრიელია გადასარევი გადასვლებით
22. "აბდლურ შეკითხვებზე პასუხს არ ვიძლევით!" "ნისიაზე ტყვილია ლაპარიკი!!! :)) :)) :)) ამდენი კარგა ხანია არ მიცინია... თქვენ შემთხვევით გურული ხომ არ ხართ? "აბდლურ შეკითხვებზე პასუხს არ ვიძლევით!" "ნისიაზე ტყვილია ლაპარიკი!!! :)) :)) :)) ამდენი კარგა ხანია არ მიცინია... თქვენ შემთხვევით გურული ხომ არ ხართ?
21. :)) :)) მაგარი იყო!!! ჯიგარი ხარ!!! კარგი ჩემგან!!! :)) :)) მაგარი იყო!!! ჯიგარი ხარ!!! კარგი ჩემგან!!!
20. +2 მეტი არ მაქვს :) ძნ მომეწონა... +2 მეტი არ მაქვს :) ძნ მომეწონა...
18. მაგარი ხარ ჰა-რა-ლე, ყოველთვის მომწონდა სენი ნაწერები... მაგრად მიყვარს გურულები...5555555555555555 მაგარი ხარ ჰა-რა-ლე, ყოველთვის მომწონდა სენი ნაწერები... მაგრად მიყვარს გურულები...5555555555555555
17. დიდი მადლობა ყველას! 16-ე კომენტარს რაც შეეხება, მართალი ბრძანებაა - ,,ი" სრულიად ზედმეტია და წავშლი. ახლა, სხვას მოგახსენებთ: წინა მოთხრობის ბოლოს რომ დაგემშვიდობეთ, არ დამვიწყებია, მე. მაგრამ, ისეთმა პატივსაცემმა პიროვნებებმა მითხრეს გააგრძელეო, რომ - უზრდელობაც გამოვიდოდა და მეტიჩრობაც ასე რომ არ მოვქცეულიყავი. ნება თქვენია! თუ გსიამოვნებთ ჩემი მონათხრობის მოსმენა, გაგახაროთ ღმერთმა. ამფერი აბდლურების ლაპარიკი, დღეში ორ გიდელს რომ გაავსებს - იმდენი შემიძლია მე. სანამ თქვენ გეღიმებათ - იკითხეთ და მეც სანამ არ მომწყინდება - დავწერ, აბა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!! დიდი მადლობა ყველას! 16-ე კომენტარს რაც შეეხება, მართალი ბრძანებაა - ,,ი" სრულიად ზედმეტია და წავშლი. ახლა, სხვას მოგახსენებთ: წინა მოთხრობის ბოლოს რომ დაგემშვიდობეთ, არ დამვიწყებია, მე. მაგრამ, ისეთმა პატივსაცემმა პიროვნებებმა მითხრეს გააგრძელეო, რომ - უზრდელობაც გამოვიდოდა და მეტიჩრობაც ასე რომ არ მოვქცეულიყავი. ნება თქვენია! თუ გსიამოვნებთ ჩემი მონათხრობის მოსმენა, გაგახაროთ ღმერთმა. ამფერი აბდლურების ლაპარიკი, დღეში ორ გიდელს რომ გაავსებს - იმდენი შემიძლია მე. სანამ თქვენ გეღიმებათ - იკითხეთ და მეც სანამ არ მომწყინდება - დავწერ, აბა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!
16. "საავტომობილო ქარხნის კონვეირიდან ჩამოსული" აქ მე მგონი უნდა იყოს "ჩამოსულ" თორემ "დატსუნი" კი არა დოლიძის ქალი გამოდის კონვეირიდან ჩამოსული :)
მოთხრობას 5 ქულა კარგად ვიხალისე :)
"გერვასის მიწაში ჩასადებად ერთი კვირა რომ ეყოფა, იმდენი ,,ოტკა" მოაყოლოს" ,, ვინცხა, თეიმუროვის მაზი" :D
"რასაც თავად ფიქრობდა, იმას - ოდნავ შეცვლილად ახმოვანებდა ექთანი." :D :D "ოდნავ შეცვლილად" :D
ვიხალისე კარგად კომენტარებზეც
მოკლედ... 5 "საავტომობილო ქარხნის კონვეირიდან ჩამოსული" აქ მე მგონი უნდა იყოს "ჩამოსულ" თორემ "დატსუნი" კი არა დოლიძის ქალი გამოდის კონვეირიდან ჩამოსული :)
მოთხრობას 5 ქულა კარგად ვიხალისე :)
"გერვასის მიწაში ჩასადებად ერთი კვირა რომ ეყოფა, იმდენი ,,ოტკა" მოაყოლოს" ,, ვინცხა, თეიმუროვის მაზი" :D
"რასაც თავად ფიქრობდა, იმას - ოდნავ შეცვლილად ახმოვანებდა ექთანი." :D :D "ოდნავ შეცვლილად" :D
ვიხალისე კარგად კომენტარებზეც
მოკლედ... 5
14. ვახ. როგორ მიყვარს ამ გვერდზე რა :D
ძაალიან მააგაააარიააა :D:D:D ვახ. როგორ მიყვარს ამ გვერდზე რა :D
ძაალიან მააგაააარიააა :D:D:D
13. მაგის წვერს და ულვაშს სხვა ადგილის ფასი რომ აქვს - ეს მაღელვებს მე - თამარ ბატონო! მაგის წვერს და ულვაშს სხვა ადგილის ფასი რომ აქვს - ეს მაღელვებს მე - თამარ ბატონო!
12. გაიხარე... თამრიკომ შემომიშვა აქ, - წაიკითხეო! მაგარი ხარ, ძმაო! 5 გაიხარე... თამრიკომ შემომიშვა აქ, - წაიკითხეო! მაგარი ხარ, ძმაო! 5
11. კიდევ შემოვედი! ისე, ბალანს - ულვაშებიდან არიგებდნენ წინეთ და... ჰარირამას ქე აქვს ულვაშები... და წვერებიც კიდო!... :)) :)) მაპატიეთ... მეცინება და რა ვქნა? კიდევ შემოვედი! ისე, ბალანს - ულვაშებიდან არიგებდნენ წინეთ და... ჰარირამას ქე აქვს ულვაშები... და წვერებიც კიდო!... :)) :)) მაპატიეთ... მეცინება და რა ვქნა?
10. 3. ჰარალე , გიგზავნი სამ ბალანს , 7 საათამდე არ დაწვა ე მაგ დროიზა დაწვი და გავჩდები შენთან, არ იაბდლო და ადრიანად არ დაწვა , ტვარა დაგერხევა . აპა რაი.... ჰარირამა. 2009-07-01 14:17:16
4. ჰარირამა, ასე აბდლურად რომ არიგებ ბალნებს, მიზა ქავს თავი ბილიარდის ბურთივით. და სხვაი ადგილიდან ამოდღლეზილს არც შენ რომ იკადრებ და არც მე მაკადრებ - ვიცი მაი. ჰა-რა-ლე. 2009-07-01 14:33:19
უუფ, თქვენ გაიხარეთ... წუხანდელს მერე ვიცინი! არ წახვიდე, რა, კახა? დალოცვილო, კალამი მაგრად მოგდევს და მეტს კი აფერს ვითხოვთ აქანა ჩვენ?
დიიიიდი, უზარმაზარი 5! 3. ჰარალე , გიგზავნი სამ ბალანს , 7 საათამდე არ დაწვა ე მაგ დროიზა დაწვი და გავჩდები შენთან, არ იაბდლო და ადრიანად არ დაწვა , ტვარა დაგერხევა . აპა რაი.... ჰარირამა. 2009-07-01 14:17:16
4. ჰარირამა, ასე აბდლურად რომ არიგებ ბალნებს, მიზა ქავს თავი ბილიარდის ბურთივით. და სხვაი ადგილიდან ამოდღლეზილს არც შენ რომ იკადრებ და არც მე მაკადრებ - ვიცი მაი. ჰა-რა-ლე. 2009-07-01 14:33:19
უუფ, თქვენ გაიხარეთ... წუხანდელს მერე ვიცინი! არ წახვიდე, რა, კახა? დალოცვილო, კალამი მაგრად მოგდევს და მეტს კი აფერს ვითხოვთ აქანა ჩვენ?
დიიიიდი, უზარმაზარი 5!
9. :)) მაგარი სცენარია ძმაო! :)
ისე, გურულების ამბავი თავადაც მოგეხსენება და - შემოქმედში, ჩამოვარდა კაცი ხიდან, გააქანეს ეგრევე საავადმყოფოში, ხოდა დაიწყო ექიმმა წუწუნი - სა იყავით აქამდე, ადრე რეიზა არ მოიყვანეთო... კაცო, სანამ ხეზე ავიდოდა მანამდე ხო არ მოვიყვანდითო?! :D :)) მაგარი სცენარია ძმაო! :)
ისე, გურულების ამბავი თავადაც მოგეხსენება და - შემოქმედში, ჩამოვარდა კაცი ხიდან, გააქანეს ეგრევე საავადმყოფოში, ხოდა დაიწყო ექიმმა წუწუნი - სა იყავით აქამდე, ადრე რეიზა არ მოიყვანეთო... კაცო, სანამ ხეზე ავიდოდა მანამდე ხო არ მოვიყვანდითო?! :D
8. ძალიან კარგია :D
გადარბენით წავიკითხე, კარგად უნდა ჩავუჯდე მერე :))))))))))))) ძალიან კარგია :D
გადარბენით წავიკითხე, კარგად უნდა ჩავუჯდე მერე :)))))))))))))
7. =))=))=)) 555 =))=))=)) 555
6. =)) =)) =)) ჩავბჟირდიიიიიი..... =)) =)) =)) ჩავბჟირდიიიიიი.....
4. ჰარირამა, ასე აბდლურად რომ არიგებ ბალნებს, მიზა ქავს თავი ბილიარდის ბურთივით. და სხვაი ადგილიდან ამოდღლეზილს არც შენ რომ იკადრებ და არც მე მაკადრებ - ვიცი მაი. ჰარირამა, ასე აბდლურად რომ არიგებ ბალნებს, მიზა ქავს თავი ბილიარდის ბურთივით. და სხვაი ადგილიდან ამოდღლეზილს არც შენ რომ იკადრებ და არც მე მაკადრებ - ვიცი მაი.
3. ჰარალე , გიგზავნი სამ ბალანს , 7 საათამდე არ დაწვა ე მაგ დროიზა დაწვი და გავჩდები შენთან, არ იაბდლო და ადრიანად არ დაწვა , ტვარა დაგერხევა . აპა რაი.... ჰარალე , გიგზავნი სამ ბალანს , 7 საათამდე არ დაწვა ე მაგ დროიზა დაწვი და გავჩდები შენთან, არ იაბდლო და ადრიანად არ დაწვა , ტვარა დაგერხევა . აპა რაი....
2. ჯიგარი ხარ, კახა! ახალისებ აქოურობას! ამას გვამადლიდი, მეტს რომ აღარ დვდებ არაფერს საიტზეო?!. არ ქნა მაი, ძმობას გაფიცებ და რაც გუშინ მოგწერე, მაგის ატვეჩაი ვარ ასიანი! მოგიკითხე კაცურად! ორ ახალ ლექსს ცალკე პასილკით გამოგიგზავნი ორ წუთში! შენც ახლებს ჩაუჯექი ისევ! დროებით! ჯიგარი ხარ, კახა! ახალისებ აქოურობას! ამას გვამადლიდი, მეტს რომ აღარ დვდებ არაფერს საიტზეო?!. არ ქნა მაი, ძმობას გაფიცებ და რაც გუშინ მოგწერე, მაგის ატვეჩაი ვარ ასიანი! მოგიკითხე კაცურად! ორ ახალ ლექსს ცალკე პასილკით გამოგიგზავნი ორ წუთში! შენც ახლებს ჩაუჯექი ისევ! დროებით!
1. ამისტვის შემოვედი ახლა, გაიხარე რამდენი მაცინე!!!!! დამსახურებული 5 ჰარალეს!!! ამისტვის შემოვედი ახლა, გაიხარე რამდენი მაცინე!!!!! დამსახურებული 5 ჰარალეს!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|