 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 6 ივლისი, 2009 |
კაცური კაცია, -რაღაც სულელურად დავიწე. კაცი, კაცური უნდა იყოს, თორემ - ქალური კაცის რა მითქვია მე, ან სხვას. კაცია! - ასტამურ ემხვარი! მთელი ცხოვრება წიგნების კითხვას შესწირაო, რომ ვთქვა - არ იქნება მართალი. ან რატომ უნდა მოვიტყუო? ისე, წიგნიც საკმაოდ აქვს ნაკითხი ასტამურ ბატონს და იმდენიც იცის, რაც ბევრ, მის წაუკითხავ წიგნში სწერია, ან - ჯერაც რომ არ არის დაწერილი. ნადირობის ტრფიალია - ღირსეული გვარის, ღირსეული წარმომადგენელი. ჩემზე ზუსტად, 27 წლითაა უფროსი. ვძმაკაცობთ. ისე, ბავშვობიდან დამყვა - სულ უფროსებთან ვმეგობრობდი ( მადლობა ღმერთს, არც ჩემი კბილა ხალხი მაკლია), რაღაც უფრო მაინტერესებდა მათთან ყოფნა. შემდეგ, მამაჩემის რამოდენიმე მეგობარიც გავიძმაკაცე და მათი დამსახურებაა, წარღვნამდელ ამბებს რომ გიყვებით, ხოლმე - შიგადაშიგ. ბებია მყავდა მეგრელი. თავადის ქალი გახლდათ და ბავშვობაში, აფხაზებთან - გაძიძავებული. ბებია არ იყო გამონაკლისი. იმ დროინდელი მეგრელი თავად-აზნაურობა, ძიძად, ხშირად აფხაზი გლეხის ქალს და მის ოჯახს ირჩევდა. - უწინ, სამეგრელოში, ბებია - ვინმეზე თუ უნდოდათ ეთქვათ: ვაჟკაცი, ზრდილი, მშრომელი, პირგაუტეხელი, სტუმართმოყვარე ადამიანიაო - ,,აფხაზივით კაციაო" - იტყოდნენ, მოკლედ. - ხშირად უთქვამს ბებიას. ასეთი ,,აფხაზივით კაცი" იყო, აფხაზი თავადის შვილი - ასტამურ ემხვარი. სანადიროდ დაგვპატიჟა, ერთხელ. ცოლად რაჭველი - დემეტრაშვილის ქალი ჰყავდა, სოფელ ჟაშკვადან. ჟაშკვაში კი, შორს წასვლა რად გინდა - ტყე, მგელი და დათვი, ეზოში შემოგდის პირდაპირ. ასტამურსაც რა უნდოდა მეტი? ხშირად ათევდა ღამეს ცოლეულის სახლში. საღამოს პირი იყო სოფელში რომ ჩავედით. შუკაში შემოგვეგება - ასტამურ ბატონი. ქვედა თემში - კალმახელიძეებში ვიყავით ჯერ - ჩვენი მანქანის ხმა, რომ გაუგია. სახელდახელო სუფრაც გაშლილი ჰქონდა. სახელდახელო ეძახე შენ: პური, ყველი, ცივად მოხარშული დედალი, ლობიანი, ღორის შებოლილი ხორცი, დათვის კატლეტი. რა გინდა მეტი? ალადასტურიც ისეთია , ჯერ დასალევად ვერ გაიმეტებ, და თუ გაბედე - თვალდახუჭული, ნელ-ნელა დაუწყებ წრუპვას - ჭიქაში როგორ მთავრდება, ვერ დავინახოო. ერთი, ჰოლანდიელი სტუმარიც გვირევია, ჩამოსულებს. საქართველოში მივლინებით მყოფი. აეროპორტშივე მივხვდი, ვერ იყო მთლად ვაჟკაცობით გამორჩეული, მაგრამ რას ვიზამდი? სტუმარი - სტუმარია, სამსახურიც - სამსახური. არა და მაინცდამაინც მე მანდეს მისი მასპინძლობა. ისე, გამოგიტყდებით და თავიდან, ,,ცოტა" კი იყო ჩემი ბრალი, რა ხათაბალაშიაც აღმოვჩნდი. დირექტორმა: - ,,როტერდამიდან, 26 წლის ხელოვნებათმცოდნე - ივონა-მარი ვან დერ ჰაარტი, თუ ვიღაც ასეთი უნდა გვეწვიოსო". - მე დავხვდები აეროპორტში - ვითავე, უფროსთან და თანამშრომლებთან. ქალი მეგონა ( სულ ერთ ბგერაში შევჩდი, ივონას ნაცვლად ივონ ყოფილა)და რა ვიცოდი ორ მეტრიანი კაცი თუ შემრჩებოდა ხელში. ისე, ქალურ მომხიბვლელობას ისიც გვარიანად ავლენდა, მაგრამ - ღმერთმა დამიცვას! ასეთი საქმეებისკენ გამხედველი არ ვარ მე. მოკლედ, სტუმარს ხომ არ დავტოვებდი და შევთავაზე სანადიროდ წასვლა, თან მშვენიერ ბუნებას ნახავ მეთქი დავპირდი. ნადირობაზე თავიდანვე შორს დაიჭირა, ბუნების სილამაზით დატკბობაზე კი დამთანხმდა და აგერ, ისიც ჩვენთან ერთად მოჯდომია ასტამურ ემხვარის გაშლილ სუფრას. - რა გითხრათ ჩემო მეგობრებო და ბატონებო, - წამოიწყო 4-5 სადღეგრძელოს შემდეგ მასპინძელმა საუბარი. - ამ ხალხს რომ უსმინო, ,,დემოკრატია" ან მათი მოგონილი სიტყვა ჰგონიათ, ან გუშინწინდელი ამერიკიდან, გუშინ შემოსული. ანტიკური საბერძნეთი ან ძველი რომი არ გაუგიათ, დავიჯერო? იქ რომ არჩევნები და ხალხის მმართველობა იყო- ასეთი უნდა, მაგრამ რა შედეგი გამოიღო? ძალაუფლების აბსოლუტური მოხვეჭა და გარყვნილება. ახლა ვიცი, მეტყვით თქვენ - მაშინ სხვა დრო იყო, თორემ ნაღდ დემოკრატიას რა სჯობსო? თქვე დალოცვილებო, ქაღალდზე კომუნიზმი და სოციალიზმიც მშვენიერია, მაგრამ რეალურად რაც გამოვიდა, თქვენც ხომ მოესწარით? მივხვდი, ასტამურ ემხვარი ხანგრძლივი მონოლოგისთვის იყო მზად. ისე, არ გახლავთ უხვსიტყიანობით გამორჩეული კაცი. ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ ახასიათებს, მონატრებული თუ ყავს თანამოსაუბრე, ან რაღაც ან ვიღაც არ მოსდის თვალში და მან რომ გაიგოს - სხვას მიმართავს ხოლმე. - დემოკრატიას კიდევ რა უჭირს, გუშინ გამოჩეკილი ინდაურის ჭუჭულები რომ არ გასწავლიდნენ ჭკუას - კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ეს მოზღვავებული უზნეობა და გარყვნილება, მაინც ნამეტანია. ტელევიზორი ვერ ჩაგირთავს კაცს, მარტო თუ არ ხარ სახლში. ახლა, ჟურნალები აიღეთ. სათაურებად სულ ,,მარგალიტები" აქვთ გამოტანილი. ,, ვის უპირებს მ.გ. ლოგინში შეთრევას?" ,, ვისთან სურს სექსი გ,მ-ს?" ,, რა უდევს შარვალში მ.მ-ს?" - რაც მ.მ-ს შარვალში უდევს იმ ჟურნალისტის და რედაქტორის ჯანში იყოს - მე რაში მაინტერესებს? ასეთ თემებზე წერა ან ეთერით გაშუქება, ევროპელობა ჰგონიათ, ამ გუშინ ჟაშკვა-ბანძა-მათხოჯიდან ჩამოსულ, ,,ტოკიო-ლას ვეგას-ვენეციელებს". - ცოტა ნელა ილაპარაკე, ასტამურ-ჩემო, ხომ ხედავ ვერ ვასწრებთ თარგმნას - საუბარი შევაწყვეტინე და დალოცვილი ალადასტურიც ჩამოვცალე ჭიქებში. - აგაშენა ღმერთმა, ყელი გაგვიშრა და სადღეგრძელოსაც მოგახსენებთ. - განაგრძო ახლა უკვე ჭიქით ხელში თამადამ და მასპინძელმა. დათვიც მომინადირია, შველიც და ირემიც. ჯიხვზეც არაერთხელ ვყოფილვარ. ნადირი როგორ არ შემცოდებია, მაგრამ მონადირისთვის შეუფერებელი საქციელი არასდროს ჩამიდენია. აგერ ხვალაც ვაპირებთ გასვლას და სტუმარსაც ვანადირებთ... - სტუმარი, ნადირობის წინააღმდეგია ასტამურ. ველური ბუნებით და აქაური ხედებით აპირებს დატკბობას. ის კი არა, თევზაობაზეც უარი მითხრა - ივონის გადაწყვეტილება ვამცნე მონადირეს. - კეთილი ბატონო, როგორც ინებებს. ჰოდა იმას ვამბობდი, ცხოველი ყოფილა ერთი, - მღრნელია, ბეწვის გამო ნადირობენ, მასზე. საოცრად მოვლილი და ძვირფასი ბეწვი ჰქონია, თურმე. დიდად ფასობს. საფანტით ბეწვი რომ არ დაუზიანონ, არ იკითხავთ როგორ ნადირობენ? მოიმწყვდევენ ისეთ ალაგას ერთი გასაქცევი, რომ აქვს მხოლოდ. უახლოვდებიან და წინ ტალახს უსხამენ. ტალახით უღობავენ გზას. საწყალი ცხოველი, ბეწვი არ დამესვაროსო და არ გარბის თურმე. მივლენ და ხელით იჭერენ ცოცხალს. მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება. მღრნელი რომ აჯობებს, ის რა კაცად სახსენებელია ან რა სადღეგრძელოშია მოსატანი. სადღეგრძელო, ყველამ ფეხზე ადგომით შევსვით და ბოლომდე დავცალეთ სასმისები. თუმცა, ადრეც მოგახსენეთ - ღვინო ისეთია, რომ მოკლა ვინაა წვეთის ჭიქაში დამტოვებელი. - ქალიშვილობა, ზრდილობა, წესი და პატიოსნება დასაცინი გახდა და ასლოგინგამოცვლილი, ძუძუ-მკერდს და უკანალს თუ დაანახებ ქვეყანას, ძვირის თქმას ვინ შეგკადრებს, ბატონო?! ის კი არა- ტაშსაც დაგიკრავენ და შეიძლება ორდენიც გაგაკრან ათასგზის ნაჟღვლემ მკერდზე. - განაგრძო მონოლოგი ჩემმა უფროსმა მეგობარმა. - ამას ეძახიან -სექსუალურ რევოლუციას! რევოლუცია რა სიკეთის მომტანია - საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. არც მამა მინახავს და არც პაპა. ორივე ჩემამდე დახვრიტეს და არც ეს, სექსუალური მომდის თვალში რაღაც. ესეც რომ თანამედროვეობის მანიშნებელი და დასავლური კულტურის ზენიტი ჰგონიათ, ამ გაჭირვებულებს? ამგვარი რევოლუცია, საბერძნეთ - რომზე უფრო ძველი რომააა და დასავლეთში კი არა სამხრეთში მოხდა - არ იციან ? ორ ქალაქში, სოდომსა და გომორში ააფრიალეს პირველად რევოლუციური, ცისარტყელას ფერებიანი დროშა. რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ იცით. სუზანა გვყავდა ერთი, ჩემს ყმაწვილობაში - ჩაიღიმა და ხმას დაუწია მასპინძელმა, თან აქეთ-იქით ისე აცეცებდა თვალებს, თითქოს, -ვიმემ არ გაიგოსო ეშინოდა. -მთელი უბნის ბიჭები მასთან დავკაცდით. სამი შვილი ჰყავდა. ვინ ვისგან -თვითონ არ იცოდა. მერე, მისმა ბიჭმა, არც თუ კეთილსახსენებელი გოგოს ცოლად მოყვანა რომ დააპირა, ერთი ამბავი ატეხა - მაგას სახლში როგორ შემოვუშვებო. ევროპელობა და თანამედროვეობა გარყვნილება თუა - სუზანას ევროპარლამენტის თავმჯდომარეობა ეკუთვნოდა - ჯერ კიდევ მაშინ. ან სად იყო ამდენი ,,პედერასტი"? - ისევ დაუწია ხმას. ,, ლეზბიანკობა", ხომ საერთოდ ახლა გავიგე, ამ ხნის კაცმა. კაცი ქალთან რომ უნდა იყოს - იმიტომაც შექმნა ღმერთმა ადამისთვის - ევა! გაუჭირდებოდა ვითომ მეორე ადამის გაკეთება? გაავსეს ქვეყანა ამ გადაგვარებულებმა და თავიც კი მოაქვთ. კარნავალებს მართავენ საქვეყნოდ - შემოგვხედეთ და დატკბით, ჩვენა ვართ რაცა ვართო! - ავადმყოფები არიან მაგათი დაცინვა უზნეობააო - აქეთ გაგლანძღავენ. ავადმყოფები - კიბოიანები და ტუბერკულოზიანებიც არიან, მაგრამ მაგათი მოწყობილი აღლუმი უნახავს ვინმეს?! - ნიჭიერი ხალხია, ხელოვნების სფეროში უამრავია ასეთი. მოდის კანონმდებლებიც ისინი არიანო. - მთელი უბედურებაც ესაა! კაცია თუ ქალია იმას ვერ მიმხვდარა, - ის გაჭირვებული და - ხელოვნების მიმართულებებში გაიკვლევს გზას? აქამდე, ხომ ყველაფერს ვუთარგმნიდით სტუმარს და ,,ფერად-ფერადებზე" რომ მიდგა საუბარი, რაც ასტამურმა დააკლო ჩვენ დავუმატეთ ,,დავესკად". -,, სკოლის ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვებს კონტრაცეპტივების ხმარებაო " - გადავირიე კაცი! სხვა თემაზე გადავიდა მასპინძელი. - წესიერი ცხოვრებით იცხოვრეო - ამის სწავლა კი არ ყოფილა საჭირო, - იშლიგინე, რამდენიც გინდა, ბაბა, ოღონდ სიცოცხლე არ მოუვლინო ქვეყანასო - ეს ყოფილა მთავარი. - სიყვარული სექსის გარეშე არ არსებობს და სიყვარულს ხომ ვერ აუკრძალავო, მოზარდებს. წარმოგიდგენია კაცო რა არგუმენტი მოყავთ? ვინც ამას ამბობს, არ უნდა ამოაძრო ენა? მითხარით ახლა თუ ხალხი ხართ? - მავედრებელი მზერა უკლებლივ ყველას მოგვაპყრო ასტამურმა. - რაც მე ქალი შემყვარებია და შევყვარებივარ, - ისევ ჩურჩულზე გადავიდა მასპინძელი, - ყველასთან უნდა ვწოლილიყავი, აბა? - ამას სიყვარულს ეძახით თქვენ? ბოზობა რაღაა მაშინ? - იკითხა, გულწრფელად გაგვირვებულმა. - სიყვარული მაშინაა ამაღლებული , როდესაც - იმ ფილმის არ იყოს - ,, ვერტიკალურია და ბრუნვადი", ტრიალ-ტრიალით რომ აყავხართ ცაში, თორემ როდესაც გახდება ,,ჰორიზონტალური და გადაკუზვადი, - ციდან, მაშინათრვე მიწაზე გაადენთ ზღართანს! შეყვარებული თუ ხარ, ამას რა სჯობს? მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ მე, მაგრამ კეთილი ინებე და ქორწილამდე თავი შეიკავე. ამით სიყვარულს უფრო გაამტკიცებ და პეწსაც არ დაუკარგავ. - რაც თავი მახსოვს ვნადირობ. - ეს რომ მართლაც ასე იყო და მარჯვედაც რომ გამოსდიოდა ამგვარი საქმიანობა მასპინძელს, ტახტ- იატაკზე დაფენილი, თუ თაროებ- კედლებიდან შუშის თვალებით მომზირალი, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბინადარი უამრავი ცხოველ-ფრინველების ფიტულიც ადასტურებდა. -ნადირს რომ დავეძებ, დავსდევ, ვუსაფრდები და მიზანში ამოვიღებ - იმას აქვს ეშხი და დილიხორი, თორემ - საჭმელად ჯიხვს და არჩვს, საღორეში გაზრდილი, კარგად გაპიწკინებული გოჭი და შამფურზე წამოცმული, დაყვერილი მამალი ღორის ხორცი მირჩევნია მე. ქალს, რომ გაიცნობ, მოგეწონება და იმ დღესვე ლოგინში შეიგორებ - ასეთ ქალს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ბოზს ეძახიან და არავინ სცემს პატივს. არც მექალთანე კაცი ყოფილა არასდროს - მისაბაძი. ერთსაც ვიტყვი და დავისვენოთ მერე. უთენია ვართ ასადგომები. სტუმარიც დავღალე, მგონია ბებრული ბუზღუნით. არც ისე ძველი ამბავია, აქურმა მეუფემ მომიყვა - ღმერთი იმას გაახარებს: მოხუცი, გაუთხოვარი ქალი ცხოვრობდა თურმე სოფელში, მარტოდმარტო. უაღრესად სათნო, კეთილი, სუფთა, გამრჯე ადამიანი. ახალგაზრდობაში ლამაზი რომ იყო, სიბერეშიც ეტყობოდა თურმე. ერთხელაც იგრძნო ცხონებულმა - ტოვებდა წუთისოფელს. ამ დღისთვის გადანახული ახალი კაბა და ფეხსაცმელი ჩაუცვამს. გაუღია ჭიშკარი, ტახტი ოთახის შუაგულში მიუჩოჩებია, გადაუფარებია ხალიჩა და დაწოლილა ზედ. ასე, მშვიდად გარდაცვლილი უნახავთ დილით მეზობლებს. სასახლეში რომ უპირებდნენ ჩასვენებას, ხელისგულებს შორის ჩადებული ორი სამკუთხა ბარათი იპოვნეს, თურმე. ორივე 1941 წლით დათარიღებული. წერილიდან ჩანდა, რომ ადრე ვერ გაუბედა და ფრონტის ხაზიდან უხსნიდა სიყვარულს და ომის დამთავრების შემდეგ, ცოლობას სთხოვდა - თანასოფლელი ჭაბუკი - ელიჩკას. ასე რქმევია ცხონებულს. ის კაცი ომიდან რომ დაბრუნებულიყო, ოჯახი შეექმნათ, ათი შვილი და ასი შვილიშვილიც შესძენოდათ - იცოცხლე კარგი იქნებოდა, მაგრამ სიყვარულს ამით შეემატებოდა, ვითომ რამე? მგონია - არაფერი. - კაი დავწვეთ, გვიანია უკვე. - დაამთავრა გამოსვლა, ასტამურ ემხვარმა და ტახტებს გადახედა - ვინ სად მოვათავსოო. - ბატონო ასტამურ, - მოულოდნელად ალაპარაკდა აქამდე მდუმარე და ნათარგმნზე ყურმომარჯვებული ჰოლანდიელი სტუმარი. - რაზეც თქვენ აქამდე საუბრობდით, სრულიად უცხო იყო ჩემთვის და მრავალი რამ მიუღებელი. მე სულ სხვა ღირებულებეზე აღვიზარდე და მათ სრულიად ბუნებრივად, - როგორც დილით- მზე, ღამით- მთვარე, თვის ბოლოს - გადასახადები, - ისე აღვიქვავდი. .... მსგავსი რამ, რაც თქვენ, ჩვენი აქ ყოფნისას ბრძანეთ, ადრე რომ მომესმინა,.. უეჭველად იქონიებდა გავლენას ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე... ალბათ, ბევრი რამ შეიცვლებოდა ჩემში... ბევრ რამეს სხვანაირად შევხედავდი და შევაფასებდი ... ცივილიზაციის ჭეშმარიტი მონაპოვარიც, ალბათ სხვა იქნებოდა ჩემთვის. ადამიანი გამუდმებით ცდილობს კეთილმოიწყოს ყოფა. უფრო კომფორტული გახადოს ცხოვრება. ჩვენ ამას პროგრესს ვეძახით. და ამ მხრივ წინსვლა, თუნდაც უკანასკნელი ასი წელი რომ ავიღოთ განუზომელია. მაგრამ რაც შეეხება მორალს და ზნეობრივ კრიტერიუმებს, - აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით - რაც ქრისტეს და მოციქულების დროს იყო, იგივეა დღესაც . რაც უფრო ვეცდებით ამ ღირებულებების პროგრესირებას, უფრო რეგრესისკენ წაგვივა საქმე და წარღვნამდელ პერიოდში ამოვყოფთ თავს... ახლა გამიელვა გონებაში: პეტრე, ან ნებისმიერი სხვა მოციქული, განმეორებით რომ მოევლინოს თანამედროვე კაცობრიობას, ზუსტად იმ დროინდელი წეს-ჩვეულებებითა და მენტალიტეტით, დარწმუნებული ვარ, მასთან შედარებით თანამედროვე, მსოფლიო ,, ბო მონდის" ნებისმიერი ექსტრა პრიმა მეტრი, თუ კამერტონი - წარმართად მომეჩვენება. უცნაურია, არასდროს მიფიქრია ადრე, ამ კუთხით... ალბათ, ვერ ვგრძნობდი ამის აუცილებლობას... ამაოდ!.. ჭეშმარიტებასთან ბრძოლაში დრო მარცხდება და არა პირიქით. დაამთავრა, მისთვისაც და ცხადია - ჩვენთვის, მოულოდნელი სიტყვა სტუმარმა და თავი ჩაქინდრა. ჩაფიქრდა, შემდეგ ერთ-ერთ სანადირო თოფს გახედა და დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში პირველად აიღო ხელში. - ბატონო ასტამურ, შეიძლება ხვალ მეც წამოვიდე სანადიროდ?
ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ ახლა რამ გამახსენა არ ვიცი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. შესანიშნავად ჩამოაყალიბეთ თქვენი ხედვა ამ ცხოვრებისადმი და მანკიერებებისადმი ამ ლამაზ ნაწერში. შესანიშნავად ჩამოაყალიბეთ თქვენი ხედვა ამ ცხოვრებისადმი და მანკიერებებისადმი ამ ლამაზ ნაწერში.
22. რა კარგად იკითხებააა...სატერესოდ..:-* რა კარგად იკითხებააა...სატერესოდ..:-*
21. გენაცვალე...... კიტხვას რო იცკებ გიტრევს გენაცვალე...... კიტხვას რო იცკებ გიტრევს
20. არაჩვეულებრივია. ნამდვილად, ჩვენებმა ძალიან აურიეს ერთიმეორეში დემოკრატია და უზნეობა, სიტყვის თავისუფლება და ბილწსიტყვაობა. ბევრჯერ მეც მითქვამს.
:) არაჩვეულებრივია. ნამდვილად, ჩვენებმა ძალიან აურიეს ერთიმეორეში დემოკრატია და უზნეობა, სიტყვის თავისუფლება და ბილწსიტყვაობა. ბევრჯერ მეც მითქვამს.
:)
19. თქენ თაობებს დარჩებით ბატონო ჰარალე. შესანიშნავია, ჩემი შესაფასებელი არ არის ეს უბრალოდ.
გაიხარეთ! თქენ თაობებს დარჩებით ბატონო ჰარალე. შესანიშნავია, ჩემი შესაფასებელი არ არის ეს უბრალოდ.
გაიხარეთ!
17. ამის შეფასება ჩემგან უზრდელობა იქნება ამის შეფასება ჩემგან უზრდელობა იქნება
16. მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება.
ახლა თქვენი გვერდი თუ მომიყვანს ხასიათზე.გაიხარე ბ-ნო კახა! მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება.
ახლა თქვენი გვერდი თუ მომიყვანს ხასიათზე.გაიხარე ბ-ნო კახა!
15. ძალიან კარგია. :) ძალიან კარგია. :)
14. რა ვქნა, ძალიან მომწონს თქვენი ნაწარმოებები 555555 რომ შემეძლოს... რა ვქნა, ძალიან მომწონს თქვენი ნაწარმოებები 555555 რომ შემეძლოს...
13. ძალიან კარგია ჩემო კახა! "პროგრესისტებმა" (თანაც ყველა დროის) უნდა წაიკითხონ ეს მოთხრობა. მე და შენ ისედაც წარსულში ვცდილობთ ამოცანების ამოხსნის პოვნას. გაგიმარჯოს და "ტაკ დერჟაწ!" ძალიან კარგია ჩემო კახა! "პროგრესისტებმა" (თანაც ყველა დროის) უნდა წაიკითხონ ეს მოთხრობა. მე და შენ ისედაც წარსულში ვცდილობთ ამოცანების ამოხსნის პოვნას. გაგიმარჯოს და "ტაკ დერჟაწ!"
11. ჰოდა იმას ვამბობდი, ცხოველი ყოფილა ერთი, - მღრნელია, ბეწვის გამო ნადირობენ, მასზე. საოცრად მოვლილი და ძვირფასი ბეწვი ჰქონია, თურმე. დიდად ფასობს. საფანტით ბეწვი რომ არ დაუზიანონ, არ იკითხავთ როგორ ნადირობენ? მოიმწყვდევენ ისეთ ალაგას ერთი გასაქცევი, რომ აქვს მხოლოდ. უახლოვდებიან და წინ ტალახს უსხამენ. ტალახით უღობავენ გზას. საწყალი ცხოველი, ბეწვი არ დამესვაროსო და არ გარბის თურმე. მივლენ და ხელით იჭერენ ცოცხალს. მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება.
მაგარი ხარ, ჰარალე! ამ ბოლო წინადადებამ ხომ - სრულად გახსნა შენი პიროვნება! გაიხარე! 5 ჰოდა იმას ვამბობდი, ცხოველი ყოფილა ერთი, - მღრნელია, ბეწვის გამო ნადირობენ, მასზე. საოცრად მოვლილი და ძვირფასი ბეწვი ჰქონია, თურმე. დიდად ფასობს. საფანტით ბეწვი რომ არ დაუზიანონ, არ იკითხავთ როგორ ნადირობენ? მოიმწყვდევენ ისეთ ალაგას ერთი გასაქცევი, რომ აქვს მხოლოდ. უახლოვდებიან და წინ ტალახს უსხამენ. ტალახით უღობავენ გზას. საწყალი ცხოველი, ბეწვი არ დამესვაროსო და არ გარბის თურმე. მივლენ და ხელით იჭერენ ცოცხალს. მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება.
მაგარი ხარ, ჰარალე! ამ ბოლო წინადადებამ ხომ - სრულად გახსნა შენი პიროვნება! გაიხარე! 5
10. ბატონო კახა, აღფრთოვანებული ვარ....ნეტავი, ყველა ,,ცივილიზებული''ასე გახდეს მორალურად მრთელი...... ძალიან დიდ სატკივარს საოცარი იუმორითა და მოწიწებით ეხებით და რაც მთავარია ,,უმარტივესად'' არწმუნებთ მკითხველს მხოლოდ ამ მშვენიერი სიტყვით.....:):):) გაიხარეთ..... ბატონო კახა, აღფრთოვანებული ვარ....ნეტავი, ყველა ,,ცივილიზებული``ასე გახდეს მორალურად მრთელი...... ძალიან დიდ სატკივარს საოცარი იუმორითა და მოწიწებით ეხებით და რაც მთავარია ,,უმარტივესად`` არწმუნებთ მკითხველს მხოლოდ ამ მშვენიერი სიტყვით.....:):):) გაიხარეთ.....
9. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია! :) ძალიან საინტერესო ნაწარმოებია! :)
8. მოგესალმები ჰარალე, :)
ერთობ საინტერესო და ფართო ნაწერია, განსაკუთრებით კულმინაცია ფინალი მომეწონა, სადაც ერთი წინადადებაში ჩატეულია ძალიან ბევრი სათქმელი,,
აი ეს :
" ჭეშმარიტებასთან ბრძოლაში დრო მარცხდება და არა პირიქით "
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები ჰარალე, :)
ერთობ საინტერესო და ფართო ნაწერია, განსაკუთრებით კულმინაცია ფინალი მომეწონა, სადაც ერთი წინადადებაში ჩატეულია ძალიან ბევრი სათქმელი,,
აი ეს :
" ჭეშმარიტებასთან ბრძოლაში დრო მარცხდება და არა პირიქით "
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ძალიან,ძალიან მომეწონა.... ლამაზი,ჯანსაღი ნაწერი... სიამოვნებით ჩავიკითხე... ეს ფრაზა ხომ -
"მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება. "
ასეთი ადამიანი არასოდეს დაკარგავს ადამიანის სახეს... ძალიან,ძალიან მომეწონა.... ლამაზი,ჯანსაღი ნაწერი... სიამოვნებით ჩავიკითხე... ეს ფრაზა ხომ -
"მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება. "
ასეთი ადამიანი არასოდეს დაკარგავს ადამიანის სახეს...
6. ყოჩაღ კარგო ადაიანო!!! არაფერი მეთქმის!!! ძალიან მომეწონა!!! კარგი ადამიანი ხარ შენა!!! ყოჩაღ კარგო ადაიანო!!! არაფერი მეთქმის!!! ძალიან მომეწონა!!! კარგი ადამიანი ხარ შენა!!!
5. "ქალს, რომ გაიცნობ, მოგეწონება და იმ დღესვე ლოგინში შეიგორებ - ასეთ ქალს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ბოზს ეძახიან და არავინ სცემს პატივს. არც მექალთანე კაცი ყოფილა არასდროს - მისაბაძი."
გაიხარე, ჰა-რა-ლე... მაგრამ ცოტა ხნის გავლის მერე ჩაგორებაც არ უნდა იყოს კაი და მისაბაძი მაგალითი... რა ვიცი, მე ასე მგონია და...
5 "ქალს, რომ გაიცნობ, მოგეწონება და იმ დღესვე ლოგინში შეიგორებ - ასეთ ქალს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ბოზს ეძახიან და არავინ სცემს პატივს. არც მექალთანე კაცი ყოფილა არასდროს - მისაბაძი."
გაიხარე, ჰა-რა-ლე... მაგრამ ცოტა ხნის გავლის მერე ჩაგორებაც არ უნდა იყოს კაი და მისაბაძი მაგალითი... რა ვიცი, მე ასე მგონია და...
5
4. მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება.
ამას სიყვარულს ეძახით თქვენ? ბოზობა რაღაა მაშინ? - იკითხა, გულწრფელად გაგვირვებულმა.
-ნადირს რომ დავეძებ, დავსდევ, ვუსაფრდები და მიზანში ამოვიღებ - იმას აქვს ეშხი და დილიხორი, თორემ - საჭმელად ჯიხვს და არჩვს, საღორეში გაზრდილი, კარგად გაპიწკინებული გოჭი და შამფურზე წამოცმული, დაყვერილი მამალი ღორის ხორცი მირჩევნია მე. ქალს, რომ გაიცნობ, მოგეწონება და იმ დღესვე ლოგინში შეიგორებ - ასეთ ქალს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ბოზს ეძახიან და არავინ სცემს პატივს. არც მექალთანე კაცი ყოფილა არასდროს - მისაბაძი.
რაც უფრო ვეცდებით ამ ღირებულებების პროგრესირებას, უფრო რეგრესისკენ წაგვივა საქმე და წარღვნამდელ პერიოდში ამოვყოფთ თავს... ჩაფიქრდა, შემდეგ ერთ-ერთ სანადირო თოფს გახედა და დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში პირველად აიღო ხელში.
- ბატონო ასტამურ, შეიძლება ხვალ მეც წამოვიდე სანადიროდ?
************************************************************************************************************************************************************************************************************************************* არ ვიცი როგორ მოგმართოთ,მერიდება ასეთი სერიზული ნაწარმოების ავტორს მასეთი სახელით მოგმართოთ... თქვენ ძალიან კარგი შემოქმედი ყოფილხართ,არა მარტო გადმოცემის ხარისხი,არამედ თემის გაშლის ოსტატობაც შესაშური გქონიათ; სულითა და გულით გისურვებთ,რომ თქვენც არაერთისთვის გამხდარიყავით ასტამურ ემხვარის მსგავსი მჭერმეტყველი,რადგან ჩვენშიც მრავლად არიან ისეთები,ვისაც ერთხელაც არ აუღიათ ხელში სანადირო თოფი,ნადირობაზე რომ არაფერი ვთქვათ...
ვაჟკაცებს გაუმარჯოს!
მოდით, ის ხალხი ვადღეგრძელოთ სიკვდილზე მეტად, ტალახში და ლაფში ამოსვრას რომ ერიდება.
ამას სიყვარულს ეძახით თქვენ? ბოზობა რაღაა მაშინ? - იკითხა, გულწრფელად გაგვირვებულმა.
-ნადირს რომ დავეძებ, დავსდევ, ვუსაფრდები და მიზანში ამოვიღებ - იმას აქვს ეშხი და დილიხორი, თორემ - საჭმელად ჯიხვს და არჩვს, საღორეში გაზრდილი, კარგად გაპიწკინებული გოჭი და შამფურზე წამოცმული, დაყვერილი მამალი ღორის ხორცი მირჩევნია მე. ქალს, რომ გაიცნობ, მოგეწონება და იმ დღესვე ლოგინში შეიგორებ - ასეთ ქალს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ბოზს ეძახიან და არავინ სცემს პატივს. არც მექალთანე კაცი ყოფილა არასდროს - მისაბაძი.
რაც უფრო ვეცდებით ამ ღირებულებების პროგრესირებას, უფრო რეგრესისკენ წაგვივა საქმე და წარღვნამდელ პერიოდში ამოვყოფთ თავს... ჩაფიქრდა, შემდეგ ერთ-ერთ სანადირო თოფს გახედა და დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში პირველად აიღო ხელში.
- ბატონო ასტამურ, შეიძლება ხვალ მეც წამოვიდე სანადიროდ?
************************************************************************************************************************************************************************************************************************************* არ ვიცი როგორ მოგმართოთ,მერიდება ასეთი სერიზული ნაწარმოების ავტორს მასეთი სახელით მოგმართოთ... თქვენ ძალიან კარგი შემოქმედი ყოფილხართ,არა მარტო გადმოცემის ხარისხი,არამედ თემის გაშლის ოსტატობაც შესაშური გქონიათ; სულითა და გულით გისურვებთ,რომ თქვენც არაერთისთვის გამხდარიყავით ასტამურ ემხვარის მსგავსი მჭერმეტყველი,რადგან ჩვენშიც მრავლად არიან ისეთები,ვისაც ერთხელაც არ აუღიათ ხელში სანადირო თოფი,ნადირობაზე რომ არაფერი ვთქვათ...
ვაჟკაცებს გაუმარჯოს!
3. საოცარია...! მაგრად მომწონხართ ჰარალე...555555555 მაგრად წერთ... ჩემი დიდი აპლოდისმენტები თქვენ...! საოცარია...! მაგრად მომწონხართ ჰარალე...555555555 მაგრად წერთ... ჩემი დიდი აპლოდისმენტები თქვენ...!
2. საინტერესოა... საინტერესოა...
1. მაგრი ხარ ჰარალე, მარა სიაბდლეს არ უშლის მაი ხელს :) პასუხი არ მომწერო მეყოფა 155 ქულა რომ დაგაზერჯე ჯერ იმს ვერ ვინელებ, მაგრი ხარ ჰარალე, მარა სიაბდლეს არ უშლის მაი ხელს :) პასუხი არ მომწერო მეყოფა 155 ქულა რომ დაგაზერჯე ჯერ იმს ვერ ვინელებ,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|