ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2009


მეოცნებე ვარ

მხატვარი არ ვარ,
მაგრამ მაინც ვცდილობ დაგხატო,
ფუნჯი არ მინდა -  ოცნებები საკმარისია,
თვითონაც ვხვდები, ეს ფიქრები მიწის არ არის,
ჩემი ოცნება ფერადია, მხოლოდ ცისია.

არც პოეტი ვარ,
თუმცა მჯერა, მაინც დაგიწერ,
დღეს უშენობა უბედობის დასაწყისია,
სიყვარულზე ვწერ და ამითაც კმაყოფილი ვარ,
არ გააჩნიათ ჩემს ნაწერებს მეტი მისია.

მსახიობი ვარ?
აბა, მაშინ რატომ ვთამაშობ?!
თან როცა როლი ჩემი არა - მხოლოდ სხვისია,
ეს ცხოვრებაა - ყველაფერი საპატიოა,
ვინც არ თამაშობს, სიბრალულის მხოლოდ ღირსია.

მიუხედავად
ყველაფრისა, მეოცნებე ვარ,
მე რომ ვერ ვამჩნევ, მთაზე თურმე შავი ნისლია,
და ჩემი ხედვით გაზაფხულზე მიწის მაგივრად,
ღრუბელს ამოდის ლურჯთვალება, ნაზი ცის ია...

ლიკა ოხანაშვილი
30.06.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები