ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2009


შემეხე

შემეხე ისე,
რომ შეგიგრძნო კანის ქვეშიდან,
სისხლმა იკივლოს, დამებზაროს
კაპილარები,
მთელი სხეული აიტანოს
გიჟურმა ვნებამ,
ახლა ,,მკიდია"
ყოველგავრი
დაპირებები,
მომავლისა და
თეთრ ბურუსში გახვეულ აწმყოს,
შენი სურვილით ,,გალეშილი”
ავედევნები,
ასე ძლიერად რომ მაგიჟებს
შენი სურნელი,
სივრცეში წამებს
იმიტომაც
ვებღაუჭები,
გასაჩერებლად
დროისა და ვწყდები რეალურს,
მინდა ვესტუმრო ირეალურს შენს
მკლავებში,
დღეს...
მსურს ვნებისაგან დამებზაროს
კაპილარები,
კანის ქვეშიდან,
რომ შეგიგრძნო
ისე
შემეხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს