ლაშას ორმოცზე ამონატირი
„ როგორ დამწყვიტე გული შაბურავ?! ” ლაშა გახარია
შენ კი ნაკლებად დაგვწყვიტე გული?! თავად უწყალოდ გულდაწყვეტილმა?!. ამ ცოდვისსოფლის ამაო მდურვას ხომ მიაშავე მრავალწერტილი?!.
ბოლო გაზაფხულს გაასწარ ციმციმ... რარიგ გელოდა, მგონი, პაპუნა!.. რომ მარადიულ ქოხმახში მიწის სიკვდილის მწვადი ხრუკო შამფურა...
დამარცხებული მტერივით-სიკვდილს შერიგებული მიუხვალ უშიშ... ამდენი ცრემლი მინდივით მიგდის, ვერდატეული თვალში და გულში...…
მეც ყელსნეული რას გეტყვი დღეს მეტს, მალე მოგივალ ღარიბულ საგზლით... აქ ტელეფონში წასაკითხ ლექსებს იქ წავუკითხავთ ერთურთს სამ–სამგზის...
25.03.2004წ.
3 სონეტი ლაშას
1. ხეტიალში ღამისთევისა
ის ღამე ლაშას მონახულების შემდეგ თავად ავადმყოფმა ხეტიალში გავათენე... ლაშა მალე გარდაიცვალა...
დედის დახუჭულ თვალებს ვადარებ ცას და სიკვდილის ვცდილიბ დაფრთხობას... ჯიბით სნეული ძმის წიგნს ვატარებ, ზიარი ძმისგან გუშინ ნათხოვარს...
არ ვიცი კიდევ რას მიხიმანდრებს ბედი და შემყრის კიდევ რა ღამეს... ან ვარსკვლავების შუქმწირ სინათლეს თვალები ჩემი კვლავ თუ ნახავენ...
ჯერ კი - ვიდრემდის გასცლიათ ღდინი, გასენილ ფეხებს მივაჩლახუნებ...… სუსხი და ნისლი დეკემბრის დილის გულში კიდევ ერთ იმედს ახუნებს... და გული ჯიბით სატარებ ტკივილს ძმის საფლავივით უხმოდ ჩავყურებ...
2. ბოლოლა იმედისა...
კიბეებზე ასვლა თუ გაუჭირდა, ლ ა ლ ე დ ა ა, ძმებო, საქმე იმ გულის... სნეული ძმა ვინახულე გუშინ და სულიც დამრჩა თითქოს გამოშიგნული...
,,ვინა თქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია?!.” - ეს სიმღერა მეც მიყვარდა ოდითგან... მაგრმ ვხედავ, დღითიდღე ვით მიდიან ძმანი ჩემნი... და სული ვერ მომითქვამს...
ორ პარასკევს გავცქერ ორი ცრემლიდან (ღმერთმა ისიც თუკი გამოიმეტა!..)... მწამს, იქ ნაღდი დამხვდებიან ძმები და ესღა ათბობს გულს ბოლოლა იმედად...
მეგზურად კი - ჩვენს ძმა ბახუსს მივმართავ, მშვიდობით რომ მიმაცილოს იმათთან...
3. წამიერი განშორებისა
ლაშას დაკრძალვის საღამოს, მის საფლავზე წაკითხული
... გასრულდა ეს დღეც, ძაძებმოსილი... ერთი ბილიკიც - ყოფის, ტკბილმწარის... გაფითრებული ანგელოზივით მკრთალია მთვარე - ცის ჭერს მიმცხრალი...
შენც ბევრჯერ,, ჩემებრ, მწამს, გიფიქრია, გული როს ჭირთა გექცა სამიზნედ, რომ - დრო კი არა, ეს ჩვენ მივქრივართ შესართავიდან შესართავისკენ...
და ვტოვებთ - ციდა, ცრემლით მოფენი;ლ კვალს - ჟამის გოჯით რომ იზომება... ვით დათვლის ტკივილს, ჭკუათმყოფელი, თმებში ჩარჩენილს ვერცხლის ზოლებადს?!.
- ისე მოკლეა წუთისოფელი, წამიერია ეს განშორებაც!..
***************************************************************************************************************************** პაპუნა ლაშას ერთადერთი ვაჟიშვილი იყო, რომლის ტრაგიკულმა გარდაცვალებამაც მოუსწრაფა სიცოცხლე... ლაშა დიდი პოეტია... ფორუმზე დღესვე დავდებ მის რამდენიმე ლექსს ,,სიყვარულის საუკუნის” რუბრიკაზე... პატარა მოგონებასაც... სხვებსაც ვთხოვ იგივეს, ვინც იცნობდა. წინასწარ ვუხდი მათ მადლობას... ის ჩემი დიდი ძმა იყო, არის და იქნება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. სალამი ბატონ იმედის!
ლაშა მართლაც დიდი პოეტია! სალამი ბატონ იმედის!
ლაშა მართლაც დიდი პოეტია!
28. ლაშა ჩემი თანაკურსელია,ბრწყინვალე პოეტი. ლაშა ჩემი თანაკურსელია,ბრწყინვალე პოეტი.
27. მადლობა ბატონ იმედის ასეთი ლექსებისათვის! მადლობა ბატონ იმედის ასეთი ლექსებისათვის!
26. ლაშა გახარია მართლაც დიდი პოეტია...
მე ვამაყობ რომ ერთი რაიონიდან ვართ! ლაშა გახარია მართლაც დიდი პოეტია...
მე ვამაყობ რომ ერთი რაიონიდან ვართ!
25. მე სამწუხაროდ ,არ ვიცნობდი მის ლექსებს..... ბატონო იმო, ღმერთმა აცხონოს თქვენი მეგობრისა და კარგი პოეტის სული.... მე სამწუხაროდ ,არ ვიცნობდი მის ლექსებს..... ბატონო იმო, ღმერთმა აცხონოს თქვენი მეგობრისა და კარგი პოეტის სული....
24. ღმერთმა აცხონოს ლაშას სული! მოგიკითხე, ძმაო იმო! ღმერთმა აცხონოს ლაშას სული! მოგიკითხე, ძმაო იმო!
23. კარგი პოეტი უძღვნის კარგ პოეტს!
რა მეთქმის... კარგი პოეტი უძღვნის კარგ პოეტს!
რა მეთქმის...
22. - ისე მოკლეა წუთისოფელი, წამიერია ეს განშორებაც!.. 55555555 - ისე მოკლეა წუთისოფელი, წამიერია ეს განშორებაც!.. 55555555
21. "მეც მყვარებია გოგო. მაგრამ ეს იყო წინათ ახლა ისე ვარ როგორც გადაღებული წვიმა"
:)მიყვარს ეს ლექსი ძალიან,კიდე "წითელები",და უფ რამდენია კაცო. :) ძალიან ლამაზად წერდა სიყვარულზე "მეც მყვარებია გოგო. მაგრამ ეს იყო წინათ ახლა ისე ვარ როგორც გადაღებული წვიმა"
:)მიყვარს ეს ლექსი ძალიან,კიდე "წითელები",და უფ რამდენია კაცო. :) ძალიან ლამაზად წერდა სიყვარულზე
20. უერთდები შენს გულისტკივილს!!! გაიხარე ძია იმო!!! უერთდები შენს გულისტკივილს!!! გაიხარე ძია იმო!!!
19. იმან იცხოვრა, ვინც სიკვდილის შემდეგ იცოცხლაოო ...
მწარეა ჩემთვის ამ ლექსების წაკითხვა ... თან ძალიან ახლო და თბილია ეს გრძნობა ...
პ.ს. ფორუმზე ვერ ვნახე ლაშას ლექსები :( იმან იცხოვრა, ვინც სიკვდილის შემდეგ იცოცხლაოო ...
მწარეა ჩემთვის ამ ლექსების წაკითხვა ... თან ძალიან ახლო და თბილია ეს გრძნობა ...
პ.ს. ფორუმზე ვერ ვნახე ლაშას ლექსები :(
18. მეგობრობა თქვენგან უდა ისწავლონ - მართალო პოეტო....
მეგობრობა თქვენგან უდა ისწავლონ - მართალო პოეტო....
16. ნაღდია! იმედო ბატონო. და ეს მწარე წამეული განშორებებიც არ ერთხელ მქონია - სამწუხაროდ... ნაღდია! იმედო ბატონო. და ეს მწარე წამეული განშორებებიც არ ერთხელ მქონია - სამწუხაროდ...
15. მეორე ლექსი უფრო..
5 მეორე ლექსი უფრო..
5
14. კარგია, იმედა... ლაშას პოეზია ძალიან მომწონს... 5 კარგია, იმედა... ლაშას პოეზია ძალიან მომწონს... 5
13. ბრწყინვალEEEEEEEEEEEEE!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ბრწყინვალEEEEEEEEEEEEE!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12. უერთდები თქვენს სევდას. უერთდები თქვენს სევდას.
11. ჯერ კი - ვიდრემდის გასცლიათ ღდინი, გასენილ ფეხებს მივაჩლახუნებ...… სუსხი და ნისლი დეკემბრის დილის გულში კიდევ ერთ იმედს ახუნებს... და გული ჯიბით საატრებ ტკივილს ძმის საფლავივით უხმოდ ჩავყურებ...
მოურჩენელი ჭრილობა.... ჯერ კი - ვიდრემდის გასცლიათ ღდინი, გასენილ ფეხებს მივაჩლახუნებ...… სუსხი და ნისლი დეკემბრის დილის გულში კიდევ ერთ იმედს ახუნებს... და გული ჯიბით საატრებ ტკივილს ძმის საფლავივით უხმოდ ჩავყურებ...
მოურჩენელი ჭრილობა....
9. სევდიანი... სევდიანი...
8. ტკივილიანია :( +2 ტკივილიანია :( +2
6. ძალიან მიყვარს ლაშა გახარიას პოეზია. წიგნიც შევიძინე ამას წინათ 100 ლექსი. ადრე ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით არმოვაჩინე მისი ლექსები,მერე გავიკითხე და ავტორის ვინაობაც გავიგე.მას მერე თითო-თითოდ ვაგროვებდი ლექსებს. ბოლოს წიგნსაც გადავწყდი შემთხვევით, ვფიქრობ რომ ერთ-ერთი დაუფასებელი პოეტია,რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ძალიან მიყვარს ლაშა გახარიას პოეზია. წიგნიც შევიძინე ამას წინათ 100 ლექსი. ადრე ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით არმოვაჩინე მისი ლექსები,მერე გავიკითხე და ავტორის ვინაობაც გავიგე.მას მერე თითო-თითოდ ვაგროვებდი ლექსებს. ბოლოს წიგნსაც გადავწყდი შემთხვევით, ვფიქრობ რომ ერთ-ერთი დაუფასებელი პოეტია,რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
4. დიდი ტკივილი ჩანს ყოველ სტროფში. დიდი ტკივილი ჩანს ყოველ სტროფში.
3. ჯიბით სნეული ძმის წიგნს ვატარებ,
საოცრად თბილია, ბატონო იმედა.. და ტკივილიანი, უAვირფასესი ადამიანის წასვლასავით.....
ჯიბით სნეული ძმის წიგნს ვატარებ,
საოცრად თბილია, ბატონო იმედა.. და ტკივილიანი, უAვირფასესი ადამიანის წასვლასავით.....
2. მაგარ ლექსებს წერთ! გულში მიდის ეგრევე გა სულს სალბუმად ედება! :) მაგარ ლექსებს წერთ! გულში მიდის ეგრევე გა სულს სალბუმად ედება! :)
1. სევდითა და მონატრებით სავსე.... სევდითა და მონატრებით სავსე....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|