ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


სამი სონეტი

წიგნიდან  ,,თავისუფალი  სონეტები"


ფოთოლცვენის  მიწურულისა

მოუხიბლავს  არე 
ზამთრის 
თეთრი  ალყის  სიახლოვეს...
ქარი  -  მალი  მაცნე  ავდრის  -
ფერმკვდარ  ფოთლებს  მიახროვებს...

სულის  ქოხის  კედლებიდან
ჟინჟვლამ  ჟრჟოლად  შემოჟონა...
რაღას შეცვლის  ვედრებითაც
უკვე  -  ჩემებრ  ბედის  მონა?!.

აწ  მეც  იმ  ქარს  ვდევდე  მინდა,
საღამო  რომ  შემიღონა...

მოლოდინი  ძველისძველი
უნუგეშოდ  ითოშება...
-  ბოლო  ღამე  ფოთოლცვენის
მისცემს  ბაღებს  ვითომ  შვებას ?!.




შაბურა  არაბულის  წიგნზე 
გვიან  მინაწერი 

დიდხანს  დამირჩა  ძმობილის  წიგნი
წაუკითხავად, 
წიგნებისგან  დაღლილ  თაროზე...
სად  ჩანდა  ლანდიც  სიკვდილზე  ფიქრის...
ან  რას  ვაქნევდით  ფიქრს  - 
ბეხრეწ  და  მიხრწნილ  ქარონზე?!.

და  დიდხანს  დუმდა  ლექსიც  ამდენი...
-  პაწია  წიგნში  ჩაწურული  ამდენი  განცდა...
ნაყოფი  ნიჭის,
ტკივილების... 
და ჭირთათმენის  -
რომ  ძალუძთ  ოდენ  გულიან  კაცთა...

გვიანღა  მითხრეს  დაკარგვა  მისი...
მისგან  ნაჩუქარს  კი  ვკითხულობ 
წიგნს  უფრო  გვიან...
და  თითეული  სიტყვაც  მისი 
-  ვითარც  ვარ  ღირსი!..
-  შიგ  გულისგულში  მეხლება  ტყვიად...

მას  კი,
ამ  ტყვიებს  ახლა  გულში 
მიჯრით  რომ  ისვრის,
-  დაუტირალი  ძმობილი  ჰქვია...



უღმერთოთაგან
უღვთოდ  განაწირი  მამების
შესანდობარი


ყრია  ფოთოლი  ყვითლად  ფერილი...
გაუწეწიათ  ქარებს  ბაღები ...
ფოთლები  სუფრად  მაქვს  გაფენილი...
ზედ  ჩიორები  გულს  ილაღებენ...

დათვალა  ვინმემ:  -  შავად  რამდენის
მზე  ჩაესვენა,  უღვთოდ  ნაგვემი?!.
ჭანგბასრი  ჯავრის  ქორშევარდენი
რამდენს  უჯლეჯდა    გულს  გაშმაგებით?!.

განუკითხავად  ან  ვით  გარიყეს  -
რით  დაუფასდათ  ჭირთათმობანი?..
იარებს  ვითვლი  და  ვათარიღებ
გულს  რომ  ატყვია,  ცრემლით  მობანილს...

-  თქვენ,  ჩიტუნებო,  ცაში  წაიღეთ
მათი  ალალი  შესანდობარი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები