ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


დუდანა (ნინის)

სამყარომ მოლურჯო თვალებით
ხიდებზე ნაბიჯებს უმატა,
ქარი ცას დახეულ კალთებით,
მიწაზე თმებს უწეწს დუდანას.

ხელიდან აფრენილ ამბორებს,
სივრცეში ბოლო არ უჩანდა,
მეზღაპრეს ზღაპრები ათბობდა,
ზღაპრებში - მე ჩემი დუდანა.

ბაგეზე მოტმასნილ ღიმილით,
ჩიხებში ქუჩები დუმდა და
ხანდახან უსიტყვოდ ვინ იცის,
ეტრფოდა სევდისფერ დუდანას.

სულიდან აგლეჯილ ნაწყვეტებს,
ღრუბლები ღილებად უკრავდა
თენებას, ლექსებით ნასეტყვებ,
სურვილებს არ ტოვებს დუდანა.

სამყარომ ზღვისფერი სხეულით,
ნაპირზე მშრალ ღელვას უმატა
და ქარი სულ უფრო ეული,
დაეძებს: მოლურჯო დუდანას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები