ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2009


ცისფერი ვარდი

რამდენი ვეძებე...ცისფერი ვარდი, ყვავილი ჩემი ოცნებიდან...
ვეძებდი ყველგან, ვეძებდი ყველასთან...
და აი, ამდენი ხნის შემდეგ ვიპოვე!
ბაღი, ლამაზი ამწვანებული ბაღი. ცისფერი ტბა, თეთრი გედები, ჩიტები და ...ვარდი.

ვიპოვე!
ვუახლოვდები.
როგორი ნაზია, მენანება მოსაწყვეტად, მაგრამ მინდა რომ ჩემი იყოს, მინდა მოვწყვიტო და თან ვატარო.
მიწამ გააჩინა, სიო მეგობარია, ჩამოივლის ხოლმე და ესალმება. თუ ამინდმა ნება დართო, მთელი დღე ერთად იქნებიან...მთავარია არაფერი დაუშავოს ნაზ ყვავილს.
ფრინველები მისი ოჯახია - სულ თავს დატრიალებენ და უგალობენ.
არც პეპლები შორდებიან.
მე კი მეგონა მარტო მე მიყვარდა, როგორ გავიმეტო მოსაწყვეტად...ამდენ არსებას როგორ დავწყვიტო გული?
ცისფერი ვარდი მორცხვად იცქირება აქეთ-იქით.
უფრო ახლოს მივდივარ, ვიხრები და ვჩურჩულებ:
"რამდენი გეძებე რომ იცოდე... ახლა კი გიპოვე, ასე ახლოს ხარ და მაინც  ვერ ვარხერხებ შენს მოწყვეტას."

გედები ისევ ისე დაცურავენ ტბაში, ფრინველები გალობენ, სიო ეფერება ვარდს...

მე კი... მეღვიძება.


ვიპოვე! სიზმარში, მაგრამ მაინც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები