საბუთები გაამზადეთ,შემოწმებას ვიწყებთ ვიღაც სახედაკენკილმა ახალგაზრდამ წყნარად,მაგრამ გარკვევით გამოაცხადა თამომ მიათვალიერა იქაურობა "კარგი ადგილია,ბანაკის უფროსობაც მშვიდი ჩანს,ბავშვები გზაში გავიცანი უკვე და ეგაა..მაგარ დროს გავატარებ" უცებ შემზარავმა ყვირილმა ბანაკის კარისკენ მიმავალი ბავშვები გააშეშა..ახალგაზრდა ბიჭის ხმა იყო...თავად არ ჩანდა "ჯერ ყველა შეამოწმეთ და მერე ისე შემოუშვით" თამომ ამ ხმის პატრონი შენიშნა "იციი,გიოს რომ გავხარ?რა გაყვირებს ასე,ამ სახელს რატომ აფუჭებ?" ................................................................................ საღამოს შეკრება იყო და ის "მყვირალა" ბიჭი,სხვებთან ერთად გაეცნო ყველას "ბანაკის კოორდინატორი_გიორგი """""" თამოს თვალები გაუფართოვდა "მაშ,შენც გიორგი გქვია,ვაჟბატონო?...საინტერესოა...არააა,თამოოო ეს ის გიორგი არაააა" მერე,რაზმელ გოგოს ტვინის შერყევა აღმოაჩნდა..ბურთი მოხვდა და... იმ საღამოსაც,თამომ შემოირბინა კოტეჯში,მოიკითხა და თავის საწოლზე აძვრა..რომლის თავზეც მწვანე ქაღალდისგან გამოჭრილი გული ეკიდა...ზედ რა თქმა უნდა "GIORGI" ეწერა..ხოო,ასე უბრალოდ .... ერთ-ერთი უფროსთაგანი შემოვიდა.გადამცემით..ავადმყოფთან ჩამოჯდა და საუბარი დაუწყო..თამომ უხერხულად იგრძნო თავი _მე გავალ _არა,რატო?თუ მარტო არ იქნება,უკეთესი იქნებაო,ექიმმა არ თქვა?_და თავი ზემოთ აწია... _მოიცა,ეს "GIORGI" რა არის? _არა,არაფერი.. _ერთ წამს მოიცა,თამო... გადამცემი ჩართო "გიორგი,მეათე კოტეჯთან მოდი..უფრო სწორად,შემოდი" თამო გაშეშდა... _რას აკეთებ? და კარი გაიღო "მყვირალა" შემოვიდა,ავადმყოფი მოიკითხა და გამოძახების მიზეზი იკითხა _იცი,აქ შენი გაცნობა უნდათ _რააა?ვაიმე,არა.... ძლივს გაეღიმა _არა,შენ ვერ გაიგე,ეს გიორგი შენ არ ხარ,სხვაა.. _კაი,რა გქვია? _თამო _ხოო,მესმის გაუგებრობააა მერე კიდე ბევრი ილაპარაკეს,იცინეს და როცა შუბლგახსნილმა გიომ თამო ბარში დაპატიჟა,ყველას თვალები გაუფართოვდა.. _თამო,როცა გეცლება,ვილაპარაკოთ ხოლმე და უცებ მართლა ვეღარ გაარკვია თამომ,გიო აქ იყო თუ იქ ..თუ ორივეგან.. .............................................................. როგორც თამო ელოდა,ისე არ გადიოდა ეს 10 დღე ბოლო საღამოს ჰამაკში იწვა ჩუმად და ფიქრობდა.... იქვე გოგოების ხმა გაისმა..ბინდი იყო და ნორმალურად ვეღარ ხედავდა..თავის წამოწევაც დაეზარა _ყველა რომ ამ "მყვირალაზეა" გადარეული,ხედავ? _კი,მაგრამ,რა გიკვირს/ _გოგოო,მაგას საცოლე კი არა,ცოლი ყავს მგონი..ჯვარი აქვთ ჩუმად დაწერილი..ახლახანს გავიგე და თამუნას ცრემლები წამოსცვივდა..კივილი უნდოდა და ვერ იკივლა..ძლივს ამოიხავლა ვახშმის ზარის ხმა გაისმა..გოგოები წავიდნენ გაოგნებული წამოჯდა.. "რომ დავაგვიანო ვახშამზე,ლიდერს დასჯიან" წამოხტა და თვალიდან ცრემლის მოუშორებლად გაიქცა უკვე ახლოს იყო სამზარეულოსთან..გიოს მოკრა თვალი,კოტეჯში შედიოდა... ფეხი წამოკრა რაღაცას და წაიქცა ბანაკის უფროსი მიუახლოვდა და ააყენა _ხომ არ იტკინე რამე? _არა...გაიღიმა თამომ _აბა,რატომ ტირი? ................. თავი ჩაღუნა და გზა გააგრძელა ................................................ დილით დაიხედა და მუხლზე დიდი ლურჯი ლაქა დაინახა "ეს დამრჩა შენგან,გიო" და ეგონა,რომ მორჩა ბანაკი..მეტად ვეღარ ნახავდა "მყვირალა" კოორდინატორს და როგორც ყოველთვის,შეცდა თამო კიდევ ერთხელ,ნოემბრის რატომღაც მზიან დღეს ნახა გიო...ისეთი მშვიდი,როგორც არასდროს.. მუქ ლაქას თამოს მუხლიდან გიოს შუბლზე გადაენაცვლა... და თამომ შუბლზე აკოცა და ახლა მართლა მიხვდა,რომ სწორედ აქ დამთავრდა ბანაკი,გიორგი და მისი ყვირილი დილაობით:"გაიღვიძა ბანაკმაააააააააა" იმ წარსულში დარჩა,როცა გიომ მაისურზე მიაწერა:"თამუნა,კარგი გოგო ხარ!ღმერთი გფარავდეს..გიორგი ხ#####"
################################################################### "კანაბინოიდი_ინტრანაზალურად.. და უკვე გარეთ ვარ ამ სამყაროდან თმები აჩეჩილი... აზრები_უარესად.. თვალები გამოცარიელდა ამ უაზრობის ყურებისგან... ხან ასეც ჯობია.. როცა მარტო ხარ და თანაც დაღლილი როცა გენატრება რაღაც დაკარგული.. ანდა წამით გინდა ცაში გადაფრენა.. წამის მეასედით წარსული შენია, ტკბილი ნოემბერიც..ასე რომ გამწარდა და მაინც.. ბრუნდები..უკან_სავარძელში.. სიკვდილი ძნელია.. სხვისი უფრო მეტად.. თვალები ავახილე.. გარეთ ზაფხულია"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|